| ქალი და მამაკაცი |

თუ შეკრულობა გაწუხებთ, შეგიძლიათ ბალბის ყვავილის ნაყენი მიიღოთ. ამ მცენარეს მრავალი სიკეთე გააჩნია და ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ბალბის ყვავილები და ფოთლები შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე როგორც სპაზმოლიტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბალბის ნაყენი ან ნახარში (დამტკბარი) კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროს. კარგია მისი ნახარშებისა და ნაყენის გამოვლება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს (განსაკუთრებით ხმის ჩახლეჩისას), კანის გაღიზიანებისა და დამწვრობის დროს. ბუასილის სამკურნალო ნაყენი გამოიყენება საფენების სახით. ნაყენი შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: 20 გრ. ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მ (1 ჩაის ჭიქა) წყალი, თავი დაახურეთ და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე ანადუღარი წყლის დამატებით. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. ნახარში მზადდება პროპორციით 1:20. ხალხურ მედიცინაში ბალბა გამოიყენება საჭლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებების, ხველების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის დროს, კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაწმენდად.
|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 



