საეკლესიო კალენდარი
საეკლესიო კალენდარი
19 იანვარი
სულთმოფენობიდან 32–ე შვიდეული. ორშაბათი.
ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. განცხადება. დიდი აიაზმა.
ღვთის განცხადება ამ დღესასწაულს იმიტომ ეწოდა, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ნათლისღების დროს ყოვლადწმიდა სამება მოევლინა ქვეყნიერებას. უძველესი დროიდანვე ეს დღესასწაული განათლების დღედ და ნათელთა ზეიმად იწოდებოდა, რამეთუ ღმერთი არის ნათელი და იმისთვის მოვიდა იგი, რომ განანათლოს ერი, იმისთვის, რომ თავისი დიდი მოწყალებით იხსნას დაცემული მოდგმა ადამიანისა.
უფლის ნათლისღების დღესასწაულით წმიდა ეკლესია განამტკიცებს ჩვენს რწმენას უზენაესი, გონებით მიუწვდომელი საიდუმლოსი ერთიანი ღმერთის სამპიროვნების შესახებ და გვასწავლის თანაბარი ღირსებით ვაღიარებდეთ და განვადიდებდეთ ერთარსება და განუყოფელ წმიდა სამებას.
20 იანვარი
სულთმოფენობიდან 32–ე შვიდეული. სამშაბათი.
შემდგომი დღესასწაული ნათლისღებისა.
კრება წმიდისა, დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი.
21 იანვარი
სულთმოფენობიდან 32–ე შვიდეული. ოთხშაბათი.
შემდგომი დღესასწაული ნათლისღებისა.
ხსენება წმიდა მოწამისა აბო თბილელისა – თბილისში წამებულისა ბ786წ.0; ღირსთა: გიორგი ქოზიბელისა ბმმმ0, დომნიკა კონსტანტინეპოლელისა ბდაახლ.4740 და ემელიანე აღმსარებელისა ბმ0, გრიგოლ საკვირველმოქმედისა და ილია მეუდაბნოისა; მოწამეთა: ივლიანესი, ვასილისასი, კელსისა, ანტონისა, ანასტასი ხუცისა, მარიონილასი, კარტერისა, თეოფილე დიაკონისა და ელადისა.
წმინდა მოწამე აბო თბილელი წარმოშობით არაბი იყო და მე–8 საუკუნეში ცხოვრობდა არაბთა სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში. იმ ხანებში ბაღდადში ქართლის ერისმთავარი ნერსე იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების წინ მან მსახურად ჭაბუკი აბო აიყვანა, რომელიც იმ დროს 17–18 წლის იყო. ქართლში ჩამოსული აბო ნერსესთან ცხოვრობდა სასახლეში, სადაც მან ქართული წერა–კითხვა ისწავლა და თავისი სათნოებით მთელი ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. იგი საღმრთო წიგნების შესწავლას შეუდგა, წმინდა ეკლესიაში დადიოდა, სადაც ყოველთვის ისმენდა სახარებასა და მოციქულთა საქმის კითხვას.
წმინდა აბოს განცხადებულად არ უღიარებია თავი ქრისტიანად, არამედ ფარულად ლოცულობდა ქრისტეს მიმართ, ეძიებდა შესაფერის ადგილსა და შემთხვევას, რათა სარკინოზთაგან ფარულად მიეღო წმინდა ნათელი, რადგან იმ ხანებში თბილისში არაბი ამირა იჯდა და მრავლად იყვნენ მაჰმადიანები. იმ ხანებში ნერსე ერისთავს ცილი შესწამეს ხალიფას წინაშე და გადაწყვიტა თავისი ამალითურთ დაეტოვებინა სამშობლო და ხაზარებს შეაფარა თავი.
მალე ნერსე ერისთავი ქართლში დაბრუნდა. თბილისში ჩამოსულმა აბომ განცხადებულად აღიარა თავი ქრისტიანად და ამით სარკინოზთა რისხვა გამოიწვია. ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის აღიარებისათვის იგი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ მალე ქართლის ახალი ერისთავის, სტეფანოზის მცდელობით აბო გაათავისუფლეს. ამასობაში თბილისში ამირა შეიცვალა და მაჰმადიანებმა კვლავ შეასმინეს მასთან თავიანთი სჯულის უარმყოფელი აბო. იგი ხელმეორედ შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმინდანი მარხვასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა დროს. ტყვეობის მეცხრე დღეს ანგელოზი ღვთისა გამოეცხადა აბოს და მისი მოახლოებული, მოწამებრივი აღსასრულის შესახებ აუწყა.
