ნიკო სამადაშვილი – ქართული პოეზიის ფიროსმანი

პოეტ ნიკო სამადაშვილს ქართული პოეზიის მკვლევარები გალაკტიონის გვერდით აყენებენ. მას პოეზიის ტიტანს, მეოცე საუკუნის ქართულ გენიას უწოდებენ. პოეტმა მთელი ცხოვრება გაჭირვებაში გაატარა, ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამიტომ ხშირად მას ქართული პოეზიის ფიროსმანადაც მოიხსენიებენ.
კომუნისტები ნიკო სამადაშვილს სიცოცხლეს უმწარებდნენ, დევნიდნენ, ავიწროვებდნენ. საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბეები გარდაცვალების შემდეგაც არ ასვენებდნენ. მის ლექსებს არ ბეჭდავდნენ, თავის კუთვნილ ადგილს არ ანიჭებდნენ. ამიტომაც იყო, რომ ქართველმა ხალხმა მისი შემოქმედება გვიან, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო.
888
ნიკო სამადაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები, რომლებმაც პოეტის ბიოგრაფია არ იციან, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენენ, რომ ნიკო რევიზორ–ბუღალტერი იყო. ვერც თანამედროვეები ხვდებოდნენ, რომ მათ გვერდით გენიოსი პოეტი დადიოდა. ერთხელ მის სამსახურში პოეზიის საღამო მოაწყვეს, მწერლები და მუსიკოსები მიიწვიეს. ნიკო იმ საღამოზე არ მივიდა. მეორე დღეს უფროსმა უთხრა, ნიკო, კარგი კაცი ხარ, მაგრამ პოეზია რომ არ გიყვარს, ამაში იჭრებიო. ყოველთვის ჩრდილში იდგა. თავის შედევრებს მხოლოდ ახლო წრეს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აცნობდა. მისმა პოეზიამ ალბათ ამიტომაც შეინარჩუნა სისუფთავე, მას არც საბჭოთა ბელადებისთვის მიუძღვნია საქებარი სიტყვები და არც დიდ საბჭოეთზე უწერია ლექსები. წერდა, როგორცეწერებოდა და რასაც გრძნობდა. კომუნისტებისთვის კი თავი არასოდეს დაუხრია.
პოეტის სულიერი მოძღვარი ერეკლე ტატიშვილი გახლდათ, რომელსაც განათლება ლაიფციგის, პარიზისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული. ის 7 ენას ფლობდა. ერეკლე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მას ანტისაბჭოთა მოღვაწეობა დასწამეს დააპატიმრეს, მაგრამ გაათავისუფლეს. თუმცა იგივე საქმეზე 1943 წელს ნიკო სამადაშვილი დააკავეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ არ ასვენებდნენ, განუწყვეტლივ, სიცოცხლის ბოლომდე სდევნიდნენ. ის და მისი ოჯახი მუდამ უშიშროების თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. შინსახკომიდან ოჯახში ხშირად აკითხავდნენ, ამოწმებდნენ. სამსხურებიდანაც ხშირად ათავისუფლებდნენ...
ნიკო სამადაშვილი თავიდან ბოლომდე ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. მისი ბავშვობაც ტრაგიზმით იყო სავსე. სამი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. მაშინ ბაქოში ცხოვრობდნენ. მამის დედამ რძალს ბაქოში ჩააკითხა და ნიკო გორში წამიყვანა. ცოტა ხანში დედამ შვილს ჩააკითხა, მაგრამ დედამთილმა ბავშვი დაუმალა. ნიკოს ორი წლით უმცროსი და, ელენე ჰყავდა, რომელიც პირველად 16 წლის ასაკში ნახა. ელენე საქართველოში მეორედ რომ ჩამოვიდა, იმ დროს დიდი მიწისძვრა მოხდა, და–ძმა ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ სახლ–კარი დაენგრათ. გორში დედის ძმამ ჩააკითხათ და ბავშვები თბილისში წამოიყვანა. ელენეს თვითონ ზრდიდა, ნიკო კი უპატრონო ბავშვთა სახლში მიაბარა.
სანამ თბილისში წამოიყვანდნენ, გორის გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც გერმანულ ენას ერეკლე ტატიშვილი ასწავლიდა. ერეკლემ ნიკოს ბავშვთა სახლში მიაკითხა. იქიდან გამოიყვანა და ინგლისურ პანსიონატში მიაბარა. სწავლის ქირას ის უხდიდა, პანსიონატის დირექტორმა, ეროვნებით ინგლისელმა ქალბატონმა, ნიკოს სთხოვა, ინგლისში გამომყევი, გიშვილებო, მაგრამ არ გაჰყვა. ნიკოს არ შეეძლო თავისი ქვეყნის დატოვება. როცა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ერეკლე ნიკოს უნივერსიტეტშიც ასწავლიდა, ასე რომ, მთელი ცხოვრება პოეტის გვერდით იდგა, მისი სულიერი მოძღვარი იყო.
