asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოში 16 ნოემბრამდე ყინვებია მოსალოდნელი
პროგნოზი
საქართველოში 16 ნოემბრამდე ყინვებია მოსალოდნელი

2011-11-14 10:44:00



საქართველოში 16 ნოემბრამდე ყინვებია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, წუხელ თოვდა აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის - თბილისშიც და თოვლის ნალექი ახლაც გრძელდება.
დასავლეთ საქართველოში თოვდა მხოლოდ ხულოსა და სურამში. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი თოვლის საფარი დაფიქსირებულია ხულოში _ 120 სმ და რიკოთზე _ 90 სმ. ჯვარზე თოვლის საფარი შეადგენს 30 სმ, გუდაურში _ 22სმ, ამბროლაურში _ 13სმ, შოვში _ 15სმ, მესტიაში _ 20სმ, ბაკურიანში _ 26სმ, აგარასა და ხაშურში _ 20-20 სმ, წალკაში _ 14 სმ.
თოვლის საფარის გამო ჰაერის ტემპერატურამ დაიკლო აღმოსავლეთ საქართველოში. ყველაზე ძლიერი ყინვები დაფიქსირდა ჯვარზე, სადაც ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუს შეადგინა, გუდაურში _ -16, სტეფანწმინდაში _ -13 გრადუს. ზოგადად კი, აღმოსავლეთ საქართველოში მინიმალური ტემპერატურა -3 გრადუსი იყო, თბილისში _ 0 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში კი ყველაზე დაბალი ტემპერატურა _ -12 შოვში დაფიქსირდა, სურამში _ - 6, საჩხერეში _ -3.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და თოვა შეწყდება. 16 ნოემბრამდე კი, ღამით ყინვებია მოსალოდნელი. შემდეგ დღისით ტემპერატურა უმნიშვნელოდ მოიმატებს. ზოგადად, ცვალებადი ამინდები საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online