ბუდამ თავად განსაზღვრა
ბუდამ თავად განსაზღვრა საკუთარი სიცოცხლის ვადა
სიცოცხლის ბოლოს დროის უმეტეს ნაწილს ბუდა საყვარელ ჭალაში ატარებდა. იგი ძალიან დასუსტდა, მაგრამ სიკვდილამდე უბრალო ღვთისმსახურებთან ერთად დადიოდა მოწყალების გასაღებად.
– ჩემი სხეული, – ეუბნებოდა იგი თავის საყვარელ მოსწავლე ანანდას, – მოლაყლაყებულ ურიკას ჰგავს, მხოლოდ ძლიერი მზრუნველობით ინარჩუნებს მოძრაობის უნარს.
საერთო სისუსტეს დაემატა მტანჯველი კრუნჩხვები და ტკივილი. უცნობია, თუ რომელმა ავადმყოფობამ შეიწირა ბუდიზმის დამაარსებელის სიცოცხლე, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მრავალი თვის მანძილზე იგი სასტიკად იტანჯებოდა. დროდადრო საკუთარი ენერგიის კონცენტრაციის წყალობით ახერხებდა ტკივილის დაცხრობას.
იგი სულ უფრო ხშირად იძირებოდა ტრანსში და ამით იმსუბუქებდა ტანჯვას. იყო მომენტები, როდესაც მას შიში იპყრობდა და მაშინ ანანდას ურჩევდა, მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ელოცა. მაგრამ ძირითადად იგი მორჩილებას ავლენდა იმ ძალის მიმართ, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, რაც კი შექმნილა.
სიკვდილამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ბუდა რაღაც შეშფოთებამ შეიპყრო. იგი ხშირად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, დიდხანს არსად ყოვნდებოდა. ერთხელ იგი მჭედელ ჩუნდრას ეწვია და მასთან შეაფარა თავი. მასპინძელს არაფერი ებადა სტუმრის გასამასპინძლებლად, გარდა ღორის ხორცისა. ეს ტრაპეზი უკანასკნელი გამოდგა ბუდასთვის. უხეში საკვების შემდეგ ძლიერი ტკივილები დაეწყო, წყურვილი ჰკლავდა, ფეხები წაერთვა. იგი მიხვდა, რომ ნირვანაში მისი გადასვლის ჟამი ახლოვდებოდა.
შეიგრძნო რა მოახლოებული წუთის სიდიადე, ბუდა სუფთა ჩასაცმელში გამოეწყო, ითხოვა, მიწაზე მისთვის ლაბადა გაეშალათ და დაწვა. მის თავთან ისხდნენ დამწუხრებული მჭედელი და მტირალი ანანდა. მომაკვდავი მათ ანუგეშებდა.
– შენთვის არ მითქვამს, ანანდა, რომ ჩვენთვის ძვირფას და ახლობელ ნივთებში თავიდანვე ჩადებულია, რომ ოდესმე ჩვენ მათ აუცილებლად უნდა დავემშვიდობოთ?
იგი ხან გონებას ჰკარგავდა, ხანაც გონსმოსული იმეორებდა: "ყოველი შექმნილი დაიღუპება". მის მოწაფე ანანდას ის აღაშფოთებდა, რომ სრულყოფილებამ ნირვანაში გადასასვლელად მიყრუებული ტყის სოფელი ამოირჩია. მაგრამ თავად ბუდა ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მას უფრო მეტად მისი ორდენის ბედი აღელვებდა. იგი მის გარშემო შეკრებილ მოსწავლეებს ეკითხებოდა, ხომ არ ჰქონდათ მათ კითხვები, მაგრამ არცერთმა მათგანმა არ მოისურვა მომაკვდავის შეწუხება. მთლიანობაში, მიუხედავად ყველაფრისა, მასწავლებელს შეეძლო კმაყოფილი ყოფილიყო მათი ერთგულებით და მის, როგორც ბუდას, მიმართ რწმენით. იგი მოუწოდებდა ღვთისმსახურთ მისი წესებით ეხელმძღვანელათ.
– ჭეშმარიტი სწავლება და წესები, ჩემ მიერ აღვლენილი და თქვენთვის გადმოცემული, იქნება თქვენი მასწავლებელი ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ!
