გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
– მუხლის სახსარი მეკეტება, სიარული მიჭირს. რისი ბრალია?
– მუხლის სახსრის ტკივილი შეიძლება ანთებითი პროცესით იყოს გამოწველი. თუ ორივე სახსარი გაწუხებთ, საჭიროა სხვა დაავადებების გამორიცხვაც და სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარება. პირველ რიგში, თბილად, შალის ქსოვილით შეიხვიეთ სახსარი, მდგომარეობა ოდნავ შეგიმსუბუქდებათ. ზეპირად, ყოველგვარი სხვა ჩვენების გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია რომელიმე პრეპარატის რჩევა.
– თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბს ვიყენებ, დავორსულდები და რა უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს?
– თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას ინსტრუქციის მიხედვით არ გამოიყენებთ, შეიძლება დაფეხმძიმდეთ. თუ გამოიყენეთ და მაინც დაფეხმძიმდით, ორსულობაზე არანაირ უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
– ფეხებზე მაქვს კოჟრები, ცერა თითების დასაწყისში. "მარილები" არ არის. ოპერაციით თუ შეიძლება მოშორება?
– ასეთი კოჟრები ძირითადად ორგანიზმში შარდოვანას დაგროვებით არის გამოწვეული, რომელიც შემდეგ პოდაგრას იწვევს. ოპერაციულ ჩარევას გართულების შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე. მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება სახლის პირობებშიც შეძლოთ, თუ გამოიყენებთ უმ კარტოფილს. პატარა ზომის კარტოფილი გათალეთ, ამოაცალეთ გული ისე, რომ კოჟრი ჩაეტიოს. შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ერთთვიანი პროცედურის შემდეგ შედეგს მიაღწევთ.
– ფეხის ფრჩხილები ძალიან გამისქელდა. ორჯერ ცერა თითზე ფრჩხილი თავისით წამძვრა. სახლის პირობებში როგორ ვიმკურნალო?
– სავარაუდოდ, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება გჭირთ და მისი სახლის პირობებში მკურნალობა ვერ მოხერხდება. სოკოვანი დაავადება ზუსტი ანტიმიკოზური ხანგრძლივი მკურნალობით განიკურნება.
– ვარ 36 წლის. მყავს 2 შვილი. მეორე ბავშვს შევუწყვიტე ძუძუთი კვება. დღემდე ძუძუსთავზე ხელის მოჭერით რძე გამომდიოდა. შევამჩნიე, რომ რძესთან ერთად ერთ–ერთი სადინარიდან სისხლიც გამოდის. არის თუ არა ეს საშიში და ვის მივმართო?
– დაუყოვნებლივ მიმართეთ მამოლოგს, სადინარიდან სისხლის, თუნდაც მცირე რაოდენობით, წამოსვლა ზოგჯერ პაპილომა ვირუსის არსებობაზე მიუთითებს.
– დაქვეითებული მაქვს მხედველობა ბავშვობიდან, სათვალეების ნაცვლად შეიძლება თუ არა ლინზების ხმარება? აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები და მისი არასწორი ხმარება მხედველობის გაუარესებას ხომ არ გამოიწვევს?
– ოფთალმოლოგის გარეშე არ გირჩევთ, რომ ლინზები გამოიყენოთ. არასწორი ხმარებით შეიძლება გაიღიზიანოთ თვალი, რაც, ბუნებრივია, მხედველობაზეც უარყოფითად მოქმედებს და დამატებით მკურნალობას საჭიროებს.
– 4 წლის გათხოვილი ვარ, ფეხმძიმედ არ ვარ. შეიძლება, რომ ციკლის გადაცდენამდე მქონდეს მიზეზობა, მაგალითად, გული მიჩქარდება.
– უმჯობესია, ციკლის გადაცდენას დაელოდოთ და გააკეთოთ ორსულობის ტესტი, მხოლოდ გულის აჩქარება ორსულობის ტოქსიკოზზე არ მიუთითებს.
