თამრიკო ჭოხონელიძე პურის დაჭრას ვერ იტანს

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, როგორც თავად ამბობს, ძალიან კარგი დიასახლისია. სამზარეულოში ფუსფუსი გათხოვების შემდეგ დაიწყო, მაგრამ ადვილად აითვისა დედის მაგალითზე, რომელიც ასევე კარგი დიასახლისია. აქვს საფირმო კერძები, თუმცა ბოლო დროს ნაკლებად იცლის ამისთვის, სამსახურში დაკავებული გრაფიკის გამო.
– ქალბატონო თამრიკო, როგორი დიასახლისი ხართ?
– თუ რამით შემიძლია თავი მოვიწონო, ეს ჩემი დიასახლისობაა. ძალიან მაქებენ. ქართველი ადამიანი ბუნებით იმპროვიზატორია, შემოქმედებითი პროცესი ყველგან უნდა განიცადოს, მათ შორის სამზარეულოშიც. თუ სამზარეულოში ნაძალადევად ტრიალებს ქალი, ასე მგონია, გემრიელი კერძი არ გამოსდის. ზოგიერთს ჰგონია თუ სამზარეულოში არ ტრიალებს, ეს ელიტურობის გამოვლინებაა. მე ვთვლი, ეს ყველაზე დიდი მდაბიოებაა.
– თქვენ როდის დაიწყეთ სამზარეულოში ფუსფუსი?
– გათხოვების შემდეგ, თუმცა ამისთვის გარკვეულად მზად ვიყავი. ეს პროცესი სახლში მქონდა ნანახი, სულს და გულს დებდა დედა, როცა სამზარეულოში ტრიალებდა, ჩემთვის ეს მშვენიერების განსახიერება იყო. ბავშვობაში ძალიან მინდოდა დედას დავმსგავსებოდი. ალბათ ხშირად ხელს ვუშლიდი და ამისთვის ახლა ბოდიშს ვუხდი, სულ ფეხებში ვედებოდი, ჩემი დაინტერესების გამო. მიყვარდა ცომში ხელის ჩაყოფა, მახსოვს საკატლეტედ როცა ამზადებდა ფარშს, მეც დიდი სიამოვნებით ვერთვებოდი საქმეში. ჩვენს ოჯახში არ არის მიღებული გარედან შემოტანილი მზა საჭმელები, გარდა გამოუვალი სიტუაციისა. ზოგჯერ ღამით ძალიან გვიან ვწვები, მაგრამ მინდა ჩემს შვილებს ჩემი გაკეთებული საკვები მივაწოდო. მეც ძალიან მიხაროდა, როცა სახლში მოდიოდნენ ჩემი და გიას სტუმრები და რომელიმე გამორჩეულ კერძს ვახვედრებდი.
– გაქვთ საფირმო კერძები?
– ვეგეტარიანელი ვარ, ხორცს საერთოდ არ გეახლებით, უკვე 23 წელიწადია არ მიჭამია. მაგრამ თვალი და ხელი ისე მაქვს გაჩვეული, ჩემს გაკეთებულ ხორციან კერძს მარილი არ აკლია. ხშირად მივმართავ იმპროვიზაციას კერძის მომზადების დროს. თევზისგან ვაკეთებ ნაირნაირ საჭმელს. ვაკეთებ თევზის კუბდარს. როცა სვანების ოჯახში აღმოვჩნდი ერთ წელიწადს, ჩემს პატივსაცემად, გააკეთეს კუბდარი. ბოდიში მოვუხადე, ვერ შევჭამ–მეთქი, მითხრეს ცოტა ხანი მოითმინეთო და მოიტანეს ღვეზელის ფორმაში შეხვეული წითელწინწკლებიანი კალმახი, რომელიც შეზავებული იყო როგორც კუბდარი. ჩემი კულინარიული ამბიციებიდან გამომდინარე, არ ვიკითხე რისგან შედგებოდა და თავად შევეცადე მივმხვდარიყავი. მერე უფრო კომფორტული გავხადე, თევზს გავაცალე ფხები, რომელსაც ვანელებ უმი ხახვით, ბევრი ქინძით, აჯიკით და ვუკეთებ ცოტა ზეთს. როცა აჯიკას ვუკეთებ, ზოგჯერ აღარ არის საჭირო სვანური მარილის დამატება. შიგთავსს ვდებ ფენოვან ცომში, ვაცხობ ღუმელში, ძალიან ფაფუკი და გემრიელია.
