asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ავსტრალია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
წყალდიდობის გამო
ავსტრალია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

2012-02-03 16:24:00



წყალდიდობის გამო აღმოსავლეთ ავსტრალია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, წყალდიდობის გამო, კვნინსლენდის 11 ათასზე მეტი მოსახლე და ახალი უელსის 7 ათასი მობინადრე გარე სამყაროსგან იზოლირებულია.
კვინსლენდის ხელისუფლებამ დახმარებისთვის ავსტრალიის საჰაერო ძალებს მიმართა, რათა მოსახლეობა წყალდიდობას ვერტმფრენებით გაარიდონ.
წყალმა ქალაქ რომასის საევაკუაციო ცენტრიც დატბორა, რომელშიც მოსახლეობა გადაიყვანეს დატბორილი სახლებიდან. რომას ქუჩებში წყლის დონე 8.5 მეტრს აღწევს.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს ერთ მოქალაქეს, რომელიც მოვარდნილმა წყალმა მანქანიანად წაიღო.
ქალაქ მიტჩელის ტერიტორიის 75 პროცენტი წყალქვეშ მოექცა, რომლის მოსახლეობამ საევაკუაციო ცენტრში გადასვლა მოასწრო.
პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ძლიერი წვიმის გამო, აღმოსავლეთ ავსტრალიაში ოთხი ნახშირმომპოვებული მაღარო დახურეს, რათა ნიაღვარმა არაფერი დააზიანოს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ავსტრალია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online