ბაგრატის ტაძრის პრობლემა
ძველი ტაძრების ცემენტით აშენება იგივეა, რომ მკვდარს მაკიაჟი გაუკეთო
ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი ამბობენ, რომ ცემენტის გამოყენება დააზიანებს უნიკალურ ძეგლს და იუნესკოს კომისიის გაღიზიანებასაც გამოიწვევს. არქიტექტორთა მეორე ნაწილს კი ცემენტის გარდა, ძეგლის აღდგენის სხვა ალტერნატივა ვერც წარმოუდგენია. გვესაუბრება არქიტექტორ–რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი:
– ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დროს ცემენტის შერევა თქვენ გაუმართლებლად მიგაჩნიათ? ძეგლის აღდგენისთვის სხვა ალტერნატივა არსებობს?
– სიტყვა რესტავრაცია გამორიცხავს ისეთ ჩარევას, რაც ახლა ბაგრატთან დაკავშირებით მიმდინარეობს. კი, ბატონო, რკინა–ბეტონიც გამოიყენებოდა მცირე მასშტაბით და ცემენტიც, მაგრამ ეს ხდებოდა 20 წლით ადრე საბჭოთა სახელმწიფოში, სხვათა შორის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. თუმცა ბოლო 20–25 წელია გამკაცრდა ცემენტის გამოყენება. იმის გამო, რომ ბაგრატი იუნესკოს ნუსხის ძეგლია, მასზე გაათმაგებული პასუხისმგებლობა უნდა არსებობდეს. საერთაშორისო კონვენცია ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარი კონსტიტუციის შემდეგ უნდა დაიცვას.
– რესტავრატორთა ნაწილმა ცემენტის გამოყენებაზე უარი რატომ განაცხადა?
– მშენებლობის დროს, როცა ქვას ქვაზე ვადებთ, წესისამებრ, ხსნარს ვიყენებთ. საამისოდ ცემენტის ხსნარს იყენებდნენ. ამ დროს კი ჩვენს წინაპრებს ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ კირ–ხსნარით, ადრე ყველა ძეგლი კირით კეთდებოდა როგორც ჩვენთან, ასევე, დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ასეა ბაგრატის შემთხვევაშიც. მოგვიანებით, ამდენმა მცდარმა რესტავრაციამ, საერთაშორისო მიდგომებმა გამორიცხეს ცემენტის ხმარება, ძველ მასალას ძველი მასალით თუ აღადგენ, ეს ბევრად უფრო კარგად მუშაობს. 10 წლის წინ ჩვენთან ჩამოვიდა იორკის კონსერვაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც ამ თემას სპეციალური ლექცია მიუძღვნა, გაეცნო ჩვენ ძეგლებს და უმაღლესი შეფასება მისცა, რადგან არავისზე ნაკლები ხუროთმოძღვრება არ გვაქვს – ძველი, შუასაუკუნეების თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში, გასაბჭოებამდე აგებული.
– თქვენი ოპონენტები აცხადებენ, მაშინ სხვა მეთოდი შემოგვთავაზონ, ცემენტის გარდა რა ალტერნატივა არსებობსო?
– უამრავი ეკლესია–მონასტერი, ტაძარი გვაქვს ისტორიულ საქართველოშიც, ტაო–კლარჯეთში, საინგილოშიც. უამრავი გუმბათიანი ტაძარი აუგიათ ჩვენს წინაპრებს. შეიძლება ითქვას, ბიზანტიის იმპერიაში ჩვენ გვაქვს გამორჩეული გუმბათოვანი არქიტექტურა. როგორ გგონიათ, ეს რაზეა აშენებული, დაყრდნობილი? რა თქმა უნდა, ძველ მეთოდებზე. რაც უნდა მისაყვედუროს ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ, თითქოს მე ამ თემას ვაპოლიტიზირებ, მაინც სიმართლეს ვიტყვი. ეს პრობლემა იქიდან წარმოიშვა და, ერთ რამეშია ძაღლის თავი დამარხული, რომ ეს ხელისუფლება დროს ეშურება. მკვეთრად გამოიკვეთა პოლიტიკური მოთხოვნა, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში გუმბათი უნდა დაედგას ბაგრატსო, განაცხადა პრეზიდენტმა. ანუ ვადები განსაზღვრეს პოლიტიკოსებმა და მოითხოვეს სისწრაფე. ბაგრატის პრობლემა სისწრაფითაა გამოწვეული, თორემ რუდუნებით, კირ–დუღაბით, თლილი ქვებით უკეთ არ გაკეთდებოდა საქმე?
– არქიტექტორები იმასაც ჩივიან, რომ ამჟამინდელი რესტავრაციის დროს ბაგრატის უნიკალური ქვები იხვრიტება.
– საბჭოთა დროსაც კი ქვებს არ ხერხავდნენ. სპეციალური სახელოსნო არსებობდა, ბერძენი კაცი იყო უფროსი და თითოეული კვადრი ითლებოდა ხელით. ქვის გახვრეტა დაუშვებელია, ამ ხერხით შეიძლება გამაგრდეს თანამედროვე შენობა. მაგრამ, როცა ლაპარაკია მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე, ასეთი მიდგომა არ შეიძლება. სახელმწიფოში ყველაფერს პოლიტიკა განსაზღვრავს. მარტო ბაგრატი არ არის პრობლემა, ასეთი რამ ხდება სიღნაღში, ბათუმში, ქუთაისში, სადაც ვაირესტავრაცია მიმდინარეობს. იგივე პრობლემა ხდება თბილისში, ქვემო კალაზე, გინდაც მირზა შაფზე, რომელიც ასმილიონიანი ახალი პროექტია და დღედღეზე დაიწყება.
– ბაგრატთან დაკავშირებით ასეთი ხმაური იუნესკოს ჩარევის გამო ატყდა?
– დიახ. აქ საერთაშორისო გამოხმაურება არსებობდა. თუმცა სიღნაღში და ჩემ მიერ ჩამოთვლილ ძეგლებზე მთავარი პრობლემა ისევ ცემენტის გამოყენებაა. ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ჭიქის დამზადებას უფრო ცოტა ხანი სჭირდება, ვიდრე მის რესტავრაციას. მაგრამ ახლანდელი პოლიტიკა არის აწყობილი სიჩქარეზე. მე თვითონ 25 წელია ძეგლების პრობლემის ირგვლივ ვმუშაობ, უფრო მეტად საკულტო ნაგებობებზე ვმუშაობდი, ვიდრე – საეროზე. ასე თუ ისე ვიცნობ ჩვენს საეკლესიო არქიტექტურას. მარტო ბაგრატი კი არა, ძალიან ბევრი გუმბათდანგრეული ეკლესია გვაქვს, რომელთა ნახვაც შემზარავია, თავგადაგლეჯილი კაცივითაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ყველას დაეხურება გუმბათი. საბჭოთა დროს წრომის უმნიშვნელოვანეს ტაძარს (წრომი არის ჯვარის, ატენის ჯგუფის ტაძარი, ყველაზეფუნდამენტური ტაძარია) დაედგა გუმბათი. მანამდე თითქმის 10 წლის მანძილზე ამაზე მსჯელობდნენ, 5 წელზე მეტი საცდელი ვადით კი მაკეტი, მულაჟი დაადგეს, რადგან სურდათ, ბოლომდე კარგად დარწმუნებულიყვნენ, ზუსტად შეესატყვისებოდა თუ არა ეს მულაჟი ტაძარს. ამიტომ ბაგრატსაც სჭირდება დრო. ამის წინააღმდეგნი კი არ ვართ, მაგრამ კარგად გაკეთება უნდა. თუ ცუდი მივიღეთ, გვჭირდება? ასე ცუდად, რკინა–ბეტონით გაკეთებული დიდი სამება ხომ გვაქვს? უამრავი ახალი ეკლესია–მონასტერი ამ ახალ სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
– დიდი სამება ბევრი ადამიანის გემოვნებაში ჯდება.