– რატომ აკრძალეთ ხორცის მიღება?
– ხორცი ჩემთვის ლეშია, ვერ ვაცნობიერებ ეს როგორ უნდა ვჭამო. ამ ყველაფერს წერტილი დავუსვი, როცა სპიტაკის მიწისძვრა მოხდა. ამ კადრებს ვუყურებდი და წამებში გავიაზრე, განვიცადე. ვიგრძენი სისხლის სუნი, მაშინ დავფიქრდი, როგორ ვჭამდი აქამდე ხორცს. ამით დამთავრდა ჩემი ხორციან კერძებთან ურთიერთობა.
– თქვენი შვილები მიირთმევენ?
– კი, ოღონდ მწვადის და ხინკლის სახით, დანარჩენი ხორციანი კერძები უფრო სტუმრებისთვის არის განკუთვნილი.
– საჭმლის მომზადების დროს, ჩავარდნები არ გქონიათ?
– არა, სულ აღმავალი გზით მივდივარ. გია იმერელია და სულ ვამბობდი, როცა იმერელი კაცი ხაჭაპურს მოგიწონებს, იტყვის გამორჩეულია, ესე იგი მართლა შეგძლებია კეთება. ერთხელ მითხრა, დიდი ოსტატობა უნდა კარტოფილის შეწვას, ყველამ არ იცისო, მოსწონდა ჩემი გაკეთებული, ერთხელ მამაჩემსაც უთხრა, კარგად წვავს კარტოფილსო. ამაზე მამას გაეცინა, მაგრამ გავიდა დრო და მითხრა, რომ დავფიქრდი მართლა ოსტატობა უნდა კარტოფილის შეწვას და ეს კარგად გამოგდისო. როცა ამბობენ, რომ ვინმე რამეს გამორჩეულად აკეთებს, სულ მაქვს ჟინი, მე როგორ გავაკეთები. გამომდის ხოლმე.
– როცა სუფრაზე ნახავთ განსხვავებულ კერძს, კითხულობთ როგორ არის გაკეთებული?
– ვერ ვიტან ასეთ შეკითხვებს, გარკვეული კულინარიული ამბიციები გამაჩნია და თავად მინდა მივხვდე რა არის. მერე ვამატებ ან ვაკლებ სანელებლებს. ვერ ვიტან დოგმატურობას, მაგალითად, სუნელი უნდა გავუკეთო ერთი ჩაის კოვზი. ამას ვაპროტესტებ, გემოს წარმოდგენით, თავად ვიცი, რა რას მოუხდება.
– ტკბილეულთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ყველაზე "მწარე", ამის აკრძალვა ჩემთვის დიდი სასჯელია. ტკბილეულის მუსუსი ვარ. არის პერიოდი, როცა დავიფიცებ, რომ აღარ უნდა შევჭამო. შეიძლება მთელი დღე არ მომშივდეს, ტკბილეული კი სულ მინდა. ზოგჯერ გავჩერებულვარ ტკბილეულის მაღაზიასთან, მიყნოსია და გამივლია.
– ჩანთაში გაქვთ სასუსნავი?
– ყოველთვის არა, მაგრამ თუ მოძებნით, ხშირად იპოვით. შოკოლადი მიყვარს, ბომბონერი არ უნდა მოვიდეს ჩემს სახლში თორემ "ვანადგურებ". ერთს რომ ავიღებ ვიტყვი, ამის გარდა კიდევ ერთი და მეტი აღარ, მაგრამ საბოლოოდ ცუდ სურათს ვაწყდები.
– თქვენი შვილი, მარიამი მზად იყო სამზარეულოში ფუსფუსისთვის?
– არანაირად არ იყო მზად, მაგრამ თუ დასჭირდა აკეთებს. მინდა დავარიგო და ვთხოვო, რომ ეს არ გააკეთოს იძულებით. მაშინ ძალიან ძნელი იქნება. მარიამს ნადვილად კარგი ხელი აქვს.
– კაცები უკეთ ამზადებენო, ეთანხმებით ამ აზრს?
