asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თვის ბოლომდე საქართველოში ცივი და ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი
ამინდის პროგნოზი
თვის ბოლომდე საქართველოში ცივი და ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

2011-11-25 12:11:00



თვის ბოლომდე საქართველოში ცივი და ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, გუშინ ღამით თოვდა საქართველოს უმეტეს რაიონებში და დედაქალაქში. დღეს დილისთვის თოვლის ნალექი შენარჩუნდა ბაკურიანში, ბოლნისში, თბილისსა და თელავში. დღის მეორე ნახევარში კი თოვა შეწყდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ღამით ყინვა გაძლიერდება და საშუალოდ -9 გრადუსი იქნება, თბილისში -3;-4 გრადუსი.
სინოპტიკოსები ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში წვიმას ვარაუდობენ. თოვლის ნალექი კვლავ მოსალოდნელია 27 ნოემბერს. 28-29 ნოემბერს კი ისევ გამოიდარებს. სინოპტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ დეკემბერი ნოემბერთან შედარებით უფრო თბილი იქნება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online