"შემწვარი ბაყაყი რომ მახსენდება, ახლაც ნერწყვი მომდის"
ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ლაშა რამიშვილი, მოგზაურობის დროს, თუ ოჯახი თან არ ახლავს, ცოლ–შვილის მონატრებით იტანჯება. ახლა ეს გრძნობა ალბათ გაუორმაგდება, რადგან სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილიც შეეძინა. კიდევ კარგი, ინტერნეტი არსებობს და შეუძლია "სკაიპით" ესაუბროს თავის საყვარელ ადამიანებს.
ლაშას მოგზაურობები ძირითადად გასტროლებით არის დატვირთული. კოლეგებთან ერთად უცხო ქვეყნებში კიდეც მუშაობს და კიდეც ერთობა. მოგეხსენებათ, მსახიობებმა როგორი დროსტასრება იციან.
ლაშა და მისი ცოლი ოცნებობენ, ერთხელაც შობა ნიუ იორკში გაატარონ. შეიძლება ეს ოცნება წელს აუხდეთ კიდეც.
– ლაშა, სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეგეძინათ. რა დაარქვით?
– ორი კვირის წინ შეგვეძინა გოგონა და მართა დავარქვით. პირველი ბიჭი მყავს. სახელი მართა მაშიკოსთან ასოცირდება და ამიტომ ბავშვს ლაშიკოს მაშიკოს ვეძახით. ჩემი მეუღლის ორივე მშობიარობას დავესწარი, რადგან ის ძალიან სუსტი ადამიანია. ფიზიკურადაც თხელი გოგოა და მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, გამემხნევებინა. მამობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და თან ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– საკმაოდ ხშირად გიწევთ მოგზაურობა, ალბათ გენატრებათ შვილები.
– გადასარევი გამოგონებაა ინტერნეტი. მის გარეშე არც კი ვიცი, რა მეშველებოდა. ზოგი ამბობს, როგორც კი საზღვრებს გავცდები, იმ წამსვე ვისვენებო. მე ორ დღეში მენატრება ყველა და ინტერნეტი მეხმარება იმაში, რომ ჩემებთან კონტაქტი არ შევწყვიტო. უფროსი "სკაიპში" რომ დამინახავს, ტირილს იწყებს, მამიკო, როგორ მომენატრეო. არადა სამი დღის წასული ვარ ხოლმე. მეც ძალიან მიჭირს მათ გარეშე.
– და მაინც, რასთან ასოცირდება თქვენთვის მოგზაურობა?
– თუ მეგობრებთან ერთად მივდივარ, მაშინ კარგ დროის ტარებასთან, დალევასა და გართობასთან ასოცირდება. ხოლო თუ საქმიანი ვიზიტით ვარ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქმეს ვაკეთებ და შემდეგ ვახერხებ იმ ქვეყნის ნახვას.
– ძირითადად საქმიანი ვიზიტებით გიწევთ გამგზავრება?
– კი, ასეა. ტურისტულ მოგზაურობაში მე და ჩემი ცოლი დავდივართ ხოლმე. ანტალიაში, ქემერში ვიყავით დასასვენებლად ორი კვირით. მაშინ მართლა დავისვენეთ – ათ–ათი კილო მოვიმატეთ. როცა საქმიანი ვიზიტებით ვართ საზღვარგარეთ, ალკოჰოლი გამორიცხული ამბავია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თვითონ ხელმძღვანელობასთან ერთად არ მივდივართ სადმე საქეიფოდ ან გასართობად. მაგალითად, ერთხელ სპექტაკლ "საქორწინო გარიგებით" ბერლინში ვიყავით მთელი დასი. შეიძლება ითქვას, რომ ორი კვირის განმავლობაში საღამოს 10 საათზე ვწვებოდით დასაძინებლად, რადგან ხმას უნდა გავფრთხილებოდით და დილის 9 საათიდან რეპეტიციები და სპექტაკლები გვქონდა. სამაგიეროდ ბოლო დღე იყო ფანტასტიკური, როგორც იტყვიან, ყველაფერი თავზე დავიმხეთ, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ – ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, გავერთეთ. გული ამოვიღეთ და ბერლინში დავტოვეთ.
– რომელ ქვეყანაში წასვლაზე გიოცნებიათ?
– მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს ასეთი სურვილი და ნატვრა, შობა ნიუ იორკში გავატაროთ. შეიძლება ეს წელსაც მოვახერხოთ, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. ამ საკითხზე ჩვენი მეგობრები უკვე მუშაობენ ამერიკაში. იქ არის ახალგზარდა მომღერალი ბიჭი, რომელმაც გუშინაც მომწერა, მინდა, რომ ჩამოხვიდეთ, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ, ხუთი დღე ცოლთან ერთად მოილხინეო. მინდოდა, ჩემი მეუღლისთვის ეს სიურპრიზი ყოფილიყო, მაგრამ, რადგან დაიწერება, სიურპრიზი აღარ გამოვა. ამერიკაში არასოდეს ვყოფილვარ.
