asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მსოფლიოს სტიქიებით და ანომალიებით აღსავსე ექსტრემალური ზამთარი ელოდება
პროგნოზი
მსოფლიოს სტიქიებით და ანომალიებით აღსავსე ექსტრემალური ზამთარი ელოდება

2011-11-04 19:46:05



მეცნიერები ზამთრის თვეებში ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებენ. არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთი ბოლო ნორმალური ზამთარი გველის, როდესაც გუნდაობის, თხილამურებზე და ციგებზე სრიალის საშულება იქნება. ამ დღეებში კლიმატის ექსპერტთა მთავრობათაშორისმა ჯგუფმა მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად პრობლემური ადგილი ხდება. კვლევის შედეგების ერთ-ერთ მტკიცებულებად მეცნიერებს მოყავთ თოვლის შტორმი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელიც ჰელოუინის წინა დღეებში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურმა თოვამ ადამიანების მსხვერპლი, რეგიონში საავტომობილო და სარკინიგზი მოძრაობის გართულება, ელექტრომომარაგების კრიზისი გამოიწვია. `ნასას~ კლიმატოლოგ გევინ შმიდტის აზრით, უახლოეს ათწლეულებში ნალექების კატასტროფული რაოდენობა კაცობრიობას ნამდვილ უბედურებას მოუტანს. ასეთი კატასტროფული ნალექები ადრე 20 წელიწადში ერთხელ აღინიშნებოდა. ახლა კი მოსალოდნელია, რომ ათწლეულში ორჯერ მაინც განმეორდეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მომავალში კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ პლანეტის ზოგიერთი მხარე ადამიანების არსებობისთვის თითქმის შეუძლებელი გახდება. მეცნიერები თითქმის არ ეჭვობენ (მათი შეფასებებით ალბათობა 99%-ს უტოლდება), რომ მსოფლიო უფრო ექსტრემალური გახდება – სითბო უფრო მეტი იქნება. სიცხის ტალღის პიკური მაჩვენებელი საუკუნის შუაწელისთვის ხუთი გრადუსით მოიმატებს, ხოლო საუკუნის ბოლოსთვის – მთელი ცხრა გრადუსით მეტი იქნება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ამინდი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online