asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ არ ღირს ქობულეთში წასვლა
არ მოტყუვდეთ!
რატომ არ ღირს ქობულეთში წასვლა

2011-07-20 16:32:31



ზღვა. მზე. ჰაერი. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როცა ქობულეთში ჩადიხარ, თავბედს გაწყევლინებენ.

დასვენება ასე იწყება: მიდიხარ თბილისის ავტოსადგურში. იხდი მგზავრობის საფასურს - 20 ლარს. გაბღენძილი მძღოლი 10 ლარს გამატებინებს, ბევრი ბარგი გაქვსო. ჩადიხარ ქობულეთში. გესევიან იქაურები - ჩემთან მოდი, კარგი პირობები მაქვსო. წყალს გპირდებიან, 24-საათიანს. მალე იგებ, რომ ტყუილია. წყალი ან არ არის, ან თავზე საპონი გრჩება, ან ცივი წყლით იბან. შედიხარ კაფეში. იქ ყველაფერი უგემური და ძვირია. რას იზამ, ხარ, სეირნობ. თუ ჭყონიას სასტუმროს სიახლოვეს მოხვდი, იქით გაიწიეო, გეუბნებიან. მოკლედ, ვერ ისვენებ რა, ფაქტიურად. იქიდან რომ მოდიხარ, რაღაც ფირმები გპირდებიან კომფორტულ მგზავრობას. ასეთია, მაგალითად, "გზა მშვიდობისა". თუ სადმე აფერისტია, ყველა მანდ მუშაობს. ფულს აკეთებენ, მაგრამ იქ არ მიყავხარ, სადაც ეტყვი. თუ მიდიხარ სურამში, ჩამოგსვამენ ქუთაისში. ზოგი ფირმა გაჩვენებს გასისინებულ მიკროავტობუსს, ტელევიზორითა და კონდინციონერით, მაგრამ "ურემზე" შეგსვამს. ისე, ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ქობულეთი სავსეა უზრდელი, უჯიგრო, ცრუპენტელა ადამიანებით, პატარა გვადი ბიგვებით. მოჭუტული თვალებით გიყურებენ და ურცხვად გატყუებენ, ვირეშმაკულად. ამიტომ, კარგად დაფიქრდით - გიღირთ ქობულეთში დასვენება? მით უმეტეს, რომ რადიაცია პიკს აღწევს და ნესტისგან დილით შეშუპებული იღვიძებ!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქობულეთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online