ზვიად გამსახურდია დავარწმუნე, რომ…
ზვიად გამსახურდია დავარწმუნე, რომ საზღვრები არ ჩაეკეტა
"გუმბათი" აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან.
– ბატონო თენგიზ, როგორ ხდებოდა საბჭოთა კავშირისთვის ბლოკადის გამოცხადება და რა შედეგები ჰქონდა ამ პროცესს?
– საქართველოს საშინაო საქმეებში კრემლის ჩარევის პოლიტიკასთან და აგრეთვე სამაჩაბლოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმპერიის საოკუპაციო ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა რესპუბლიკაში სატრანსპორტო საშუალებების და საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების გაფიცვა გამოაცხადეს. ქართველ ერს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. 15 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა, რომელიც ავალდებულებდა სამინისტროებს, უწყებებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, ყოველმხრივ ხელი შეეწყოთ მრგვალი მაგიდის მიერ გამოცხადებული საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისთვის. თანამდებობის პირებისგან საკოორდინაციო და საკონსულტაციო საბჭოები იქმნებოდა, რომლებსაც საგაფიცვო კომიტეტებთან ერთად დაუმორჩილებლობის მოძრაობისთვის სისტემური ხასიათი უნდა მიეცათ. რათა რესპუბლიკის ეკონომიკური ინტერესები არ დაზარალებულიყო. უნდა შექმნილიყო მასობრივი ინფორმაციების საშუალებების გაერთიანებული საბჭო, რომელსაც უზენაესი საბჭოს პრესცენტრისა და პრეზიდენტის პრესსამსახურთან ერთად უნდა უზრუნველეყო საზღვარგარეთ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ მართებული ინფორმაციის გადაცემა. ქარხნებსა და საწარმოებში საგაფიცვო კომიტეტები იქმნებოდა, რომლებიც აქტიურად ფუნქციონირებდნენ. მათ კოორდინაციას და კონსულტაციას უწევს საქართველოს დამოუკიდებელ პროფკავშირთა კონფედერაციასთან შექმნილი საგაფიცვო მოძრაობის კომიტეტი.
ეს აქცია საზოგადოებაში სამტრედიის ბლოკადის სახელით არის ცნობილი. რკინიგზის სამტრედიის განყოფილებაში შეწყდა თითქმის ყოველგვარი ტრანსპორტის მოძრაობა, შეჩერდა განყოფილებებიდან რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ საბარგო მატარებლების შემადგენლობების გასვლა. მათ შორის ექვი რუსეთის მიმართულებით. სამტრედიელ რკინიგზელთა მოწოდებას ერთსულოვნად მხარი დაუჭირეს სოხუმელმა მელოკომოტივეებმა და მათაც გაფიცვა გამოაცხადეს. მასობრივი გაფიცვა დაიწყო ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში. მიღებული იქნა გადაწყვეტილებები მთლიანად შეწყვეტილიყო საქართველოში შექმნილი პროდუქციის რესპუბლიკის გარეთ გატანა. ქარხნებს და საწარმოებს უნდა ეწარმოებინათ მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის საჭირო პროდუქცია. ჩაიკეტა ყველაფერი. რესპუბლიკაში არაფერი არ შემოდის და რესპუბლიკიდანაც არაფერი გადის. როგორც ითქვა, ამ გზით ხელისუფლება ცდილობდა მოსკოვი ეიძულებინა, რომ შეეცვალა პოლიტიკა სამაჩაბლოში, რაც, რა თქმა უნდა, არარეალური მიდგომა იყო.
– რატომ იყო მიუღებელი ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა?
– შემდგომ პერიოდში ბევრი პოლიტიკოსი ამ აქციას უდიდეს სისულელეს უწოდებდა. მართლაც ამ გაუაზრებელმა აქციამ ძლიერი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. საქართველოს ქიმიური, მეტალურგიული, ჩარხმშენებელი, მანქანათმშენებელი, ინსტრუმენტული, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოთა პროდუქციის 50–დან 80 პროცენტამდე ნაწარმი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იგზავნებოდა. ამ საწარმოთა საწყობები გაივსო პროდუქციით, რაც ხელს უშლიდა მათ ნორმალურ მუშაობას. გასაგები ამბავია, არ გადის პროდუქცია და საწარმოები უბრალოდ გადაივსო. თან წარმოება კატასტროფულად მცირდებოდა. იმიტომ, რომ ჯერ ერთი სათადარიგო ნაწილები არ შემოდიოდა ამ რესპუბლიკებიდან, რაც ამ პროდუქციის შექმნას სჭირდებოდა. მეორე – საქართველოდან მზა პროდუქცია აღარ გადიოდა.