ღვთის განცხადების დღესასწაულის მესამე ჟამს აბო უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარა, რის შემდეგაც იგი კვლავ ამირას მიჰგვარეს, რომელმაც ხელახლა სცადა შეგონებებითა და მუქარით დაერწმუნებინა ჭაბუკი ქრისტესაგან განდგომაზე, მაგრამ იგი მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ რწმენაზე და თვით ამირასაც მოუწოდებდა ქრისტე ერწმუნა ჭეშმარიტ ღმერთად. მაშინ კი ბრძანა განრისხებულმა ამირამ თავი მოეკვეთა აბოსათვის. მსახურებმა დასჯის ადგილზე, მტკვრის ნაპირთან, მიიყვანეს წმიდა აბო და 786 წლის 21 იანვარს თავი მოჰკვეთეს.
წმინდა აბოს სხეული დაწვეს, ძვლები ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში ჩაყარეს.წამების დღეს, იმ ადგილს, სადაც დაწვეს სულმნათი მოწამის ცხედარი, მოკაშკაშე ვარსკვლავი დაადგა თავს, მეორე დღეს კი მტკვრიდან აბოს ძვლებმა განსაკვირველი ნათელი გამოსცა, შემდეგ ხიდქვეშ ელვისებური სვეტი ამობრწყინდა და გაანათა მდინარის კბოდე.
ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. ამ დიდებული მოწამის სახსოვრად დღეს თბილისს მხოლოდღა მცირე საჯვარე მოეპოვება. ამჟამად მეტეხის ციხის დაბლა, კლდესთან ეკლესია შენდება.
22 იანვარი
სულთმოფენობიდან 32–ე შვიდეული. ხუთშაბათი.
შემდგომი დღესასწაული ნათლისღებისა.
ხსენება წმიდა მოწამე პოლიევქტი მხედრისა ბ2590; ფილიპესი – მოსკოვის მიტროპოლიტისა ბ15690; ღირსი ევსტრატი საკვირველმოქმედისა ბმ0. წინასწარმეტყველ სამესი ბ ს ქრისტეს შობამდე0. წმიდა პეტრე სებასტიელ ეპისკოპოსისა.
წმიდა პოლიევქტი პირველი იყო, ვინაც ქრისტესთვის ევნო სომხეთის ქალაქ მელიტინში. იგი მხედარი იყო იმპერატორ დეკიოსის ლაშქარში და იმპერატორ ვალერიანეს დროს მოწამებრივად აღესრულა. პოლიევქტო მეგობარი იყო მტკიცე ქრისტიანის, მხედარ ნეარქესი, თვითონ კი თუმც წარმართი იყო, მაგრამ სათნო ცხოვრებას ეწეოდა.
წმიდა წინასწარმეტყველი სამე სოლომონ მეფისა და მისი ძის, რობოამის დროს ცხოვრობდა, რომელსაც მან, ღვთის ნებით, აღუკრძალა ბრძოლა ისრაელთა ათი ტომის წინააღმდეგ, რომელნიც მოშორებოდნენ და განცალკევებოდნენ დავითის შთამომავალებს.
მღვდელმთავარი პეტრე, ეპისკოპოსი სებასტიისა, ღვიძლი ძმა იყო მღვდელმთავრების: ბასილ დიდისა და გრიგოლ ნოსელისა. მის აღზრდაში დიდი როლი შეასრულა უფროსმა დამ, ღვთისმოშიშმა მაკრინემ.
წმიდა მღვდელმთავარმა ბასილ დიდმა ხუცესად აკურთხა თავისი ძმა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ სებასტიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი პეტრე მონაწილეობდა მმ მსოფლიო საეკლესიო კრებაში.