უნუგეშოდ მტირალ ანანდას ბუდა აწყნარებდა:
– ნუ ტირი. ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა დავშორდეთ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ჩვენი სხეული ფლობს ძალას, რომელიც დროებით აღადგენს მის ძლიერებას, მაგრამ მასშივეა ჩადებული ნგრევის მიზეზებიც. თუ არსებობს რაიმე ისეთი, რაც არ დაშლილა შემადგენელ ნაწილებად? ასევე განთავისუფლდები ამ მოჩვენებისგან, გრძნობათა სამყაროსგან, ცვალებადობის ამ კანონებისგან!
ბუდამ სხვა მოსწავლეებსაც მიმართა:
– როდესაც მოვკვდები და თქვენ გვერდით აღარ ვიქნები, არ იფიქროთ, რომ ბუდამ მიგატოვათ. თქვენ გაქვთ ჩემი სიტყვები, ღრმა ჭეშმარიტების ჩემეული ხედვა, ჩემი კანონები; მათით იხელმძღვანელეთ, ბუდას თქვენ არ მიუტოვებიხართ! თუ პატივს მიაგებთ ჩემს ხსოვნას, მაშინ გეყვარებათ ერთმანეთი, ისევე, როგორც მე და ჩემი სწავლება გიყვართ!
ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ბუდას უკანასკნელი სიტყვები იყო: "არასოდეს დაივიწყოთ, რომ ის, რაც იწვევს სიცოცხლეს, არის ნგრევისა და სიკვდილის მიზეზიც; დაე, თქვენი სული ამ ჭეშმარიტებით გაიჟღინთოს".
გადმოცემის მიხედვით, ბუდას სიკვდილს ახლდა ბუნების ცვალებადობა: აყვავდა ახლომახლო ხეები, თუმცა მათი ყვავილობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი, მოხდა საშინელი მიწისძვრა, ზეციდან მრისხანე, საშინელი გრუხუნი დაატყდა დედამიწას; აყვავებულმა ხეებმა ბუდას სხეული ყვავილის ფურცლებით დაფარეს. ხოლო როდესაც დასაფლავების დრო მოვიდა, კრემაციისთვის კოცონის დანთება საჭირო არ გახდა, სხეული თავად აალდა.
ბუდასთვის სიკვდილი სასიხარულო აღსასრული იყო.
– მრავალი დაბადების სანსარი გავიარე სახლის მშენებლის ძებნაში, მაგრამ მაინც ვერ მივაგენი, – არაერთხელ უთქვამს მას მოსწავლეებისთვის, – ისევ დაბადება და ისევ სიმწარე.
მაგრამ ბუდას სიმტკიცის მიუხედავად, სიკვდილის მიმართ მაინც იგრძნობოდა მწუხარება და ზოგჯერ სასოწარკვეთილებაც:
– არც შვილები, არც მამა, ნათესავებიც კი ვერ გამოდგებიან იმის დამცველად, რომელსაც სიკვდილმა თვალი დაადგა, – ამბობდა იგი, – ახლობლებთან ვერ ჰპოვებთ მისგან დაცვას.
თუმცა თავად ბუდა დაცული იყო უკვდავების ცოდნით:
– ბრახმანს მას ვუწოდებ, ვინც აქ, სურვილების უარმყოფელი, უსახლკარო დაეხეტება, ვისშიც ჩაქრა არსებობის სურვილი... ბრახმანს ვუწოდებ მას, ვისაც არ აქვს სურვილი, ვინც ცოდნის წყალობით განთავისუფლდება ეჭვებისგან და უკვდავებაში ჩაღრმავდება.
როგორც ბუდას მიმდევრები თვლიან, იგი თავად განსაზღვრავდა საკუთარი სიცოცხლისა და სიკვდილის ვადებს. აი რატომ იყო, რომ როდესაც ბუდა გარდაიცვალა, საზოგადოებამ ანანდა დაადანაშაულა იმაში, რომ მან არ მოისურვა დაეყოლიებინა მასწავლებელი დედამიწაზე კიდევ მცირე ხანს ეცხოვრა, თუნდაც ერთი კალპი, ანუ 4 მილიარდ 320 მილიონი წელი.

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 