asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თუ სურდო გაქვთ, ნივრის ინჰალაცია გაიკეთეთ
თუ სურდო გაქვთ, ნივრის ინჰალაცია გაიკეთეთ
თუ სურდო გაქვთ, ნივრის ინჰალაცია გაიკეთეთ

2011-12-06 12:24:28



მოახლოვდა გაცივებისა და გრიპის სეზონი. ხალხური მედიცინა კი, როგორც ყოველთვის, ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებელს და ათასნაირი საშუალებით ამარაგებს. ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ გრიპისა და გაციების დროს, ნიორი, ცაცხვი, თხილის ნაჭუჭი უებარი საშუალებებია, თუმცა, მათი გამოყენების წესს არ იცნობს. გთავაზობთ გაციებისა და ვირუსისგან თავდაცვითსა და მისგან განსაკურნებელ ხალხურ მეთოდებს.



ცაცხვს სამკურნალო თვისებებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი სძენს, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში.

ხალხური მედიცინის მიხედვით, ცაცხვის ყვავილის ჩაი რეკომენდებულია, როგორც ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო საშუალება. ნახარში ფილტვებს ნახველისგან ასუფთავებს. ცაცხვის ქერქითა და ყვავილედით დამზადებულ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და გამწმენდი თვისება. იყენებენ ანთებითი დაავადებებისა და ანგინის დროს პირში გამოსავლებად, გრიპისა და გაციების დროს. ცაცხვის ყვავილის ნახარში ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხსნის სპაზმებს, გამოიყენება როგორც მეტეორიზმის, ისე დიარეის დროს. 4 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი წყალი, წამოადუღეთ, შეაგრილეთ, გაწურეთ. სვით 1/2 ჩაის ჭიქა თბილი ნახარში 2-3-ჯერ დღეში.

***

ცაცხვი და ძახველი - გაციების დროს ასევე შეუცვლელია ცაცხვი და ძახველი. აიღეთ 1 წილი ცაცხვის ყვავილი, 1 წილი ძახველის ნაყოფი. ნარევის 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 5-10 წუთით, გაფილტრეთ, დალიეთ ცხელი 1-2 ჭიქა (უმჯობესია დალიოთ ღამით).

***

ნიორი - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიორი შეიცავს ნივთიერება ალიინს, რომელიც მას სიცხარესა და სპეციფიკურ სუნს აძლევს. თურმე ალიინს ორგანიზმისთვის მაინცდამაინც სასარგებლო თვისებები არა აქვს, სამაგიეროდ სასარგებლოა ალიცინი, რომელიც ნივრის დაჭყლეტვის, დანაყვის დროს გამოიყოფა და ძალიან კარგი ეფექტიც აქვს. ალიცინი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, იგი ანთებას ძლევს და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს, იმუნიტეტს ამაღლებს და ვირუსებისა და ინფექციებისგან იცავს ორგანიზმს. ამ ეფექტის მისაღწევად ნიორი აუცილებლად უნდა დანაყოთ, ან დაანამცეცოთ. თუ სურდო გაქვთ, ნივრის ინჰალაცია გაიკეთეთ. გაციების, ხველისა და ყელის ტკივილის დროს, ნივრის ნახარში დაგეხმარებათ. აადუღეთ ნახევარი ჭიქა წყალი და დაუმატეთ ჩაის კოვზის მეოთხედი მსხვილად დაჭრილი ნიორი. 2-3 წუთი მოადუღეთ, გადმოდგით, გადაწურეთ და 45 წუთით გააჩერეთ. ნახარში დღეში ერთხელ ნახევარი ჭიქა დალიეთ.

***

ასკილის ნაყენი: ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სადილის კოვზი 1 ლიტრ ცივ წყალში ჩაყარეთ და ადუღეთ 10 წუთი. ამის შემდეგ დაახლოებით 8-10 საათის განმავლობაში დააყოვნეთ და გაწურეთ მარლაში. დალიეთ ყოველ 2-3 საათში, რამდენიმე დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, შაქრით ან მურაბით. სასურველია ნაყენი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ და თან დოზა ნელ-ნელა შეამციროთ.

ლუდის მოყვარულებს კი სურდოს საწინააღმდეგოდ ასეთ მეთოდს სთავაზობენ ხალხური მედიცინის მიმდევრები: ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ვირისტერფას ფოთლები ჩაის მსგავსად მოადუღეთ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში. გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 3 სუფრის კოვზი ლუდი. თბილი ნაყენი დღეში სამჯერ სუფრის კოვზით დალიეთ ( ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ) შეგიძლიათ ლუდის კომპრესებიც გაიკეთოთ: 1 ჩაის ჭიქა ლუდი 30 გრადუსამდე გააცხელეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და აურიეთ, სანამ თაფლი მთლიანად არ გაიხსნება. ამ ხსნარში დოლბანდი დაასველეთ და ყელი შეიხვიეთ.

***

ხველების დროს თხილის ნაჭუჭი დაგეხმარებათ: აიღეთ, დაახლოებით, ერთი მუჭა თხილის ნაჭუჭი, დაასხით 1-1,5 ლიტრი ცივი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-5 ჯერ ჩაის პატარა ჭიქით (სასურველია, თბილი ნაყენი მიიღოთ).

დაბოლოს, რამდენიმე რჩევა მათ, ვინც სამკურნალო ნაყენს ამზადებს და მათი აქტიური მომხმარებელია:

- ნაყენის მოსამზადებლად ნუ გამოიყენებთ ბალახს, რომელსაც რამდენიმე წელია ინახავთ! ერთ ჭურჭელში ბევრ ბალახს ერთბაშად ერთმანეთში ნუ შეურევთ; ნუ აადუღებთ ბალახს ალუმინის, სპილენძის, თუნუქის ჭურჭელში, უმჯობესია გამოიყენოთ ქაშანურის ან მინის ჭურჭელი;

- ნუ მოამზადებთ დიდი რაოდენობით ნახარშს, გაიანგარიშეთ რამდენი დღე უნდა მიიღოთ ნაყენი და შესაბამისი რაოდენობით მოამზადეთ;

- ნუ ადუღებთ ბალახს დიდი ხნის განმავლობაში, ნაყენი გააცივეთ და შემდეგ გადაურეთ ხოლმე;

- ნუ დალევთ ცივ ნაყენს, რადგან თბილს გაცილებით დიდი ეფექტი აქვს;

- ნაყენის მოსადუღებლად ბალახებს ადუღებული წყალი დაასხით და დააყენეთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში (განსაზღვრული დროით);

- ნაყენს სვამთ იმდენ ხანს, რამდენიც რეკომენდებულია, შეწყვეტის შემთხვევაში, წამლის ეფექტი სრულიად დაიკარგება.

თეონა მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online