asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
სასტუმრო ”ბაირამი” დაინგრა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

2011-11-12 10:38:00



თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება .
ვანის პროვინციაში, ოთხსართულიანი სასტუმრო "ბაირამის" ნანგრევებიდან, ყველაზე ბოლოს სააგენტო "დოღანის" კორესპონდენტის ჯემ ემირის ცხედარი ამოყვანეს. დღეს დილიდან მიწისძვრის რაიონში სამაშველო სამუშაოები შეწყდა.
9 ნოემბერს, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 25 შენობა დაინგრა, მათ შორის ორი სასტუმრო. 22 სახლში არავინ ცხოვრობდა. ყველაზე მეტი ადამიანი "ბაირამის" დანგრევისას დაიღუპა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 24 გარდაცვლილის შესახებ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მიწისძვრა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online