ნიკა მემანიშვილმა ბავშვობა გამოტოვა
ვისაც მუსიკა არ უყვარს, მკვლელზე უფრო დამნაშავეა
კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილს ცვალებადი ხასიათი აქვს, შეიძლება შუუღამეს ადგეს და დაკვრა მოუნდეს, ან თუნდაც იყოს კარგ ხასიათზე, მაგრამ უცბად შეეცვალოს.
– ბატონო ნიკა, ხელოვანები უცნაურები არიანო, მართალია?
– მე რთული ხასიათი მაქვს. სირთულეში იგულისხმება განწყობის მიხედვით ურთიერთობების ფორმების სხვაობა, ერთი და იგივე ადამიანებთან. არ მჩვევია გაბრაზება, მაგრამ არის მომენტი, როცა შეიძლება ჩავკეტო კარი და არავინ შემოვუშვა მთელი დღის განმავლობაში. ვიყო ჩემთვის მარტო, ან ვუკრავდე, ან ვწერდე. შეიძლება არც არაფერს ვაკეთებდე, მაგრამ ეს იმ კონკრეტულ მომენტში ჩემი ხასიათის გამოვლინებაა. მერე შეიძლება დავუკავშირდე ადამიანებს და საერთოდ არ მახსოვდეს, რომ ცოტა ხნის წინ ვიყავი ცუდ ხასიათზე. მაქვს კიდევ ის სირთულე, რომ შეიძლება შუაღამეს მომინდეს დაკვრა და მეზობლებისთვის იყო შემაწუხებელი.
– უცნაური ბავშვი იყავით?
– ეს უკვე დადაჩემმა უფრო იცის. მაგრამ, როცა უკვე გავაცნობიერე, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მუსიკის სამყარო, იმის მერე ბავშვობა აღარ მქონია. იყო გაუთავებელი მეცადინეობა, გასტროლები, მოგზაურობები, ფესტივალები, კონკურსები. ვიყავი ძალიან დაკავებული ბავშვი, რომელიც იმ დროს თბილისში პოპულარული იყო, რომელსაც არც ერთი წუთი არ რჩებოდა იმისთვის, რომ ეცხოვრა ბავშვივით.
– არ გქონდათ სურვილი, გეთამაშათ ეზოში ბავშვებთან ერთად?
– სურვილი კი მქონდა, მაგრამ მაშინ ვერ განვახორციელე. ცოტა რომ გავიზარდე, მერე დავიკმაყოფილე ბავშვური სურვილები. გაკვირვებული მიყურებდნენ ჩემი თანატოლები, თუ როგორ ბავშვურად ვიქცეოდი უკვე დიდ ასაკში.
– როგორ ერეოდით თავს, როცა თამაშის სურვილი გქონდათ?
– ამისათვის მუშაობდა ორი ფაქტორი: ჩემი გატაცება მუსიკით და დედაჩემი, რომელიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით იყო განმსჭვალული, რომ არ გამეცდინა.
– როგორი იყო მუსიკასთან პირველი შეხება?
– მახსოვს სამი ფირფიტა. ერთი ფირფიტააა გია ყანჩელის მეოთხე და მეხუთე სიმფონიის, ამას უკვე 2–3 წლიდან ვითხოვდი, რომ ჩაერთოთ ჩემთვის. მეორე იყო დები იშხნელების და მესამე "მღერის ჯანსუღ კახიძის ოჯახი". ამ სამმა ფირფიტამ ბევრი რამ განაპირობა ჩემს ცხოვრებაში.
– როგორია თქვენი ცხოვრება მუსიკასთან ერთად?
– ჩემს ცხოვრებაში მუსიკა უმთავრეს როლს თამაშობს. ჩემი სპეციალობაა. მუსიკა იმდენად ჩემშია, სხვა ადამიანშიც რომ იგივე აღმოაჩინოთ, შეიძლება მოგეჩვენით, რომ ეს არის არაორგანული, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამით ვცხოვრობ.
– როგორი მეგობარი ხართ?
– ეს ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ, მე გეტყვით იმას, რომ მყავს ძალიან კარგი მეგობრები. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს კიდევ ერთი სიმდიდრეა ამ ცხოვრებაში.
– ადვილად შეგიძლაით ადამიანს დაუმეგობრდეთ?
– კი, შემიძლია და ამაშიც მუსიკა მეხმარება.
– თუ დაგიკარგავთ მეგობარი და რა ყოფილა ამის მიზეზი?
– დროის ფაქტორი. დამიკარგავს ადამიანები იმის გამო, რომ დრომ დაგვაშორა, ვეღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მაგალითად, ვენაში რომ ვსწავლობდი, მყავდა მეგობრები, ვისთანაც ხშირად ვურთიერთობდი, მაგრამ დღეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ასევე იყო სკოლის პერიოდის, კონსერვატორიის მეგობრების შემთხვევაშიც. დრომ არ შეგვარჩინა ერთმანეთს.
– ახლახან იყავით საფრანგეთში, რა ხდებოდა?
– პარიზში იყო ჩვენი ორკესტრი ლიანა ისაკაძესთან ერთად. მე ვდირიჟორობდი ორკესტრს, იყო ქართული ზეიმი. ევროპულ მუსიკასთან ერთად, შესრულდა გია ყანჩელიც. ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა, ამაყები ჩამოვედით.
– მუსიკაც ხასიათის მიხედვით იქმნება?
– მუსიკა მოაქვს შთაბეჭდილებას. ეს არის ის, რაც მიწიერი სამყაროდან ყველაზე მეტად განსაზღვრავს კომპოზიტორის შემოქმედებას. ამის გარდა, მუსიკის წერის პროცესში ენითაუწერელი ღვთიური ძალაა ჩარეული. მე ჯერ ვერ ვიტყვი, რომ მუსიკით სათქმელის გადაცემა შემიძლია, თუმცა ამის სურვილი მაქვს.
