asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირებული 3080 ადამიანია რეგისტრირებული
სტატისტიკა
საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირებული 3080 ადამიანია რეგისტრირებული

2011-12-01 10:24:00



მსოფლიოში დღეს შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. შიდსთან ბრძოლის საწინააღმდეგო და პრევენციული ხასიათის აქციები საქართველოშიც მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდსის ცენტრის წარმომადგენელმა, მედიცინის დოქტორმა მაია ცინცაძემ განუცხადა, პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3080 შემთხვევა.
რეგისტრირებულ ინფიცირებულთა შორის 2268 მამაკაცია, 812 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 1 891 პაციენტს, 680 კი გარდაიცვალა. მკურნალობას 1066 პაციენტი იტარებს, მათ შორის 39 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის 55.6% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 37.5 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 3.4 % - ჰომო-/ბისექსუალური კონტაქტით; 2.2% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% - სისხლის რეციპიენტია 0.8% - გადაცემის გზა დაუდგენელია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online