asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თბილისში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
პროგნოზი
თბილისში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

2012-02-02 13:42:00



აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ძლიერი ქარი დღეს ღამით ჩადგება. ამჟამად ქარის სიჩქარე თბილისში წმ-ში 25 მეტრია, გორში _ 20მ და მთასაბუეთზე _ 15მ.
ამასთან, დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება. შიდა ქართლის დაბლობში ჰაერის ტემპერატუირა -15 გრადუსი იქნება; კახეთში _ -10 გრადუსი, ხოლო თბილისში _ -7-8 გრადუსი.
ნიორაძის თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი ტემპერატურა დღისითაც არის მოსალოდნელი, რაც 3-4 დღე გაგრძელდება. ზოგიერთ რაიონში ასევე მოსალოდნელია თოვლიც.
დასავლეთ საქართველოში თოვს ზუგდიდში და მთასაბუეთზე. ამაღამ დასავლეთ საქართველოში ყინვა -5 გრადუსამდე იქნება, ხვალიდან კი ჰაერის ტემპერატურა დღისით თანდათან მოიმატებს და 10-12 გრადუსაც მიაღწევს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თბილისი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online