asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თუ ნევრასთენია გაწუხებთ
მდგომარეობას ხალხური საშუალებები შეგიმსუბუქებთ
თუ ნევრასთენია გაწუხებთ

2011-12-03 16:18:37



ნევრასთენია ნევროზის ერთ–ერთი სახეა, რომელიც გამოხატულია ნერვული სისტემის აშლილობით. ავადმყოფს ახასიათებს გაღიზიანებადობა, ფხიზელი ძილი, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, ავადმყოფური რეაქციები ხმაურზე, შუქზე და ა.შ. თუ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სიმპტომები გახასიათებთ, მდგომარეობის შემსუბუქებაში ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ. – 1 ჩაის კოვზ ვალერიანის დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 20 წუთი. სვამენ თბილ ნაყენს ძილის წინ. – 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ძირებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს. აჩერებენ 6–8 საათი. წურავენ. მიღება: თითო სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში. ბავშვებს ჩაის კოვზით. შავბალახა 1–2 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ გაცივებამდე. წურავენ. იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–5–ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე. წითელი კუნელი 1 სუფრის კოვზ კუნელის დაჩეჩქვილ ნაყოფს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 2 საათი (ჰაერღუმელში ან თერმოსში). იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–ჯერ დღეში ჭამის წინ. იღებენ წითელი კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ თერმოსში 2 საათი. წურავენ. იღებენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ბარამბო 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. წურავენ გაცივებულს. იღებენ 1 დღის განმავლობაში. კაკალი, ქიშმიში, ყველი ტიბეტური მედიცინის რჩევით, იღებენ ყოველდღიურად ერთ მიღებაზე 30 გრამ კაკალს, 20 გრამ ქიშმიშსა და 20 გრამ ყველს. ეს საშუალება ხსნის დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებს გულის კუნთსა და ნერვულ სისტემას. თაფლი 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება ძილის წინ მოქმედებს, როგორც საძილე საშუალება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას. – 1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. 1 დღე–ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. ბავშვებს 1/8–1/4 ჭიქას აძლევენ ერთ მიღებაზე. გაფრთხილება: უნდა გვახსოდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ასკილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online