asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ევროპაში ყინვებს გუშინ 163 ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლი
ევროპაში ყინვებს გუშინ 163 ადამიანი ემსხვერპლა

2012-02-03 09:34:00



ევროპაში, უკრაინიდან იტალიამდე, ძლიერ ყინვებს 163 ადამიანი ემსხვერპლა . ამის შესახებ "ფრანს პრესი" იუწყება. ყინვის შედეგად პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობაც.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" ქვეყნების ხელისუფლებებს აფრთხილებს, რომ ათასობით უსახლკარო ადამიანი რისკის ქვეშ იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, გასული დღ-ღამის განმავლობაში, პოლონეთში 32 გრადუსიან ყინვას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ერთი კვირის განმავლობაში კი, 29 ადამიანია დაღუპული.
უკრაინაში ყინვას 63 ადამიანი ემსხვერპლა, რუმინეთში - 22, ბულგარეთში, სადაც მსგავსი ყინვები ბოლოს ერთი საუკუნის წინ დაფიქსირდა – 10 ადამიანი, ლატვიის დედაქალაქში, ასევე ათი ადამიანი გარდაიცვალა, ლიტვაში – 9. იტალიაში ორი ადამიანია გარდაცვლილი, სერბეთში - შვიდი, ჩეხეთში - ხუთი, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და საბერძნეთში - ორი ადამიანი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ევროპა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online