– როგორ განვითარდა პროცესები?
– 20 აპრილს მოსკოვიდან დამირეკა საბჭოთა კავშირის გზათა მიმოსვლის მინისტრმა და მითხრა, რომ ადლერის რკინიგზის კვანძზე თავმოყრილია სატვირთო მატარებლების ექვსი შემადგენლობა, რომლებშიც საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთი იყო. ეს იყო მსუბუქი მრეწველობის ნედლეული, მათ შორის მაღალხარისხიანი ახალზელანდიური და ავსტრალიური მატყლი, შუა აზიის რესპუბლიკების ბამბა, ქალის, მამაკაცის და ბავშვის იმპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალა, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, მათ შორის 150–ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი, ქიმიური პროდუქცია, საგალანტერეო ნაწარმი და ა.შ. ეს იყო ჩვენი პირველი სატელეფონო საუბარი, ამ მინისტრს არ ვიცნობდი, მაგრამ რიგი საბჭოთა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, მის საუბარში საქართველოსადმი კეთილგანწყობა იგრძნობოდა. მან მთხოვა, რომ უახლოეს ორ დღეში ეს ექვი ეშელონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იძულებული გახდებოდა, რომ გაენთავისუფლებინა გადატვირთული ადლერის რკინიგზის კვანძი და ჩვენთვის განკუთვნილი ტვირთი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაენაწილებინა, ასევე მოლდოვაში და უკრაინაში.
ჩემი თხოვნა, რომ ეს ტვირთი მიგვეღო, უშედეგო აღმოჩნდა, "ამ აქციით ჩვენ მოსკოვს დავაჩოქებთ", – ასეთი იყო პასუხი. იაპონურ გაზეთ "ფუჯისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ზვიად გამსახურდიამ კორესპონდენტის კითხვაზე – თვლით, რომ თქვენი გაფიცვა მოსკოვის ქცევაზე იმოქმედებს, პასუხობს – აუცილებლად, რადგან გაფიცვა საბჭოთა ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევსო. ეს იყო აბსოლუტური უვიცობა და თურმე ჩვენ თუ ჩაის და ბორჯომს მოსკოვს არ მივაწვდიდით, ამით საბჭოთა ეკონომიკა პარალიზებული იქნებოდა. საბჭოთა ეკონომიკა ისედაც პარალიზებულ მდგომარებაში იმყოფებოდა და ამიტომაც ეს ბავშვური საქციელი იყო.
15 აპრილიდან რესპუბლიკის მსხვილ სამრეწველო საწარმოთა უმრავლესობა გადაყვანილი იქნა ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდულ რეჟიმზე. ქარხნებსა და ფაბრიკებში ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობა 50 პროცენტით შემცირდა. შეიქმნა გარდაბნის უდიდესი ელექტროსადგურის გაჩერების საშიშროება. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? როგორც კი ჩვენ გადავკეტეთ ეს გზები და აქედან არაფერს ვუშვებთ და აღარაფერს ვღებულობთ, მოსკოვმა საქართველოსთვის განკუთვნილი მაზუთის ასზე მეტი "ცისტერნა" სხვა რეგიონებზე გადაანაწილა. ამიტომ შეიქმნა ეს კრიზისი.
ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ, როგორც შემდგომში ეკონომისტებმა დაითვალეს, ამ სამტრედიის ბლოკადის შედეგად საქართველომ 400 მილიონი მანეთის ზარალი განიცადა. ეს ძალიან ძლიერი დარტყმა იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. იმავე პერიოდს თუ განვიხილავთ, ჩვენ კიდევ ერთი ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღეთ. მაგრამ ეს უკვე სტიქიასთან იყო დაკავშირებული.
– სანამ მიწისძვრის სტიქიაზე გადავიდოდეთ, ბრძანეთ ერთგვარ მოწოდებაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებს ამ ბლოკადისგან გამოწვეული ზარალის შემცირებაზე ემუშავათ.
