asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-12-16 15:06:52



ქმარი ცოლს ეჩხუბება:
– ქალო, 10 წელია, მანქანის ტარებას გასწავლი და მაინც მოახდინე ავარია, დებილი ხარ?!
– შენ მე მართვას მხოლოდ მთვრალი მასწავლიდი!
* * *
– ნამდვილად წინასწარ ვგრძნობდი, რომ მიწისძვრა იქნებოდა.
– მჯერა. მეც გამიგონია, ცხოველები წინასწარ გრძნობენო.
* * *
– ხედამ, კაცო, ცხენები როგო იცინიან?
– ვაა, მართლაც როგო ხვიხვინებენ, ჯო!
– ეგ სუ შენი ვირის ბრალია, ის უყვება ხოლმე შენზე ანეკდოტებსა!
* * *
– აბა, თუ ჭკვიანი კაცი ხარ, მითხარი, რას ჭამენ ვეგეტარიანელი კაციჭამიები?
– მემწვანილეებს!
* * *
– უკაცრავად, თეთრი ხიზილალა გაქვთ აფთიაქში?
– კი, ბატონო, გვაქვს, შავიც გვაქვს.
– მომეცით ორივე.
– რეცეპტი მომაწოდეთ!
* * *
ამონარიდი მაზოხისტის დღიურიდან:
ორშაბათი – ძაღლმა მიკბინა კოჭზე.
სამშაბათი – ვირთხის ხაფანგში მომყვა თითი.
ოთხშაბათი – ცოლმა მჟეჟა.
ხუთშაბათი – მანქანამ გადამიარა ნაკბენ ფეხზე.
პარასკევი – ელგუჯიამ ყურზე მიკბინა სიმთვრალეში.
შაბათი – ცხვირზე ცხელი ჩაი გადავისხი.
მოკლედ, საკაიფო კვირაა, რა!
* * *
მოხუცი მარგო ქმარს მიმართავს:
– თმა რომ შევიჭერი, ახალგაზრდა ქალს ვგავარ, არა?
– პირიქით, მელოტ კაცს...
* * *
– მამი, ბალღები მართლა წეროებ მოყამთ? – ეკითხება პატარა კახელი მამას.
– წეროებ მოყამთ, მააშ!
– ვააა, არა მჯერა.
– რათა, შე ვირო, შენა?!
– აი, მე რო ასეთი მსუქანი ვარ, წერო როგო მამიყვანდა?
– აი, – ჩაფიქრდა მამა, – შენ რო წერომ მაგიყვანა, "პასაჟირსკი" არ იყო, სატვირთო წერო იყო.
* * *
ორი ოსი კროსვორდს ავსებს:
– დიდი თევზი... ნეტავ ლა იქნება? – ამბობს ერთი.
– გველესაპი.
– არ ეტევა.
– ცოტა ცამოაწერი...
* * *
– ძინძიბაძე, რატომ დააგვიანეთ ლექციაზე?
– ბოდიში, პატივცემულო, ჩამეძინა...
– გადამრევ მე შენ, ძინძიბაძე, სახლშიც გძინავს, კაცო?!
* * *
– ...ორი ჭიქა კონიაკი გადაკრა იმ გოგომ და მოულოდნელად წელამდე გაიხადა, – უყვება ერთი ძმაკაცს.
– მეიცა, თუ ძმა ხარ, ქვემოდან თუ ზემოდან?
– ორივე მხრიდან!
* * *
ოსი პარიკმახერი სარკეში იხედება, გაგუდული მთვრალია:
– ცვენსი დალცეს, მაგალი გასაპალსი ხალ და სამი ლარი დაგიძდება...
* * *
არწივი სიმაღლეზე მიფრინავს, უცბათ მხარზე ბეღურა დააჯდა:
– ბაზარში და მერე სახლში!
* * *
– მამი, – ეუბნება პატარა კახელი მამას, – აბა, თუ გამაიცნობ, რა არი "მიაუ, მიაუ"?
– კატა ეძებს თაგვს!
– სწორია, აბა, თუ მიხვდები, რა არის "ჰამ, ჰამ"?
– დედაშენი მოვიდა ბაზრიდანა.
* * *
– ექიმო, მართლა ოთხი თვის ორსული ვარ?
– დანამდვილებით გეუბნები.
– ვააა, ზნაჩიტ, სხვაზე გავთხოვდი.
* * *
მთვრალი რესტორანში შევიდა:
– მომიტანე რამე! – დაუძახა ოფიციანტს.
– მაინც რა გინდა?
– რამე მამაპაპური და ოსტრი!
– ბაბუაჩემის დანატოვარი ხანჯალი მაქ მაგნაირი, მაგრამ სად გინდა, წინ თუ უკან, შე ლოთო!
* * *
– როცა ცოლად მოგყვებოდი, მეგონა, გაბედული კაცი იყავი.
– ეჰ, ქალო, მაშინ მართლა გაბედული ვიყავი, მე უბედური...
* * *
ცოლი:
– ჩემო ქიშვარდი, უკვე ასაკში შევედით, ვატყობ, ერთმანეთი მოგვბეზრდა, გასაახალგაზრდავებლად და მრავალფეროვნებისთვის ერთმანეთისთვის ხომ არ გვეღალატა?
– არაფერი გამოვა, უკვე ვცადე.
* * *
ფსიქოლოგთან:
– ცოლი გამიგიჟდა, დაუჯინია, ყურადღებას არ მაქცევ, აბსოლუტურ იგნორს მიკეთებო.
– რა ჰქვია თქვენს ცოლს?
– აუ, მაგი არ მახსოვს, მარა საერთოდ ქალია...
* * *
– კიდევ დალიე, შე მუცელგასახეთქო?! – ეჩხუბება ზინა ქმარს.
– გადამრევს ეს ქალი, აბა, ღვინის ჭამა გაგიგია, ქალო, სადმე?!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online