
ქარბუქისა და ნამქერის გამო, თბილისში შემოსავლელ გზასა და კახეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ხილვადობა გართულებულია, რაც მოძრაობის შეფერხების მიზეზი გახდა.
"ბაკურციხიდან თელავის ჩათვლით საშინელი ქარბუქი და ნამქერია. ამის გამო მოძრაობა შეფერხებულია, თუმცა იმისთვის, რომ გზებზე მანქანების ჩახერგვა არ მოხდეს, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ანალოგიური სიტუაციაა თბილისში შემოსავლელ გზაზე, რომელის სატრანზიტო მოძრაობისთვისაა განკუთვნილი და რომლითაც ტრაილერები დედაქალაქის გვერდის ავლით გადაადგილდებიან", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ტრაილერების გარდა, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული, ნაქერალას უღელტეხილზე კი, გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ხდება.
შეზღუდვები გრძელდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისათვის კვლავ შეზღუდულია. დანარჩენი სახის ავტროტრანსპორტისთვის კი, მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



თბილისში წყალსაცავები გაიყინა
თბილისის ზღვა გაიყინა
მტკვრისა და არაგვის შესართავი გაყინულია
საქართველოში 8 თებერვლიდან კვლავ თოვაა მოსალოდნელი












დუშეთის რაიონში ტბა გაიყინა
18 მარტამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება
აშშ-ს ძლიერმა შტორმმა გადაუარა 

საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები 10 მარტამდე გაგრძელდება
სინოპტიკოსები გამოდარებას 21 თებერვლიდან პროგნოზირებენ
უახლოეს დღეებში ისევ თოვა და ყინვაა მოსალოდნელი
საქართველოში ისევ ითოვებს
16 თებერვლამდე ყინვები დასრულდება
დასავლეთ საქართველოში დღეიდან ყინვა შერბილდება
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
საქართველოში დღეს ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
აფრიკაში თოვლი მოვიდა 





































































































