asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოში 8 თებერვლიდან კვლავ თოვაა მოსალოდნელი
ამინდი
საქართველოში 8 თებერვლიდან კვლავ თოვაა მოსალოდნელი

2012-02-06 11:24:00



საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8-დან 11 თებერვლის ჩათვლით კვლავ თოვლია მოსალოდნელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, თოვს თბილისსა და ბოლნისში. დღის განმავლობაში თოვა მოსალოდნელია კახეთშიც.
დასავლეთ საქართველოში გუშინ გამოიდარა და მცირედით დათბა. კერძოდ, ქობულეთსა და ფოთში გუშინ ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსს შეადგენდა. აღნიშნულის მიუხედავად, სინოპტიკოსები ხვალ ღამით დასავლეთ საქართველოში წვიმას პროგნოზირებენ, რომელიც შემდეგ თოვლში გადავა.
8 თებერვლიდან კი ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. მთელ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები 11 თებერვლამდე გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ყინვა შესუსტდება, თუმცა უარყოფითი ტემპერატურა დღისითაც არის მოსალოდნელი.
გუშინ ღამით ყველაზე დაბალი ტემპერატურა _ -20 გრადუსი, ახალქალაქში დაფიქსირდა. აგარაში იყო _ -14 გრადუსი; გუდაურში _ -11, ხოლო ჯვარზე _ -14. დაბალი ტემპერატურა იყო თბილისშიც _ -5 გრადუსი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online