– გარკვეულწილად კი. გიას შეიძლება ყველაფერი დაელეწა სამზარეულოში, საჭმლის გაკეთებაზე ზედმეტია ლაპარაკი, მზამზარეული უნდა მიგერთვა. მყავს ბიძა, კოტე კალანდაძე, რომელიც სამზარეულოში ვირტუოზია. თუმცა, სულ სხვა პროფესია აქვს. ჩემთან რომ მოდის, მეც და დედასაც გვერდზე გაგვწევს და თავად ამზადებს. ბიძის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კაცი ამშვენებს სამზარეულოს.
– სუფრის გაწყობაც სასიამოვნო პროცესია თქვენთვის?
– აქ ცოტა მოვიკოჭლებ. ამის ოსტატია ჩემი და სოფიკო, თინიკო მე მგავს ძალიან კერძების კეთებაში, ორივეს სწრაფი ხელი გვაქვს. სოფიკო რაჭულად, ნელა ამზადებს კერძებს. 9 დეკემბერს ჩვენს სახლში მუდმივად ბევრი სტუმარია, ორივე შვილი ამ დღეს არის დაბადებული, ერთი წლის სხვაობით. ეს ჩემთვის გამორჩეული დღეა. ვერ ვიტან მაღაზიიდან მზა კერძების მოტანას. ვერავინ ამჩნევს, რომ მე ამ დროს სერიოზული სუფრისთვის ვემზადები, წინა დღეს ვიმზადებ მწვანილს, ნიგოზს, საკმაზებს. მხოლოდ შეზავებაღა მრჩება. სახლში ვერაფერს შეატყობთ, რომ რამე განსაკუთრებული მზადდება. ძალიან მობილიზებული ადამიანი ვარ. ლეგენდასავით არის, ერთ სოფელში ძალიან ცნობილი ხაჭაპურის მცხობელი ქალი იყო, როცა მოხუცდა ჰკითხეს ამ საიდუმლოს საფლავში ნუ წაიღებ, ჩვენც გვითხარი როგორ ამზადებო და ყველი ჩადეთ მომეტებულადო, დაუბარებია. ძალიან ამშვენებს ქალს სამზარეულოში ფუსფუსი. თან, როცა კერძს შეაფასებენ და მოიწონებენ.
– სახლის დალაგება გიყვართ?
– კი, ძალიან. გეტყვით, რა არ მიყვარს. ჩემს ძალიან დიდ მინუსად ვთვლი, რომ არ მიყვარს დაუთოება. თუ მაქვს საშუალება, ავიცდინო და სხვამ გააკეთოს, მირჩევნია. მაქვს ერთი უცნაურობაც, ვერ ვიტან, არ მიყვარს პურის დაჭრა, მირჩევნია ეს სხვამ გააკეთოს. თუ სხვა გზა არ არის, დიდი სტრესის ფონზე ვაკეთებ ამას. ქრისტემ პური გატეხა, კი არ გაჭრა. ეს მერე დავიჭირე ჩემს თავში, გაუცნობიერებლად, ალბათ ასე აღვიქვამ. თუ ისეთი სიტუაციაა, რომ სხვა გზა არ მაქვს, ვჭრი. თუმცა, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე.
– გყავთ დამხმარე ადამიანი?
– მე რომ არ ვიმუშავო, ძალიან ცუდად წავა ჩემი ოჯახის საქმე, მაქსიმალურად დავიტვირთე თავი, ამიტომ მყავს ადამიანი, რომელიც მეხმარება. მაგრამ ჩემს გაკეთებულს სხვა ეშხი აქვს.
ია მერებაშვილი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თბილისში ადიდებულმა მტკვარმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცა
წყალდიდობამ ორთაჭალაში პრობლემები შექმნა
კახეთში მდინარეები ადიდდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
მთვარემ მზე 74%-ით დაფარა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა 

თბილისში კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა
თბილისში სტიქიის დროს გარდაცვლილი ანა წკრიალაშვილი და მისი ორი შვილი სოფელ შავშვებში გადაასვენეს
ირაკლი ალასანია სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა
გიგი უგულავამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ორთაჭალაში ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა
ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს
წყალდიდობას ერთი ქალი და ორი ბავშვი შეეწირნენ
ორთაჭალაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს 

.jpg)