ღირსი მამა ევსტრატი საკვირველმოქმედი წარმოშობით ქალაქ ტარსიდან იყო. 20 წლისა იგი ფარულად წავიდა მშობლიური სახლიდან და ავგარობის სავანეში დასახლდა, ოლიმპოს მთაზე. აქ იგი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა, საზრდოდ მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა, ხოლო ღამეებს განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ევსტრატი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ხატთმბრძოლი იმპერატორის ლევ სომეხის დროს წმიდანი მდევრებს გაექცა და მთიან უდაბნოს აფარებდა თავს, ხოლო უკეთური იმპერატორის სიკვდილის შემდეგ კვლავ თავის სავანეს დაუბრუნდა. წმიდა ლოცვა არასდროს სცილდებოდა ღირსი მამის ბაგეთ, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა სიტყვებს: "უფალო, შეგვიწყალე1"
აღსრულების წინ მან თავისთან მოიხმო სავანის ბერები და დამოძღვრა, რომ არასდროს დამონებოდნენ ამქვეყნიურ სიკეთეს და მარად მომავალი საუკუნო ცხორებისთვის იზრუნებდნენ. შემდეგ წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სიტყვებით: "უფალო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულსა" – მშვიდად გარდაიცვალა, 95 წლისა.
23 იანვარი
სულთმოფენობიდან 32–ე შვიდეული. პარასკევი
შემდგომი დღესასწაული ნათლისღებისა.
ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლ ნოსელ ეპისკოპოსისა ბმმ ს.0 და დისა მისისა თეოზეა დიაკონისასი. ღირსთა: დომეტიანე – მელიტინელ ეპისკოპოსისა ბ6010, მარკიანე პრესვიტერისა ბმ0, წმიდა თოფანე დაყუდებულისა ბ18940.
წმიდა გრიგოლი, ნოსელი ეპისკოპოსი, უმცროსი ძმა იყო მღვდელმთავარ ბასილი დიდისა. გრიგოლმა კარგი აღზრდა–განათლება მიიღო. 372 წელს წმიდა ბასილ დიდმა იგი კაპადოკიის ქალაქ ნოსის ეპისკოპოსად დაადგინა.
იგი წმიდა ბასილთან ერთად მხნედ ებრძოდა არიოსის მწვალებლობას, რის გამოც მრავალ დევნულობას და შევიწროებას განიცდიდა არიანელთა მხრიდან.
381 წელს მღვდელმთავარი გრიგოლი ერთ–ერთი უმთავრესი მოღვაწე იყო მმ მსოფლიო საეკლესიო კრებისა, სადაც წმიდა გრიგოლის ინიციატივით შეივსო ნიკეის კრებაზე მიღებული სიმბოლო სარწმუნოებისა ბმრწამსი0.
წმიდა გრიგოლ ნოსელი ისტორიაში შევიდა როგორც ერთ–ერთი თვალსაჩინო ღვთისმეტყველი და მმ საუკუნის დიდი ქრისტიანული მოაზროვნე.
ღირსი დომეტიანე, ეპისკოპოსი მელიტინისა დაიბადა და ცხოვრობდა მმ საუკუნეში, იმპერატორ იუსტინე უმცროსის დროს. იგი დაქორწინებული იყო, მაგრამ ადრე დაქვრივდა და ბერად შედგა, რის შემდეგაც მკაცრსა და წმიდა ცხოვრებას ეწეოდა. 30 წლისა იგი ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა მღვდელმთავარი დომეტიანე საკვირველმოქმედებით განიდიდა ღვთის მიერ.
ნეტარი თეოზეა ქალდიაკვანი ღვიძლი და იყო წმიდა მღვდელმთავრების ბასილ დიდის, გრიგოლ ნოსელისა და პეტრესი, სებასტიელი ეპისკოპოსისა. იგი ქალდიაკვნად ემსახურებოდა ქრისტეს ეკლესიას: უვლიდა სნეულებს, საზრდოს ურიგებდა მწირთ და ყარიბთ, ღვთისმოშიშებით აღზრდიდა ობლებს და წმიდა ნათლისღებისათვის განამზადებდა დედაკაცთ. წმიდა თეოზეა 385 წელს გარდაიცვალა. მღვდელმთავარმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა მის ხსოვნასო სადიდებელი სიტყვით მიაგო პატივი.