– სამება უსახური არქიტექტურაა, გადახედეთ ჩვენს ძველ ძეგლებს და მერე შეხედეთ სამებას. საპატრიარქო არაჩვეულებრივად მოიქცა, როცა ამ ძეგლის მშენებლობაზე კონკურსი გამოაცხადა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არ იყო. ძალიან დიდი წყვეტა გვაქვს კომუნისტების დროის გამო, ეს აისახა რწმენაზეც, ამდენი ფარისეველი არსად ყოფილა, ასევე, ეს აისახა არქიტექტურაზეც.
– დიდი სამება პატრიარქის კურთხევით აშენდა, უწმინდესს იგი ძალიან მოსწონს. სხვანაირად მაინც როგორ უნდა აშენებულიყო?
– უდიდეს პატივს ვცემ პატრიარქს, თუმცა ცოცხალი ადამიანი ჩემთვის კრიტიკის გარეშე არ მოიაზრება. უშეცდომო არავინაა, პირიქით, ჩვენი უწმინდესი გაიგებს ამას, თუკი სპეციალისტები ამას დაუსაბუთებენ. ორმხრივი მონური ფარისევლობით შეცდომისკენ არ უნდა ვუბიძგოთ ადამიანს.
– დიდ სამებასთან დაკავშირებით კირქვის გამოუყენებლობას მიიჩნევთ მიუღებლად?
– ყველაფერს. ჩვენ რა, ქართველებს, მარმარილო არ გვქონდა? საქართველოში საუკეთესო საბადოები გვაქვს, რატომ არ გამოიყენეს? მართლმადიდებლური არქიტექტურა სულ სხვა არის, ახლა კი სულ სხვა მივიღეთ, საერთოდ, კათოლიკურს ჰგავს, მუტანტია, ასეთმა თაღებმა სულ სხვა შედეგი მოგვცა, უნდოდათ ახალი სიტყვა ეთქვათ, მაგრამ ვერ გამოვიდა. აქაც იჩქარეს, რათა რაღაც ახალი დაედგა დამოუკიდებელ საქართველოს.
– ოდესმე გვეღირსება, რომ ტაო–კლარჯეთის ძეგლები გადავხუროთ, რადგან წვიმის ჩასვლა მათ კიდევ უფრო აზიანებს? თურქებთან მოლაპარაკება შესაძლებელია?
– ჩემი პირადი გამოცდილებიდან მახსენდება ფუძნარის ადგილის დედა, ღვთისმშობლის ეკლესია, ჟინვალთან ახლოს. უშუალოდ მომიხდა მასზე მუშაობა. საბედნიეროდ, ძეგლები ძალიან ნელა ინგრევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკლესია გადამსკდარია, მთლიანად გადახრილია, ნაწილობრივ დაინგრა გუმბათი, ამის მიუხედავად, თითქმის 100 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქვა ჩამოვარდა.
– ეკლესიების ნელი ნგრევა ჩვენი წინაპრების ოსტატობას უკავშირდება?
– რა თქმა უნდა, კარგად აშენებდნენ. თანაც, რაც დრო გადის, კირქვა უფრო და უფრო ქვავდება. თუ მიწისძვრა ან რაიმე კონსტრუქციული დეფექტი არ გადაიტანა, ძეგლი საერთოდ არ ინგრევა. საუკუნეებია დასდის წყალი, მაინც მყარად დგანან.
– მართალია, რომ ცემენტი მარილს გამოყოფს და რესტავრაციის შემდეგ ძეგლს კიდევ მეტი საფრთხე ექმნება?
– დიახ, ამიტომ ცემენტის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის ძველი და ახალი მასალა.
– შუშით ეკლესიების გადახურვა და ამ სახით კონსერვაცია, როგორც ამჟამად არის, მიზანშეწონილია?
– მომხრე ვარ, რომ შუშის კონსტრუქციით გადახურვა მხოლოდ ეკლესიის შიგნით მოხდეს, რათა ღვთისმსახურება ნორმალურად ჩატარდეს ქარისა და წვიმის, თოვლის დროს. გუმბათის შუშით გადახურვა მაინცდამაინც მისაღებად არ მიმაჩნია. თუმცა ესეც სამსჯელოა.
– მსოფლიოს ღირებული ძეგლების რესტავრაციის დროს ცემენტი არ გამოყენებულა?