ნიკო თითქმის მშიერი იყო. ხელმოკლე სტუდენტებთან ერთად მასაც უფასოდ ეძლეოდა ყოველგვარი საკვები ულუფა. ერთხელ თურმე შალვა ნუცუბიძის გამოცდისთვის ერთი კვირა ემზადებოდა. მაშინდელ კიროვის ბაღში დადიოდა. საფლავის ლოდზე იჯდა და სწავლობდა. საგანი ფრიადზე ჩააბარა, მაგრამ გამოცდიდან რომ გამოვიდა, შიმშილისგან გული წაუვიდა. სწავლის პარალელურად მოანგარიშედ მუშაობდა. სტუდენტობისას მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პირველ სამეცნიერო–ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმღძვანელობდა. სხვათა შორის, ლექსი "ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება..." ნიკომ დაწერა, თავის ლექტორს, ვახტანგ კოტეტიშვილს მიუტანა და სახლში დაუტოვა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ლექსი ხალხურად ჩათვალეს. ბევრს დღემდე ხალხური ჰგონია.
ნიკო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მიზეზი ისევ ხელმოკლეობა დ შიმშილი გახდა, საგნები დროზე ვერ ჩააბარა. ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში სკოლის დირექტორად დაიწყო მუშობა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე 14 წლის მარიამი. მისმა მშობლებმა ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მისული ახალგაზრდა პოეტი უარით გაისტუმრეს. უპასუხეს, ჯერ პატარააო. მეორე წელს კი მიათხოვეს. მაშინ ნიკო 31 წლის იყო, მარიამი – 15 წლის.
პოეტი მეუღლეს მთელი ცხოვრება აღმერთებდა. ოჯახი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ის ნამდვილი რაინდი იყო. ნიკოსთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მისი პირველი მეუღლე ულამაზესი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი გახლდათ. მათი ქორწინება ხანმოკლე იყო, ერთმანეთს მალევე დაშორდნენ. ამბობენ, ევას ნიკო მთელი ცხოვრება უყვარდა და მის დაბრუნებას ელოდებოდა და მას შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნიაო.
888
მარიამს და ნიკოს ძალიან უჭირდათ, მაგრამ შვილებს სიყვარულსა და სითბოში ზრდიდნენ. პოეტის ქალიშვილი მზია სამადაშვილი იგონებს:
"ათი წლის ვიყავი, დედამ ლამაზი, ცისფერი ფეხსაცმელები რომ მიყიდა. მერე ისინი დაიხა, როცა პირს აღებდა, დედა გულმოდგინედ მიკერებდა. კარგი ოსტატი ვერ იყო, ამიტომ ფეხსაცმლის დაკერება ხშირად სჭირდებოდა. ერთხელ ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ მკითხა: "მზია, დახეული ფეხსაცმელი რატომ გაცვია?" ამ შეკითხვამ გული მომიკლა, ცრემლები შევიკავე და ამაყად ვუპასუხე: "ჩემს მშობლებს საშუალება არა აქვთ, რომ ახალი მიყიდონ!"
ძალიან უნდოდათ, შვილებს კარგი განათლება მიგვეღო და ამას რომ ვერ ახერხებდა, დარდობდა. მუსიკალური სასწავლებლიდან გამომიყვანეს, რადგან მშობლებმა საფასურის გადახდა ვერ შეძლეს. შვილები მამას, როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდით. ეს კი, პირველ რიგში, დედის, მარიამის დამსახურებაა. დედა გვეუბნებოდა, ნიკო არის დიდი პოეტი და რომ გაიზრდებით, ამას მერე მიხვდებითო.
ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები, მამა სუფრასთან თავის ლექსებს კითხულობდა. უაღრესად კეთილი ადამიანი იყო. მისი ერთ–ერთი მეგობარი დაიჭირეს. მამა ოჯახის სანოვაგეს ყოფდა და მეგობრის ოჯახში მიჰქონდა. მის არქივში ერთ მინაწერსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ვინმეს აუგს ამბობს. ყველას მიუტევებდა. ჩვენს ოჯახს ბევრმა მიაყენა ტკივილი, მაგრამ მამასავით ჩვენც ყველას ვაპატიეთ".
888
ნიკომ ამდენ გაჭირვებასა და უსამართლობას ვეღარ გაუძლო და 52 წლის ასაკში თავის ტვინში სისხლი ჩაექცა, დამბლა დაეცა. რამდენიმე წლის შემდეგ სისხლჩაქცევა ისევ განმეორდა. ცუდად ქუჩაში გახდა. საავადმყოფოში უცნობებმა მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოეტი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირინე მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: ფიროსმანი

კავშირი ტეგთან: ფიროსმანი

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 