24 იანვარი
სულთმოფენობიდან 32–ე შვიდეული. შაბათი.
ნათლისღების შემდგომი შაბათი.
ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა თეოდოსი დიდისა – ზოგადცხოვრებულთა თავისა ბ5290 და თეოდოსი ანტიოქელისა ბდაახლ. 4120.
ღირსი თეოდოსი დიდი ცხოვრობდა მ–მმ საუკუნეების მიჯნაზე და საძმო საცხოვრებელი მონასტრების ფუძემდებელი იყო. იგი კაპადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა.
თავის ამქვეყნიურ სიცოცხლეში ღირს თეოდოსის მრავალი კურნება და სასწაული აღუსრულებია. ის 105 წლისა აღესრულა.
წმიდა თეოდოსი, იღუმენი ათონისა და მიტროპოლიტი ტრაპიზონისა, დაიბადა სოფელ კორიცაში. თვრამეტი წლისამ მან მონოზონება მიიღო კონსტანტინეპოლში და ათონის მთაზე წავიდა, თილოთის სავანეში. აქ იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი ტრაპიზონის ეკლესიის მიტროპოლიტად დაადგინეს.
25 იანვარი
სულთმოფენობიდან 32–ე, ნათლისღების შემდგომი კვირიაკე. ხმა მმმ.
ხსენება წმიდა მოწამის ტატიანასი და მასთან ერთად რომში ვნებულ ქრისტიანთა, მღვდელმთავარ საბასი, სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსისა; წმიდა მოწამეთა: მერტისა და პეტრე აბესალომიტისა; ღირსი დედის ევპრაქსია ტაბენისელისა.
წმიდა მოწამე ტატიანა დაიბადა წარჩინებულ რომაელთა ოჯახში, სადაც ღმრთისა და ეკლესიის ერთგულად ზრდიდნენ. სრულწლოვანებას მიღწეული ტატიანა ქალდიაკვნად დაადგინეს. როცა რომის იმპერიის განმგებელი 16 წლის ალექსანდრე სევერი გახდა, მთელი ძალაუფლება ხელთ იგდო ქრისტიანების უბოროტესმა მტერმა და მდევნელმა ულპიანემ, რომელმაც უამრავი მორწმუნის სისხლი დაღვარა. იმ ძნელბედობის ჟამს ქალდიაკვანი ტატიანაც შეიპყრეს. მას აიძულებდნენ მსხვერპლი შეეწირა კერპისათვის, წმინდანმა ილოცა და ანაზდად დიდი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ტაძრის ის ნაწილი დაანგრია, სადაც კერპთმზორავი ქურუმნი და მრავალი წარმართნი იდგნენ. მაშინ გაცოფებულმა წარმართებმა ცემა დაუწყეს წმიდა ქალწულს და თვალებიც დასთხარეს, მაგრამ იგი მხნედ იტანდა ყოველივეს, ხოლო შემდეგ ქალწულმოწამეს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მღვდელმთავარი საბა ადრეული სიყრმიდანვე გულმოდგინედ დადიოდა საეკლესიო მსახურებაზე და განსაკუთრებული სიყვარულით იყო განმსჭვალული ბერებისადმი. 17 წლის ასაკში მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ათონის მთაზე პანტელეიმონის სახელობის მონასტერში წავიდა, ხოლო 1219 წელს, ნიკეაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, მსოფლიო პატრიარქმა გერმანემ არქიმანდრიტი საბა მთელი სერბიის მთავარეპისკოპოსად აკურთხა. მან ფეხით მოვლო პალესტინა, სირია და სპარსეთი, ბაბილონი, ეგვიპტე და ანატოლია, და ყველგან თაყვანს სცემდა წმიდა ადგილებს. იგი მშვიდობით აღესრულა ბულგარეთის ქალაქ ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასან მეფის სახლში. მღვდელმთავარ საბას წმიდა ნაწილები ბულგარეთიდნ სამშობლოში გადაასვენეს, სადაც წმიდა საბას პატიოსანი ნაწილები მილეშევოს ეკლესიაში დაასვენეს. იქ მისული მრავალი ადამიანი სასწაულებრივ კურნებას ღებულობდა.

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 