– შეიძლება, მიომა გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ? რა იწვევს მას და ყველა შემთხვევაში საჭიროა მისი ამოკვეთა?
– მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომლის ავთვისებიანად გადაგვარების მაგალითები იშვიათად მოიპოვება, იგი ძირითადად რეპროდუქციის ასაკში ვლინდება და მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა, ძირითადად – პროგესტერონის ნაკლებობა. თუ მიომა ჰორმონოთერაპიის ფონზე მოცულობაში არ იმატებს, შეიძლება ის მკურნალობას დაექვემდებაროს და ოპერაციული ჩარევა საჭირო არ გახდეს.
– ფეხმძიმობის შემდეგ მკერდი ძალიან დაბლა დამეწია, რა გავაკეთო, რომ ისევ ძველი ფორმა დაუბრუნდეს?
– მკერდის ფორმის შეცვლა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციით შეიძლება.
– ვარ გაუთხოვარი, მაქვს ქავილი და გამონადენი. რას მირჩევთ?
– აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, ჩაიტარეთ ნაცხის ანალიზი და მკურნალობაც შესაბამისი დაგენიშნებათ. გამონადენი და ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც სოკოვანი დაავადებით, ასევე ტრიქომონითაც, საჭიროა დროული მკურნალობა.
– ციკლი მქონდა დარღვეული. ვიკურნალე და მომიწესრიგდა. ჩავიტარე ჰორმონალური მკურნალობა, სახეზე გამონაყარი შემიმცირდა, მაგრამ თმიანობა დამრჩა. ასევე უკვე ერთი წელია სიმაღლეში ზრდა შემიჩერდა. რას მირჩევთ?
– მთავარია, რომ ციკლი მოგიწესრიგდათ, შესაბამისად, ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობა ძირეულად გამოსწორდა. რაც შეეხება თმიანობას, მისი ბოლომდე გაქრობა შეიძლება არ მოხერხდეს, მთავარია, აღარ მოგემატოთ, რაც იმის ნიშანია, რომ ჰორმონალური დისბალანსი აღარ მიმდინარეობს თქვენს ორგანიზმში. ჰორმონალური პრეპარატები სიმაღლეში ზრდის შეჩერებას ნაკლებად იწვევენ, მაგრამ მაინც უნდა გადაიხედოს ჩატარებული მკურნალობის კურსი. მიმართეთ ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგს. თუ რომელიმე პრეპარატმა ასეთი გვერდითი მოვლენა გამოავლინა, მისი გამოსწორება შეიძლება.
– მაქვს ქავილი და გამონადენი. რას მირჩევთ?
– მიმართეთ გინეკოლოგს, ჩაიტარეთ ნაცხის ანალიზი და მკურნალობაც შესაბამისი დაგენიშნებათ. გამონადენი და ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც სოკოვანი დაავადებით, ასევე ტრიქომონითაც. საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.
– რა არის კბილის ქვები, როგორ ჩნდება და რა პრობლემას უქმნის იგი მოზარდს?
– ადამიანთა 80%–ს აქვთ კბილის ნადები – კბილის ქვა. ყველაზე ხშირად კბილის ქვა ვითარდება იმ კბილებზე, რომლებიც ნაკლებად მონაწილეობენ ღეჭვით პროცესში, რის გამოც ბუნებრივი თვითწმენდა გართულებულია. კბილის ქვის წარმოშობის მიზეზებია: პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა, მხოლოდ რბილი საკვების მიღება, ერთ მხარეს ღეჭვა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ხელს უწყობს ასევე ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვების წარმოქმნას. ასევე კბილების ქვების წარმოშობის ფაქტორებია არასწორი თანკბილვა და უხარისხო პასტებისა და ჯაგრისების გამოყენება. კბილის ქვები იწვევენ ზეწოლას ღრძილებზე და სისხლდენას ღრძილებიდან. აღინიშნება უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. თუკი დროულად არ იქნება მოცილებული კბილის ქვა, მას შეუძლია გამოიწვიოს ღრძილების ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა პაროდონტიტი.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 