ვებრძვით ჩალურჯებას!
ვებრძვით ჩალურჯებას!
დარტყმის, მირტყმის შედეგად კანქვეშა სისხლძარღვები წყდება, მათ გარშემო სისხლი ჩაიქცევა და ჰემატომა ვითარდება. თავიდან დაზიანებულ ადგილზე მუქი ფერის ლაქა ჩნდება, გარკვეული დროის შემდეგ მოლურჯო–იასამნისფერს იღებს, ბოლოს კი მოყვითალო–მომწვანო ხდება. როგორც წესი, სახეზე არსებული სილურჯე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაიწოვება, სხეულზე არსებული ლაქების გაწოვას კი ორი კვირა სჭირდება.
ჩალურჯებები ძალიან ხშირია ბავშვებში, რადგან ისინი თამაშისა და ანცობის დროს ხშირად იღებენ ტრავმებს. თუ გარკვეულ ზომებს მივიღებთ, შესაძლებელია, ჰემატომის გაწოვის პროცესი დავაჩქაროთ. სწორი მოქმედებით მშობელს ისიც ძალუძს, რომ საერთოდ არ მოხდეს სისხლჩაქცევა.
თუ ტრავმის მიღებისთანავე შვილს მტკივნეულ ადგილზე მომენტალურად დაადებთ ყინულის კუბიკს, ჰემატომა მნიშვნელოვნად დაპატარავდება და დაზიანებული ადგილი ნაკლებმტკივნეულიც იქნება. ცივი სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, რის გამოც იკუმშება და ქსოვილებში ნაკლები სისხლი იღვრება. ტრავმის ადგილზე ყინულის 10–15 წუთით დადება საკმარისია. თუ ყინული ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ ცივი წყალი ან (თუ კანი დაზიანებული არ არის) სპეციალური მალამოები გამოიყენოთ, რომლებიც სისხლის გაწოვას უწყობს ხელს.
ტრავმირებიდან გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ მტკივნეულ ადგილზე სათბური (კომპრესი) დაადოთ, რომელიც ხელს უწყობ სისხლის გაწოვას. სითბოს შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლი ინტენსიურად ცირკულირდება. შემთბარი მარილიანი ტომარა პატარას ნატკენზე 20 წუთით დაადეთ. ეს პროცედურა შეგიძლიათ დღეში 3–ჯერ ჩაუტაროთ მანამ, სანამ სილურჯე მთლიანად არ გაქრება.
ჰემატომის სწრაფად გასაწოვად დაგეხმარებათ მალამო, რომელიც ლ ვიტამინს შეიცავს. ის მანამ უნდა გამოიყენოთ, სანამ დალურჯება მთლიანად არ გაქრება. გაითვალისწინეთ, ამ სახის მალამოს გამოყენება დაუშვებელია, თუ კანის საფარი დაზიანებულია.
მომავალში მაქსიმალურად რომ დაიცვათ შვილი ჰემატომებისაგან, სასურველია პროფილაქტიკის ჩატარება. ამისათვის, პირველ რიგში, სისხლძარღვების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. ამ მიზნით კარგია კონტრასტული აბაზანები, რაციონი მდიდარი უნდა იყოს ს, ზ, ლ ვიტამინებით, რომელთა საბადოა ციტრუსები, ასკილი, გარგარი, მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული, სალათის ფურცლები, კვერცხის ცილა, თევზის ქონი, მწვანე ხახვი, კომბოსტო.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს? თუ ჰემატომა მაშინაც ვითარდება, როცა ტრავმა ძალიან მსუბუქია. ეს აუცილებლად მოითხოვს სათანადო ყურადღებას, რადგან ხშირი და უმიზეზო ჰემატომები შესაძლოა გარკვეული პრობლემების არსებობის ნიშანი იყოს, მაგალითად, ვარიკოზული, სისხლის დაავადებების, ასევე იყოს მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგი.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 