asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მიწისძვრა ონის რაიონში
3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის
მიწისძვრა ონის რაიონში

2011-05-05 13:39:00



დღეს, 08:43 საათზე ონის რაიონში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ წედისში იყო.
მაისის განმავლობაში ეს საქართველოში უკვე მეოთხე მიწისძვრაა. მიწისქვეშა ბიძგები ბოლოს გუშინ დაფიქსირდა, წალკიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, 12 კილომეტრში. მისი სიმძლავრე 3 მაგნიტუდას შეადგენდა და ნგრევა არ გამოუწვევია. ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტში იყო, თუმცა მიწისძვრის ბიძგები მოსახლეობას არ უგრძვნია.
სპეციალისტების განმარტებით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ილიას უნივერსიტეტის სეისმური დამუშავების სამსახურის უფროსის ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, მცირე მიწისძვრები საქართველოსა და კავკასიისთვის, გეოგრაფიული ადგიმლდებარეობისა თუ ლანდშაფტის გამო, იშვიათი არ არის, რამაც მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩააგდოს.
საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში დამანგრეველი მიწისძვრა 1991 წელს რაჭაში მოხდა, რომლის სიმძლავრე 7 მაგნიტუდა იყო.
სეისმური დამუშავების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს საქართველოში და საქართველოს მახლობლად მდებარე ქვეყნებში 3 მაგნიტუდაზე მეტი 567 მიწისძვრა მოხდა, ხოლო 3 მაგნიტუდაზე ნაკლები მიწისძვრის 1900 შემთხვევა დაფიქსირდა.
მიმდინარე წელს კი საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში 3 მაგნიტუდაზე მეტი 30 მიწისძვრა მოხდა, ხოლო 3 მაგნიტუდაზე ნაკლები მიწისძვრის 259 შემთხვევაა დაფიქსირებული.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მიწისძვრა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online