
ცივი და არამდგრადი ამინდები 7 თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა , მცირე თოვლის ნალექი დღეს შენარჩუნებულია მხოლოდ თბილისსა და კახეთში. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე თოვამ გადაიღო. თუმცა სინოპტიკოსები 1 თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, თოვლის ნალექს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ისევ პროგნოზირებენ. შემდეგ უნალექო და ცივი ამინდები 7 თებერვლამდე გაგრძელდება.
ნიორაძის თქმით, გუშინ საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. გუშინ ღამით ძლიერი ყინვები დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. კერძოდ, ჯვარზე _ -21; გუდაურსა და ახალიხეში _ -19, ბაკურიანში _ -18; აგარაში _ -14; გორსა და თელავში _ -10; თბილისში _ -5; ღამით ყინავდა დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, ზუგდიდში _ -6; შოვში _ -18; საჩხერეში _ -8; კორბოულში _ -15.
სინოპტიკოსების ვარაუდით, რამდენიმე დღით ყინვები შესუსტდება და შედარებით დაბალი ტემპერატურა 3 თებერვლის შემდეგ არის მოსალოდნელი.

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



თბილისში წყალსაცავები გაიყინა
თბილისის ზღვა გაიყინა
მტკვრისა და არაგვის შესართავი გაყინულია
საქართველოში 8 თებერვლიდან კვლავ თოვაა მოსალოდნელი












დუშეთის რაიონში ტბა გაიყინა
18 მარტამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება
აშშ-ს ძლიერმა შტორმმა გადაუარა 

საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები 10 მარტამდე გაგრძელდება
სინოპტიკოსები გამოდარებას 21 თებერვლიდან პროგნოზირებენ
უახლოეს დღეებში ისევ თოვა და ყინვაა მოსალოდნელი
საქართველოში ისევ ითოვებს
16 თებერვლამდე ყინვები დასრულდება
დასავლეთ საქართველოში დღეიდან ყინვა შერბილდება
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
საქართველოში დღეს ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
აფრიკაში თოვლი მოვიდა 





























































