– მე–19 საუკუნეში იყო ცემენტით ძეგლის აღდგენის პრაქტიკა, ეს მე–20 საუკუნეშიც განხორციელდა, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს. ოღონდ იმ რესტავრატორებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა აღედგინათ, რადგან ბომბმა დაანგრია ძეგლი და მანამდე არსებული მონაცემები კარგად იცოდნენ. მაგრამ ბაგრატის შემთხვევაში ხომ არ ვიცით, ეს ძეგლი როგორი იყო? აქ ვეჯახებით იმ პრობლემას, რომ ახალი სტილით აღდგენა ნამდვილად შეესატყვისება თუ არა ძველ პროპორციას. ამ ზომის ტაძარში რამე რომ შეგვეშალოს, 20–სანტიმეტრიანი ცვლილებაც კი მოგვცემს სიმახინჯეს. საზღვარგარეთ ეს მეთოდი დიდი ხანია დაგმობილია, მას მცდარად მიიჩნევენ, იქ მნიშვნელოვანია ძეგლის არსებული სახით შენარჩუნება, რადგან ახლის შეტანა ყველაფერს სახეს უკარგავს. ეს იგივეა, მკვდარს მაკიაჟი გაუკეთო.
– იუნესკოს ნუსხაში ძეგლის შეტანა რა პრიორიტეტს ნიშნავს?
– იუნესკოს ნუსხაში შეტანილია ჯვარი, სვეტიცხოველი, უშგული, გელათი, ბაგრატი. იუნესკოს ნუსხაში შეტანის კანდიდატი იყო ძველი თბილისიც და ხერთვისი–ვარძიაც. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა საშინელებები გააკეთეს, არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალსწინეს და ასეთ კანონსაწინააღმდეგო ჩარევებს ახორციელებდნენ, რაც სისხლის სამართლით ისჯება, იუნესკომ აღარ დაუმატა ეს ძეგლები. იუნესკო მოითხოვს, შევცვალოთ ძეგლთა დაცვის სისტემა, ისე, როგორც ეს აქვს კაპიტალისტურ ქვეყნებს. ამის შემდეგ იუნესკო მზადაა, მთლიანად გაგვიწიოს დახმარება ფინანსურადაც, კადრობრივადაც. ესენი არ ცვლიან სისტემას, რადგან ჩვენთან მეფობს ღერძობრივ–ავტოკრატიული სისტემა. აქ მთავარი არქიტექტორია პრეზიდენტი და პირველი პირები, ასევე, ქალაქის მერი.
– შესაძლებელია, ბაგრატის ტაძრის მიდამოებში კიდევ ახალი აღმოჩენები გაკეთდეს?
– ეს ადგილი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ქრისტიანული ეპოქის თვალსაზრისით, არამედ აქ არის ქრისტიანობამდე არსებული შრეებიც. თუ გახსოვთ, საბჭოთა პერიოდში ამ გორიდან ხალხი გაასახლეს, ეს გორა მანამდე დასახლებული გახლდათ. სამწუხაროდ, ქვები ბაგრატიდან იყო წამოღებული და იქაურები სახლებს ისე აშენებდნენ. თავის დროზე აქ უზარმაზარი კვლევები ჩატარდა, ბაგრატის გვერდით პატარა ეკლესიაში მე თავად ვმუშაობდი, ყველაფერი რომ დასრულდა, იატაკი ყველაზე ბოლოს გაწმინდეს და იქ აღმოჩნდა სამნავიანი ბაზილიკა მე–5–6 საუკუნეების. არავინ ელოდა ამას. ესაა უმდიდრესი გორა, აქ სულ ფენა–ფენა უნდა გაიწმინდოს, ალბათ 30 მეტრზე.ეს ადგილი კოლხეთის ცენტრად მოიაზრებოდა, მისი სახელი იყო აია. საერთოდ, ლანდშაფტი უდიდეს როლს ასრულებს, ესაა ცენტრალური გორა ქუთაისში, უქიმერიონი, რომელიც ანტიკურ წყაროებშიც მოიხსენიება. როგორ შეიძლება აქ შრეობრივად ახალი აღმოჩენები არ იყოს.
მანანა ნოზაძე

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 