asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თურქეთში დაშავებული ორი ქართველი საქართველოში გადმოიყვანეს
გადმოყვანა
თურქეთში დაშავებული ორი ქართველი საქართველოში გადმოიყვანეს

2011-10-25 12:54:00



თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებული ორი ქართველი, ქეთევან გულაშვილი და ლია ბორაშვილი უკვე საქართველოში იმყოფებიან . მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპიზონში ავთანდილ მიქაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, დაზარალებულთაგან თურქეთში რჩება საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, მაკა პაპასკირი და ქრისტენე მარტიროსოვა.
როგორც მიქაძემ განაცხადა, პაპასკირი თურქეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნება. მას ტრაპიზონში გადაიყვანენ, რომელიც სამშობლოში საკონსულოს დახმარებით დაბრუნდება.
რაც შეეხება მარტიროსოვას, გენერალური კონსულის თქმით, ის დაშავებული არ არის, მან საკონსულოს შეატყობინა თავისი ადგილმდებარეობა და საკუთარი სახსრებით მიემგზავრება საქართველოში.
"ამ ეტაპზე სხვა დაშავებულთა და მითუმეტეს, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მუდმივ კავშირში ვართ კრიზისულ ცენტრთან, რათა დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში ოპერატიულად ვიმოქმედოთ", - განაცხადა მიქაძემ.
თურქეთის ქალაქ ვანში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 23 ოქტომბერს დაფიქსირდა. ბოლო ინფორმაციით, ქალაქში 2600 შენობაა დანგრეული. დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online