– გაიხსენეთ ასეთი შემთხვევა, როცა შთაბეჭდილების შემდეგ შეიქმნა მუსიკა.
– ერთ–ერთი პირველი ნაწარმოები იყო მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი. 10 წლის ვიყავი, რომ დავწერე. ეს მერაბ კოსტავას დაკრძალვის შთაბეჭდილებამ მოიტანა. პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. რაჭაში რომ მოხდა მიწისძვრა, ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა პირველი საბავშვო ოპერა დავწერე. ერთხელ წინასწარმეტყველური გამოვიდა ჩემი ნაწარმოები. ინტროვერსიას, რომელიც შესრულდა ბერლინში, ნიუ–იორკსა და თბილისშიც, დუდანა მაზმანიშვილი ასრულებდა. მისი პირველი შესრულება დაემთხვა ნოემბრის მოვლენებს თბილისში. როგორც გაირკვა, ზუსტად იმ საათებში იკვრებოდა ნაწარმოები, როცა საქართველოში ხდებოდა მძიმე დაპირისპირება ქართველებს შორის.
– რა მუხტი მოაქვს სიყვარულს შემოქმედისთვის?
– სიყვარულს მოაქვს რომანტიული მუხტი, შენი შემოქმედება ხდება უფრო ემოციური, ლამაზი და ზოგჯერ სევდიანიც.
– ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდისო, თქვენ როგორ ფიქრობთ?
– თუ ის ერთხელ მოდის, მე არ მომსვლია ნამდვილი სიყვარული. ამას გეტყვით, როდესაც ვიქნები 75 წლის.
– გახსოვთ, პირველად როდის გიყვარდათ?
– მიყვარდა სკოლაშიც და ბაღშიც. ბაღის სიყვარული კრახით დამთავრდა, იმიტომ, რომ ცუდად მოიქცა ის გოგო, ასე ვთქვათ, ჩაიფსა და უმალ გადამიყვარდა. მერე სკოლის პერიოდში მიყვარდა ერთი გოგონა. ახლა ინგლისშია გათხოვილი. მერე სხვა გოგო მომწონდა, რომელიც გვიან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. ერთს დავაკვირდი, რომ ძალიან მეცვლებოდა გემოვნება წლებთან ერთად. ის ორი გოგონა საერთოდ არ ჰგავდა ერთმანეთს არც ფიზიკურად, არც ხასიათით. ის ერთი კი ჯერ არ მიპოვნია.
– გაქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, როგორი უნდა იყოს ის ერთადერთი? დასაშვებია, რომ მას მუსიკა არ უყვარდეს?
– სტერეოტიპი არ მაქვს ჩამოყალიბებული, რაც შეეხება იმას, რომ არ უყვარდეს მუსიკა, მაშინ ის ადამიანი არ იქნება ჩემი მეუღლე. საერთოდ მგონია,რომ ვისაც მუსიკა არ უყვარს, ეს უფრო მეტი დანაშაულია, ვიდრე ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაული.
– მეოცნებე ხართ თუ რეალისტი?
– რეალისტი ვარ ცხოვრებით, მეოცნებე ვარ ძილის წინ და ფრენისას. მერე დავაკვირდი, რომ ჩემი ოცნებების დიდი ნაწილი მიხდებოდა, ოღონდ მოგვიანებით. ამას ალღო ავუღე და ახლა ვცდილობ, ჩემი ოცნება მაქსიმალურად ახდენადი იყოს. მერე უკვე როცა ვოცნებობ, მინდა ის დრო მალე გავიდეს და ამიხდეს.
– რელიგიური ადამიანი ხართ?
– სიტყვა რელიგიური შეიძლება სხვადასხვანაირად გაიგოს ადამიანმა. რელიგიურად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც ტრანსპორტში ყოფნისას ეკლესიის დანახვაზე იწერს პირჯვარს. შეიძლება რელიგიურად ჩაითვალოს დედაჩემი, რომელიც დილა–საღამო–შუადღეს კითხულობს ლოცვას, დადის წირვაზე, მიუხედავად რთული ჯანმრთელობისა, ეზიარება. პარალელურად რელიგიურად შეიძლება ჩაითვალოს სასულიერო პირი. რელიგიურად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც არ არის ათეისტი. მე სადღაც შუალედურად ვიქცევი. შეიძლება, ჩემი დროიდან გამომდინარე, ეკლესიურ ცხოვრებას ისეთ დროს ევრ ვუთმობ, მაგრამ ეს ბალანსდება ჩემი ურთიერთობით ეკლესიასთან, უწმინდესთან და უნეტარესთან.
განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს პატრიარქთან, თუმცა ვინც უწმინდესს იცნობს, ალბათ ყველას ჰგონია, რომ მასთან განსაკუთრებულად არის, მეც მათ შორის. მხვდა წილად ბედნიერება, რომ მასთან მქონოდა საქმიანი ურთიერთობაც. მისი საღამო გავაკეთე ოპერის და ბალეტის თეატრში. პატრიარქის ნაწარმოებები გამიორკესტრებია, მისთვისაც დამიკრავს და ღამეც გაგვითენებია საუბარში ერთიერთზე. ჩემი დანაშაული, რომ ბოლომდე ვერ ვასრულებ ეკლესიურ მოვალეობას, ამ ურთიერთობით კომპენსირდება. თუ რელიგიურობაში იგულისხმება ღრმად მორწმუნეობა, ამაზე შემიძლია თავი დავდო, რომ ვარ ღრმად მორწმუნე.

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 