
საშინელი მომავალი ელოდებათ...
10 მეგაპოლისი, რომლებსაც საშინელი მომავალი ელოდება
ტოკიო
მოსახლეობა – 15 მილიონი ადამიანი
ქალაქი გაშენებულია წყნარი ოკეანის სეისმურ ქამარზე, რომელიც აღმოსავლეთ აზიას გასდევს ავსტრალიამდე. ამ ზოლში ყველაზე მეტი მიწისძვრა ხდება, განსაკუთრებით კი იაპონიასა და ფილიპინებზე, თანაც ტოკიოს მიწის ქვეშ ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს ეხება, რაც ქალაქის მომავალს კითხვის ქვეშ აყენებს. ტოკიოს მცხოვრებლებისათვის მიწისძვრა ჩვეულებრივი რიტმია. 1923 წლის 1 სექტემბერს ამ ქალაქში მოხდა 8,3 ბალის მიწისძვრა და ტოკიო მთლიანად გაანადგურა. იაპონელებმა ისწავლეს ისეთი სახლების აშენება, რომლებიც მიწისძვრის დროს ნაკლებ მსხვერპლს მოიტანს, თუმცა ელექტროგაყვანილობების მიზეზით გაჩენილი ხანძრები სერიოზული პრობლემაა. ერთ–ერთი მიწისძვრის დროს 40.000 ადამიანი ერთ მოედანზე დაიღუპა ამგვარი ხანძრის შედეგად. სეისმოლოგები 90%–იანი სიზუსტით აცხადებენ, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში ტოკიოს დამანგრეველი მიწისძვრა ელოდება.
მოამზადა ავთო ჩიტიძემ
მოსახლეობა – 15 მილიონი ადამიანი
ქალაქი გაშენებულია წყნარი ოკეანის სეისმურ ქამარზე, რომელიც აღმოსავლეთ აზიას გასდევს ავსტრალიამდე. ამ ზოლში ყველაზე მეტი მიწისძვრა ხდება, განსაკუთრებით კი იაპონიასა და ფილიპინებზე, თანაც ტოკიოს მიწის ქვეშ ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს ეხება, რაც ქალაქის მომავალს კითხვის ქვეშ აყენებს. ტოკიოს მცხოვრებლებისათვის მიწისძვრა ჩვეულებრივი რიტმია. 1923 წლის 1 სექტემბერს ამ ქალაქში მოხდა 8,3 ბალის მიწისძვრა და ტოკიო მთლიანად გაანადგურა. იაპონელებმა ისწავლეს ისეთი სახლების აშენება, რომლებიც მიწისძვრის დროს ნაკლებ მსხვერპლს მოიტანს, თუმცა ელექტროგაყვანილობების მიზეზით გაჩენილი ხანძრები სერიოზული პრობლემაა. ერთ–ერთი მიწისძვრის დროს 40.000 ადამიანი ერთ მოედანზე დაიღუპა ამგვარი ხანძრის შედეგად. სეისმოლოგები 90%–იანი სიზუსტით აცხადებენ, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში ტოკიოს დამანგრეველი მიწისძვრა ელოდება.
| მეხიკო
მოსახლეობა – 19 მილიონი ადამიანი ქალაქი მდებარეობს წყნარი ოკეანის სეისმურად აქტიურ ზონაში. შესაბამისად მიწისძვრებიც ამ ქალაქის მცხოვრებლებისათვის ყოველდღიურობად იქცა. 1985 წლის 19 სექტემბერს ქალაქში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა – 8,1 ბალი, რომელმაც 100.000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ექსპერტების მოლოდინით, 21–ე საუკუნის ბოლოს მეხიკოს კიდევ უფრო ძლიერი მიწისძვრა ელოდება. |
|
|
ნიუ იორკი
მოსახლეობა – 18 მილიონი ბიოლოგიური კვლევებისა და ბოლო 330 წლის დაკვირვების შედეგად, 2008 წელს სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ ქალაქიდან 40 კმ–ში ორი გეოლოგიური ზონა იკვეთება, რაც განაპირობებს 7 ბალიანი მიწისძვრების სიხშირეს. მეცნიერთა ვარაუდით, 3004 წელიწადში ერთხელ ამ ადგილას დამანგრეველი მიწისქვეშა ბიძგები ფიქსირდება. ნიუიორკელები ჯერჯერობით შორს არიან ამ თარიღისაგან, თუმცა როცა ეს დღე დადგება, ქალაქი აღარ იარსებებს. |
| მუმბაი