– ვერაფერს იღონებდი ამ თვალსაზრისით, თუ შენს გასაგზავნ ტვირთებს არ გააგზავნიდი და საწყობებს არ გაანთავისუფლებდი. იქიდან პროდუქციით დატვირთული ექვსი ეშელონი (თითო ეშელონში არის 40–დან 50–მდე სატვირთო ვაგონი) საქართველოში რომ აღარ შემოვა, ამით უკვე მინიმუმი აღარ გაქვს და შენი საწარმოო ძალები გაჩერდება. სპეციალურად ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი მსუბუქი მრეწველობის საწარმოები საკავშირო განაწილებით ძალიან მაღალხარისხოვან ახალზელანდიურ და ავსტრალიურ მატყლს ღებულობდნენ. როგორც მითხრეს, მარტო 14 ვაგონი ეს ტვირთი იყო და ესეც ვერ მივიღეთ. ამით საქართველოს მსუბუქი მრეწველობის საწარმოები მაღალხარისხიან პროდუქციას უკვე ვერ ქმნიან და ვერ გაყიდიან. ადრეც ვთქვით, რომ საბჭოთა ეკონომიკა ერთმანეთში ისე იყო გადაბმული, რომ ეს სპეციალურად იყო ჩაფიქრებული, რესპუბლიკებს მისი შემადგენლობიდან გასვლა არ მოენდომებინათ. ჩვენი ნაწარმის 50–დან 80 პროცენტამდე რესპუბლიკაში კი არ რჩებოდა, მის ფარგლებს გარეთ გადიოდა. ჩვენთვის საჭირო პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი რესპუბლიკის გარედან შემოდიოდა. ამ აქციით ეს ყველაფერი აირ–დაირია.
– თქვით, რომ ეს თავიდან ბოლომდე უვიცი გადაწყვეტილება იყო. მაინც რა წრეში და ვის თავებში მომწიფდა იგი?
– ეს მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების მოწოდება იყო. მაგრამ საუბედუროდ მეორე დღესვე გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევიდან, უკვე 15 აპრილს ხელი მოეწერა ამ ბრძანებულებას. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ნებისმიერი მეორე კურსის სტუდენტისთვის, ეკონომიკაში ჩახედული ახალგაზრდისთვის რომ გეკითხათ, კატეგორიულად გეტყოდათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
– დღეს ხშირად ამ ბლოკადის მიბმა ხდება ზვიად ძიძიგურის ფიგურაზე. რით შემოიფარგლებოდა მისი როლი მთელ ამ პროცესში?
– რახან ამას სამტრედიის აქცია დაერქვა და სამტრედიის რკინიგზა იყო ამ თვალსაზრისით ძირითადი კვანძი, მაშინ სამტრედიის პრეფექტი ზვიად ძიძიგური იყო. როგორც შემდეგ ხმები გავრცელდა, თითქოს მან ურჩია გამსახურდიას, რომ ეს ბლოკადა გამოვაცხადოთო. ასეთი ბლოკადა მანამდეც იყო, მაშინ გამოცხადდა შიდა ბლოკადა ისევ სამტრედიის კვანძში. ეს იყო დაპირისპირება კომუნისტური რეჟიმის მიმართ. მას ასე თუ ისე გამართლება ჰქონდა და იმ ბლოკადას საქართველოსთვის ამხელა ზარალი არ მოუტანია, რადგან ის საკმაოდ მალე მოთავდა. ეს კიდევ განმეორებითი იყო და სუფთა ზარალი 400 მილიონი მანეთის მოუტანა ქვეყანას. თანაც ერთიც არის, არ იყო მაშინ სამტრედიის პრეფექტი ისეთი დიდი ფიგურა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი ეთამაშა. მაგრამ ხმები გავრცელდა, რომ გამსახურდიამ ეს თითქოს მისი რჩევით გააკეთა.
– ვის ურჩევდით ამ გადაწყვეტილებაზე ხელის აღებას? ესაუბრეთ თუ არა პრეზიდენტს და რა პასუხი მიიღეთ?
– ვუხსნიდი, რომ უზარმაზარ ზარალს მივიღებდით. მინისტრმა რომ დარეკა, შევედი და ყველაფერი ავუხსენი, რომ უზარმაზარ ტვირთს ვკარგავთ. რომ ჩვენი ეკონომიკა პარალიზებული იქნებოდა. ვერ მივიღებთ მსუბუქი მრეწველობის ნედლეულს, ვერ მივიღებთ სამშენებლო მასალებს, მანქანათმშენებლობისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებს, რომლებიც სულ სხვა რესპუბლიკებიდან შემოდიოდა. ხომ გითხარით, ამ ეშელონებში მარტო 150 მსუბუქი ავტომანქანა იყო. ყველაფერი დაკარგა საქართველომ. რა მოიგო? დავაჩოქეთ ამით რუსეთი, თუ საბჭოთა კავშირი? მაპატიეთ, მაგრამ ეს ბავშვური გამოხდომა იყო. ეს ეკონომიკის აბსოლუტურ უვიცობას და არცოდნას ეყრდნობოდა.