– სულ რამდენ ქვეყანაში გიმოგზაურიათ?
– ესტონეთში, გერმანიაში, ინგლისში. შოტლანდიაში ძალიან მაგარი დრო გავატარე, არასოდეს დამავიწყდება. იქ ედინბურგის ფესტივალზე ვიყავით. ედინბურგი ქალაქი–მუზეუმია. "მარლენ დიტრიხი" გვქონდა წაღებული. დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. სამი კვირა ვცხოვრობდით ამ ქალაქში ნიკოლსონ სტრიტზე და ძალიან კარგად ვერთობოდით.
– როგორია მსახიობებისა და მომღერლების საზღვარგარეთული გართობა?
– ყველა ქვეყანაში იმდენი რამ არის სანახავი, შეგიძლია მარტო ამითაც გაერთო. ედინბურგში არის ერთი ქუჩა, უილ სტრიტი, სადაც ედინბურგის ფესტივალის დროს დილის 9 საათიდან დაღამებამდე სულ წარმოდგენები იმართება. 9–ზე ერთი სპექტაკლი რომ იწყება და 11–ის ნახევარზე მთავრდება, ამ დროს მეორე იწყება მეორე მხარეს და ასეა ქუჩის ბოლომდე. საოცარი სანახაობაა. ერთი შთაბეჭდილებიდან მეორეზე გადადიხარ, მეორიდან – მესამეზე და ა.შ.
– კლუბებსა და ბარებში არ დადიხართ?
– ასეთი გართობა ძალიან რთულია, როცა დილით იღვიძებ და აღარ გახსოვს, გუშინ სად იყავი, ვის რა მოუვიდა, ვინ სად დაგეკარგა და ა.შ. დავდივართ კლუბებში, დისკო–ბარებში და სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. საქართველოში მსგავსი გართობის მოყვარული არ ვარ. არადა ქვეყანა გასართობებითაც ფასდება. მაგალითად, ყირიმში რომ ვიყავით, მოეწყო ფართი, რომელიც ვინმე ჯორიკ ვარდანას მიჰყავდა. იქ ჩვენ თვითონ გავერთეთ საოცრად. დერეფნებს ვაკეთებდით. დავიძახებდი, ბიჭებო, დერეფნები გააკეთეთ–მეთქი. მე ამ დერეფნის შუაში გავიქცეოდი და სცენის წინ მუხლებზე დავემხობოდი. სცენის ბოლოში კი ლამაზი მულატი ქალი გველოდა.
ტალინი ფანტასტიკური პატარა ქალაქია. ყველაფერი დავათვალიერე, რაც კი სანახავი იყო და ყველგან გავერთე, სადაც კი რამე გასართობი ვნახე.
– რისი დათვალიერება უფრო მოგწონთ მოგზაურობის დროს?
– გააჩნია, რომელ ქვეყანაში ხარ. ლას ვეგასში ვერ მოითხოვ, მუზეუმში წამიყვანეთო. სამაგიეროდ, როცა პარიზში ან რომში იქნები, ან თუნდაც ქალაქთა ქალაქ ლონდონში, იქ მართლა უნდა იარო და ათვალიერო ყველაფერი. იქ ყველაფერი სანახავია.
– ჩემი რესპონდენტებისგან ხშირად მსმენია, საზღვარგარეთ ყოფნისას საერთოდ არ გვძინავს, ძილისთვის დრო გვენანებაო. თქვენც ასეთი უძინარი ხართ ხოლმე უცხო ქვეყანაში?
– მე, მაგალითად, ედინბურგში არ მეძინა. იქ არ შეიძლება იძინო. ღამით ჩავედით ამ ქალაქში. დილით ქუჩაში რომ გამოვედი და შოტლანდიურ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები დავინახე, იმ წამსვე მაღაზიებს მივაკითხე, რომ მეც მეყიდა მსგავსი სამოსი.
– იყიდეთ?