მოსახლეობა – 14 მილიონი ადამიანი სეისმოლოგები ყოველთვის თვლიდნენ, რომ ინდოეთის ფილა სეისმურად ყველაზე აქტიურია მთელ მსოფლიოში. მუმბაიში, იგივე ბომბეიში, მიწისძვრების სიხშირე თვალშისაცემია. ამ დროს ყველაზე მეტად სასმელი წყლის სისტემა ზიანდება. მეცნიერების ვარაუდით, ქალაქის მცხოვრებლებს მომდევნო წლები პრობლემური ექნებათ. |
|
|
ნიუ დელი
მოსახლეობა – 15 მილიონი ადამიანი ინდოეთი სეისმურად ოთხ ზონად არის დაყოფილი. დედაქალაქი დელი ერთ–ერთ ზონაშია, ხოლო მისი ყველაზე პრესტიჟული რაიონი ნიუ დელი კი – ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში. ექსპერტების ვარაუდით, მომდევნო 100 წლის განმავლობაში ნიუ დელის ცათამბჯენები შეიძლება პატარა ქოხებად იქცეს. |
| შანხაი
მოსახლეობა – 19 მილიონი ადამიანი უმსხვილესი ჩინური მეგაპოლისი სულაც არ ითვალისწინებს ექსპერტების გაფრთხილებებს, რომ თავი შეიკაონ ცათამბჯენების აშენებისაგან. 2008 წლის 12 მაისს 8 ბალიანმა მიწისძვრამ 70.000 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროს ეპიცენტრი ქალაქიდან 1700 კმ–ზე იყო. რაც უფრო ნაკლები იქნება ეპიცენტრიდან დაშორება, მით მეტი იქნება მსხვერპლი. სეისმოლოგები მიწისძვრის კერების გაჩენას შანხაის მახლობლად ელოდებიან. |
|
|
კალკუტა
მოსახლეობა – 5 მილიონი ადამიანი 1737 წელს კალკუტაში მოხდა ერთ–ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა – დაიღუპა 300.000 ადამიანი. თუ როდის განმეორდება მეორე აპოკალიფსი, კალკუტელებმა არ იციან. |
| ჯაკარტა
მოსახლეობა – 13 მილიონი ადამიანი ინდონეზია წყნარი ოკეანის ეგრეთ წოდებულ ცეცხლოვანი რგოლის ნაწილია. ყოველწლიურად სეისმოლოგები ამ ტერიტორიაზე 6–7 ათას მიწისძვრას აფიქსირებენ, რომელთა შკალა ოთხ ბალზე მაღალია. ჯაკარტას ცათამბჯენის მცხოვრებლები კი მუდმივად რყევის პროცესში ცხოვრობენ. |
|
|
ლოს ანჯელესი
მოსახლეობა – 13 მილიონი ადამიანი ბოლო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1994 წელს დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა 70 ადამიანის დაღუპვა და 20 მილიარდის ზარალი. სეისმოლოგების ბოლო პერიოდის დასკვნით, ლოს ანჯელესის მიწისქვეშ სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. ქალაქიდან 160 კმ–ის დაშორებით გიგანტური ნაპრალი გაჩნდა. სპეციალისტების ვარაუდით, სამშენებლო ნორმების დაცვაც კი ვერ გადაარჩენს ლოს ანჯელესს მოსალოდნელი კატასტროფისაგან. მათი ვარაუდით, ნაპრალი დროთა განმავლობაში გაიზრდება და ქალაქის ნახევარს მიწაში ჩაიტანს. |
| სტამბოლი
მოსახლეობა – 11 მილიონი ადამიანი მე–20 საუკუნეში თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში 16 მიწისძვრა მოხდა, რომელიც 7 ბალს აღემატებოდა. თითოეული მომდევნო მიწისძვრის ეპიცენტრი სულ უფრო უახლოვდება სტამბოლს. 1999 წლის 17 აგვისტოს, 7,7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, დაიღუპა 14.000 ადამიანი, 25.000 დაშავდა და 600.000 სახლის გარეშე დარჩა. 2030 წლისათვის იმავე სიმძლავრის მიწისძვრას ელოდებიან. წინასწარი გათვლებით, შესაძლებელია ამ მიწისძვრას 90.000 ადამიანი ემსხვერპლოს, ერთი მილიონი კი სახლის გარეშე დარჩება. |
|
მოამზადა ავთო ჩიტიძემ
|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა












საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 







































































































