asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ვუმკურნალოთ უძილობას
ძილის ბალიში
როგორ ვუმკურნალოთ უძილობას

2011-12-04 21:11:43



თაფლი ვაშლის ძმრით: -3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა თაფლში არეული არაჩვეულებრივი საძილე საშუალებაა. ძილის წინ ღებულობენ 2 ჩაის კოვზს. მიღება შეიძლება ღამით. შვრია: - 1 სუფრის კოვზი შვრიის მარცვალი ან ფანტელები უნდა იხარშოს 2 ჭიქა წყალში დიდხანს (განახევრებამდე). სვამენ, როგორც ჩაის. ივან-ჩაი: 2 სუფრის კოვზ ივან-ჩაის (იყიდება აფთიაქებში) ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და აჩერებენ 6 სთ. ღებულობენ თანაბარ ულუფებად 3-4-ჯერ დღეში ნევრასთენიის, უძილობისა და თავის ტკივილის დროს. ვალერიანის ძირები: - ვალერიანის დაქუცმაცებულ ფესვებს (2 ჩაის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. ღებულობენ 1 სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3-4-ჯერ. ბავშვებს აძლევენ ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. ძლიერი აღგზნებადობის დროს შეიძლება 1/2 ჩაის ჭიქა ვალერიანის ნაყენის მიღება 2-3-ჯერ დღეში. ძილის ბალიში: - ავსებენ ბალიშს თავშავას ყვავილებით, არყის ხის ფოთლებით ან სვიის გირჩებით, ამ მცენარეების აქროლადი ნივთიერებების გავლენით ძილის პროცესი უმჯობესდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: უძილობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online