asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დამწვრობის მკურნალობისას ქაცვის ზეთს ბადალი არ მოეპოვება
დაზიანებულ ქსოვილთა აღმდგენი
დამწვრობის მკურნალობისას ქაცვის ზეთს ბადალი არ მოეპოვება

2011-12-01 19:45:27



ქაცვის ზეთი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებათა კომპლექსს, რომელიც ბუნებამ თითქოს განგებ შექმნა დაზიანებულ ქსოვილთა აღსადგენად. ქაცვის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ტიბეტურ ტრაქტატ „ში ბუ იდიანშია“ ჩამოთვლილი, ეს უკანასკნელი კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე XI საუკუნით თარიღდება. ეს მცენარე მოხსენიებულია ჰიპოკრატეს ნაშრომებშიც - იგი იმ პრეპარატების შემადგენლობაში შედის, რომლებსაც მედიცინის მამა თავის პაციენტებს კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ ურჩევდა. კარაბადინებში ნახსენები დამწვრობათა და ჭრილობათა მოსაშუშებელი წითელი მალამოც სხვა არა არის რა, თუ არა ქაცვის ზეთი. მას ბადალი არ მოეპოვება დამწვრობის მკურნალობისას. მეტად ეფექტურია თვალის რქოვანა გარსის დაზიანების შემთხვევაშიც. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილთა აღდგენას, ახორცებს ეროზიებსა და წყლულებს. დიაბეტის გართულებათა (ანგიოპათიის, ნეიროპათიის) თავიდან ასაცილებლად დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი ქაცვის ზეთი უნდა მიირთვათ. სამკურნალო ღირებულება აქვს არა მხოლოდ ზეთს, არამედ ქაცვის წვენს, ფოთლებისა და ქერქის ნაყენს. დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია შემდეგი ნაყენებიც: აიღეთ დაფნის 10-12 ფოთოლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათს. მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ. აიღეთ თანაბარი ოდენობის ოროვანდის ფესვი და მოცვის ფოთოლი. 60 გრამ ნარევს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და 12 საათს გააჩერეთ, შემდეგ 5 წუთით წამოადუღეთ, ერთი საათით შეფუთული დააყენეთ, გადაწურეთ და დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ, 3/4 ჭიქა მიირთვით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დიაბეტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online