– ვერ ვიყიდე. ყველა მაღაზიაში სხვადასხვანაირი ჰქონდათ და ვერ ავარჩიე. მოზომებით კი მოვიზომეთ ბიჭებმა. გამოვედით, სარკეში ჩავიხედეთ ამაყად. ედინბურგში სასაცილო რაღაც დაგვემართა: კვირადღე იყო, გამოვედით გარეთ და ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა. მხოლოდ ერთი მაღაზია დავინახეთ ღია, შესვლა გადავწყვიტეთ და კარი რომ გავაღე, ეგრევე თავში მომხვდა რაღაც. თურმე სექსშოპში შევსულვართ და შიშველი ქალი მომხვდა თავში! დავათვალიერეთ, რა ხდებოდა. ვიღაც გამოვიდა, ორასგან ჰქონდა გახვრეტილი ყური, ცხვირი, ჭიპი და ა.შ. კაცი იყო, ბევრი ჯაჭვით და საოცარი ასხმულობით, თავისი მათრახით.
– რითი აფასებთ უცხო ქვეყანას, პირველ რიგში?
– შთაბეჭდილებებით. ასევე იმით, თუ როგორ დამხვდებიან, როგორი ღიმილით. სხვათა შორის, ერევანში ვიყავით, პროექტი რომ არის, "პლუს ათი" და ძალიან მაგრად დაგვხვდნენ. კარგი პატივიც გვცეს და კარგადაც გამოგვაცილეს. მეტად მნიშვნელოვანია, როგორ შეგხვდებიან და როგორ გამოგაცილებენ. ასევე კარგად მახსოვს პეკინიდან გამოცილება. ჩინეთში ვიყავით აზიის ახალი ხმების ფესტივალზე. ვინც მაცილებდა, იმ გოგომ მითხრა, ძალიან გთხოვთ, თვითმფრინავში რომ დაჯდებით, ზარი მომეცით, რომ მივხვდე, უკვე ზიხართ და ადგილზე ხართო. ტურისტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ყურადღებას გაქცევენ.
– რომელიმე ქვეყნიდან ცუდი შთაბეჭდილება თუ გამოგყვათ?
– არც ერთ ქვეყანაში არ შემიმჩნევია, სტუმარმასპინძლობა რომ არ იცოდნენ. ყოველთვის ყურადღებანები არიან, მობილიზებულები, გელოდებიან და პატივსაც სათანადოდ გცემენ. უსიამოვნოდ დამამახსოვრდა პეკინში ვიზიტი. ფინალის იქით აღარ გამიშვეს, რადგან რუსული სიმღერა არ შევასრულე. 2009 წელი იყო, ომი ახალი გადატანილი გვქონდა და რუსულად არ ვიმღერე. მითხრეს, მერე რა, ვინ გაიგებსო. მე ხომ მეცოდინება–მეთქი. ამიტომაც ფინალამდე მივაღწიე და მერე ვეღარაფერი გავაკეთე. ამის გამო ცოტათი გულნაკლული ვიყავი. ხალხი, რომელიც გვაცილებდა, ტიროდა. გვთხოვდნენ, ცოტა ხანი კიდევ დარჩით, ჩვენ გაცხოვრებთ, ჩვენ გაჭმევთ და გასმევთო, მაგრამ არ გამოდიოდა.
პეკინი არასოდეს ისვენებს და იძინებს. იქ დღე და ღამე ცხოვრება დუღს. ერთ ღამეს არ დამეძინა. მინერალური წყალი მომინდა და ვნახე, რომ მარტო კოკა–კოლა იყო. მაღაზიაში ჩასვლა გადავწყვიტე, თან მშიოდა. ჩვენ გვერდით იყო უზარმაზარი ქუჩა, რომელსაც ჩინელები მარკეტს ეძახდნენ. ამ ქუჩაზე ღამის სამ–ოთხ საათზე რომ გენახათ, როგორი ქეიფი მიდიოდა, სიზმარი გეგონებოდათ. ხმაური და ტაშიტუში იყო.
– რომელიმე ქვეყანაში თუ შეგიძლიათ იცხოვროთ ცოლ–შვილთან ერთად?
– ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ახლაც კი მთავაზობენ ჩემი მეგობრები რუსეთიდან, კიევიდან, საფრანგეთიდან და ამერიკიდან, რასაც შენ მანდ აკეთებ, იგივე გააკეთე აქ ცოტა მეტი ანაზღაურებით და წამოდიო. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უარს ვამბობ. რა ვქნა, ამ მიწას ვერ ვშორდები. ორ დღეში საშინელი ნოსტალგია მეწყება, ვტირი ხოლმე. მაგრამ რომ ჩამოვდივარ, მერე ვამბობ, ძაან მაგარი იყო–მეთქი.
– რომელიმე ქვეყანაში თუ დაბნეულხართ და გზა აგრევიათ?
– ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან მეტროში უნდა ჩავსულიყავი და მორინხშტრასეზე ამოვსულიყავი. არ ვიცი, რა დამემართა, გავითიშე. იქ ხომ იყო აქეთა და იქითა ბერლინი. ამოვყავი თავი სადღაც, გავიხედე და ძველი ჟიგული, "06" დავინახე. მივხვდი, სადღაც სხვაგან მოვხვდი. ვიღაც დავიხმარე და იმან მიმასწავლა გზა.
– მარტო მოგზაურობა თუ შეგიძლიათ?
– აუცილებელია, ვიღაც მახლდეს. მაგალითად, ტალინში სულ მარტო ვიყავი და ძალიან მოვიწყინე. ერთი დღე მომიწია მარტო ყოფნა და სანამ დავბინავდებოდი, ვფიქრობდი, რა საშინელებაა მარტოობა–მეთქი. იქაურმა წარმომადგენელმა თვითონ მომძებნა. რატომ ხარ მარტო, მე აქ ვარო და დაიწყო გიდობა, ყველაფერი დამათვალიერებინა. იქაც კარგი დრო გავატარე, კარგად მახსენდება.
– რომელ ქვეყანაში შეგხვდათ ბევრი ლამაზი ქალი?
– ახლა გულწრფელად გიპასუხებთ: თავს დავდებ, რომ დედამიწის ზურგზე ქართველ ქალზე ლამაზი არ არსებობს. დამიჯერეთ, ქართველ ქალს სხვანაირი სული, თვალები აქვს. თვალებით შეგჭამს. ძალიან ლამაზია რუსი ქალი, უკრაინელი, თეთრი, ქერა, ცისფერთვალა, აშხვართული და ა.შ. მაგრამ ქართველ ქალზე ლამაზი არავინაა. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია. ჩინელ ქალებზე გამახსენდა. ლიფტში რომ შევდიოდი, ორი–სამი ჩინელი ქალი მაინც მომყვებოდა და მეკითხებოდა: "მასაზი? მასაზი?" ანუ, მასაჟი ხომ არ გინდაო. ცოლიანი კაცი ვარ, ნოუ მასაზი–მეთქი, ვპასუხობდი.
– ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას თავს ხომ არ არიდებთ?
– სულაც არა. ჩინეთში ბაყაყი მივირთვი და უგემრიელესი აღმოჩნდა. თან ვუყურე, როგორ აკეთებდნენ. თავიდან შემეცოდა, თავი რომ მოაჭრეს, მაგრამ ამ ყველაფერს წამებში აკეთებენ. დაჭრეს, სანელებლებსა და ქინძმარში აურიეს და იქვე შეწვეს. უგემრიელესი იყო. ხრტილიანი ხორცი აქვს. ახლაც, რომ მახსენდება, ნერწყვი მომდის. სხვათა შორის, გასინჯული მაქვს ტარაკნების ბულიონი. მართლა გემრიელი იყო. ასევე დაგემოვნებული მაქვს გველის კონსერვი. რომ ვჭამეთ, მერე გვითხრეს, გველის იყოო. არადა ძალიან გემრიელად გეახელით. და მაინც, დედაჩემის გაკეთებული ნიგვზიანი ლოქო ქინძმარში და მეუღლის გაკეთებული ხორცის სალათი ყველაფერს მირჩევნია.
ანა ნოდია

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
თამუნა ამონაშვილი ნიუ იორკმა შეაშინა
რა ასწავლა გიორგი გოგიშვილს ირლანდიაში ცხოვრებამ
რას ჩამოგიტანენ მეგობრები ბერლინიდან

ნინი ქარსელაძე ლონდონმა დეპრესიაში ჩააგდო
ნინო კურატაშვილი: "ტაილანდის ბარებში დაჩოქილები გვემსახურებოდნენ"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ჩემი სამი ქორწინებიდან არც ერთხელ მქონია საქორწინო მოგზაურობა" 

რატი დურგლიშვილი: "ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე დუბაის ღამის კლუბში ლიმუზინებით მივედით"
ჯუმბერ ლეჟავა: "ღმერთი, ჩემი ველოსიპედი და მე ერთად ვმოგზაურობთ"
ლიზა ვადაჭკორიას ფრანგი სტუმარი კინაღამ ხელში ჩააკვდა
როგორ გააცურეს რუსმა გოგოებმა გია ნიკოლაძე
კახა კუხიანიძე: ”მხოლოდ დაფრენის მეშინია”
თიკო სადუნიშვილი: "ვთვლი, რომ პარიზმა მიმიღო"
ნუცა ჯანელიძემ ბარსელონაში ყაზახი მეგობრის დაბადების დღე ქართულად აღნიშნა
ზურა ვადაჭკორიამ შანხაი ბრინჯით ხელში შემოიარა
ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ 