
სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 21 თებერვლიდან პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის სინოპტიკოსმა, ნაირა მანველიშვილმა განუცხადა , ამ დროისთვის ქარია ქვეყნის ყველა რეგიონში, ხოლო თბილისში ჩრდილო-დასავლეთის ქარის სიჩქარე წამში 20 მეტრია.
17-22 მეტრი წამში სიჩქარის ქარის შენარჩუნებას სინოპტიკოსები ამაღამაც ვარაუდობენ, ხვალიდან კი ქარის სიძლიერე შესუსტდება და ზოგიერთ რეგიონში წვიმასა და თოვლჭყაპში გადაიზრდება.
წუხანდელი ქარი ამ დროისთვის თოვლჭყაპში გადაიზარდა გორსა და ბაკურიანში, მცირე ნალექია კახეთშიც. რაც შეეხება თბილისს, ქარის ჩადგომის შემდეგ დედაქალაქში სინოპტიკოსები ნალექს არ ელოდებიან.
"შესაძლოა, თოვლის მცირე ფერფლი წამოვიდეს, თუმცა, ეს ქარის წამოღებული იქნება. ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება",- აღნიშნა ნაირა მანველიშვილმა.
21 თებერვლიდან კი, სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოდარებას ელოდებიან.

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



ევროპაში ყინვებს გუშინ 163 ადამიანი ემსხვერპლა
სიცივე, ქარი, ლამპიონები, საშიში
თბილისში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
თბილისში შემოსავლელ გზასა და კახეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია













საქართველოში ისევ ითოვებს
16 თებერვლამდე ყინვები დასრულდება
დასავლეთ საქართველოში დღეიდან ყინვა შერბილდება 

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
საქართველოში დღეს ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
აფრიკაში თოვლი მოვიდა
თბილისში წყალსაცავები გაიყინა
თბილისის ზღვა გაიყინა
მტკვრისა და არაგვის შესართავი გაყინულია
საქართველოში 8 თებერვლიდან კვლავ თოვაა მოსალოდნელი
შავი ზღვა გაიყინა 




