– რაც შეეხება ბუნებრივი სტიქიით გამოწვეულ დარტყმას?
– მეორე უბედურება უკვე 29 აპრილს მოხდა. ზუსტად მახსოვს დრო, ეს იყო ცამეტ საათსა და ცამეტ წუთზე თბილისის დროით. მიწისძვრამ საქართველოს აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა. დაინგრა და მნიშვნელოვნად დაზარალდა 46 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ასეულ ათასობით ადამიანი ფაქტობრივად უსახლკაროდ დარჩა. სოფელი ხახიეთი მლიანად ჩაიმარხა ტალახის მთაში. უბედურების ზონაში არ დარჩა არცერთი ეკლესია–მონასტერი, რომელიც თუ მთლიანად არ დაინგრა, ძირეულად მაინც არ დაზიანდა. მთლიანად აღიგავა პირისგან მიწისა მრავალძალის ეკლესია, დაინგრა საჩხერის წმინდა ნინოს ეკლესია, ძლიერად დაზიანდა ნიკორწმინდის ტაძარი, ხოტევის და ბარაკონის ეკლესია. ეს რაც მახსოვს, თორემ ზიანი გაცილებით მეტი იყო. საჩხერის რაიონში, რომელშიც ერთი ქალაქი და 45 სოფელი შედის და რომლის მოსახლეობა 45 ათასი კაცი იყო, მიწისძვრამ სახლების 85 პროცენტი დააზიანა. უსახლკაროდ დარჩა 20 ათასზე მეტი კაცი, დაიღუპა – 70. ამბროლაურის რაიონში, რომლის მოსახლეობა 18 ათასს შეადგენდა და რომელშიც ერთი ქალაქი, ერთი დაბა და 70 სასოფლო საბჭო შედიოდა, დაიღუპა სამი კაცი. დაზიანდა სახლების 85 პროცენტი. მთლიანად დაინგრა ათასზე მეტი სახლი. ონის რაიონი, რომლის მოსახლეობაც 13 ათასი კაცი იყო და რომელშიც ერთი ქალაქი და 65 სოფელი შედიოდა, სამი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრისგან დაზიანდა სახლების 95 პროცენტი. უსახლკაროდ დარჩა ათი ათასზე მეტი ადამიანი.
ვრცელდებოდა ჭორი თითქოს მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული და ხალხი პანიკაში იყო. როგორც ჩვენი, ისე უცხოელი მეცნიერები კატეგორიულად გამორიცხავენ ამას თავიანთი კვლევების საფუძველზე. მათი მტკიცებით, თვითონ ამ მიწისძვრის მექანიზმი იმგვარია, რომ ხელოვნურის არანაირ ეჭვს არ ბადებს. მაშინვე შეიქმნა სამთავრობო კომისია, კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომ სასიცოცხლო ობიექტების გარდა თბილისში ყველა ობიექტის მშენებლობა შეჩერებულიყო და მთელი სამშენებლო ძალები დასავლეთ საქართველოში გადასროლილიყო. კერძოდ რაჭა–ლეჩხუმში და ზემო იმერეთში, რათა სასწრაფოდ დაწყებულიყო ნგრევის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ეს მიწისძვრა 29 აპრილს მოხდა და წლის ბოლომდე თითქმის ნახევარი აღდგენითი სამუშაოების შესრულებული იყო. მშენებლებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ამ საწყალ ხალხს დახმარებოდნენ და დანგრეული შენობა–ნაგებობების 50 პროცენტი უკვე წლის ბოლოსთვის აღდგენილი იყო. როგორ უნდა მოგიბრუნდეს კაცს ენა თქვა, ამან გვიშველაო, მაგრამ იმავე დღეს ეს ამბავი რომ მოხდა, გადავფრინდი და ვეტმფრენით მთელი ეს დაზარალებული რაიონები შემოვიარე. საღამოთი ქუთაისში ჩავედი და იქ ჩამოფრინდა ზვიად გამსახურდია. მაშინ უკვე ვაიძულე და უარი ვათქმევინე საზღვრების ჩაკეტვაზე და ბლოკადაზე. თორემ უამრავი სამშენებლო მასალები გვჭირდებოდა ამ ლიკვიდაციისთვის და ეს ბლოკადა რომ გაგრძელებულიყო, ვერაფერს გავაკეთებდით. სწორედ იქ დავითანხმე და ეს ე.წ. თვითბლოკადა იმავე ღამით მოიხსნა.
გერა მამულაშვილი

კავშირი ტეგთან: ზვიად გამსახურდია

კავშირი ტეგთან: ზვიად გამსახურდია

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 