asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ასკილი იმუნიტეტს აძლიერებს
გულის კუნთსაც ამაგრებს
ასკილი იმუნიტეტს აძლიერებს

2011-12-01 19:38:10



იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად და მავნე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორთა ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დასაცავად რეკომენდებულია ასკილის ნახარშის მიღება. ამისათვის ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი უნდა დაფქვათ, დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5-10 წუთს ადუღოთ, 2-3 საათს დააყენოთ და გადაწუროთ. ამ წესით მომზადებული ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ 1/4-1/2 ჭიქის ოდენობით. ასკილის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად. ნაყენის მომზადების წესი ასეთია: 20 გრამ დანაყილ ნედლეულს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 12 საათს აყოვნებენ თერმოსში. ამის შემდეგ გადაწურავენ და დღეში სამჯერ ნახევარ ჭიქას მიირთმევენ. ასკილის ყვავილის ფურცლებს ღეჭავენ ან მათ მურაბას მიირთმევენ გულის კუნთის გასამაგრებლად, აგრეთვე - არითმიის დროს. ანემიის, ორგანიზმის დასუსტების, განლევის შემთხვევაში, აგრეთვე პოსტოპერაციულ პერიოდში რეკომენდებულია ასკილის ახალდაკრეფილი (ნედლი) ნაყოფის დიდი ოდენობით მიღება ან 1/4-1/2 ჭიქა ნაყენის დალევა დღეში 2-3-ჯერ. ქოლეცისტიტის დროს ასკილის ყვავილებისგან ნაყენს ამზადებენ: ნედლეულს მდუღარე წყალს ასხამენ, 15-20 წუთს აყოვნებენ და დღეში 4-ჯერ სვამენ 1/2 ჭიქას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ასკილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online