ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


სტიქია
ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

2012-02-19 14:59:00



ფილიპინებში გუშინდელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა .
როგორც "ფრანს პრესი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, მსხვერპლის გარდა დაკარგულად ითვლება 61 ადამიანი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 43 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დასტურდებოდა.
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა გუშინ დილით მოხდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული სახლი დაინგრა. 100-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ხელისუფლებამ მეორე დონის ცუნამის საშიშროება გამოაცხადა, შესაბამისად, დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაცია არ მომხდარა.

კავშირი ტეგთან: მიწისძვრა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს