| ქალი და მამაკაცი |

– ვარ 32 წლის. პერიოდულად მეწვის თავი და მერე მიცხელდება, შემდეგ გაცხელება გადამდის მკლავებზეც. რას მირჩევთ?
– ძნელია ზუსტი პასუხის გაცემა. სავარაუდოდ, გამოსაკვლევია სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა და განსაკუთრებით – თავის ტვინში. არ არის გამორიცხული, პრობლემის მიზეზი ჰორმონალური დისბალანსი იყოს. უმჯობესი იქნებოდა, რომ მიგეთითებინათ თქვენი სქესიც. აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს, რომელიც თქვენი ანამნეზის შეკრების შემდეგ უკეთესად დაგაკვალიანებთ, ვის მიმართოთ.
– სისხლის საერთო ანალიზში მაქვს ცოტა დაბალი ჰემოგლობინი – 67, ერითროციტები – 3, 6. მომატებული მაქვს ეოზინოფილები – 5. რამდენად საშიშია?
– სისხლის საერთო ანალიზზე რომ ზუსტი წარმოდგენა შეიქმნას, საჭიროა მისი ყველა მაჩვენებლის მოწოდება. რადგან თქვენი მაჩვენებლების მიხედვით საყურადღებოა, რამდენია ედს, ლეიკოციტების მაჩვენებელი შეიძლება ნორმის ფარგლებში გაქვთ, მაგრამ ერთი მაჩვენებლის მეორესთან შედარება აუცილებელია. თქვენი მონაცემების მიხედვით, ჰემოგლობინი საგანგაშოდ დაბალი არ გაქვთ. ასევე არ არის საგანგაშოდ მომატებული ეოზინოფილების მაჩვენებელიც. ეოზინოფილების მომატება შეიძლება ალერგიის დროსაც იყოს გამოხატული. რაც შეეხება ერითროციტებს, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, ხომ არ იღებდით რომელიმე პრეპარატს, რომელიც სისხლის სურათს ცვლის. საგანგაშოდ არც ის არის დაწეული, მაგრამ საყურადღებოა. გირჩევთ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიიღოთ არანაირი პრეპარატი და ერთი კვირის შემდეგ ისევ ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი.
– მაქვს ვარიკოზული ვენები. ექიმი 80 ლარიან წამალს მიწერს, მისი ყიდვის საშუალება არ მაქვს. გთხოვთ, მასწავლოთ რა მივიღო ან წავისვა.
– დისტანციურად, მდგომარეობის შესწავლის გარეშე წამლის დანიშვნა დაუშვებელია. შეიძლება თქვენი მდგომარეობისათვის ნებისმიერი, ადვილად ხელმისაწვდომი, გავრცელებული აბები და მალამოები არათუ შედეგის მომცემი, პირიქით უკუშედეგის მომცემი აღმოჩნდეს. ამიტომ გირჩევთ, აქ დასმული პრობლემით ექიმს მიმართოთ, რადგან მან უკეთ იცის თქვენი მდგომარეობა.
– მაქვს ნევროზი, მაწუხებს აკვიატებული აზრები. ადამიანს, რომელსაც მუდმივად დაბალი წნევა აქვს 100/70, შეიძლება, ინფარქტი დაემართოს? ვარ 36 წლის.
– პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფარქტის დროს ყოველთვის არ ფიქსირდება მაღალი არტერიული წნევა. თუ ეს თქვენ გეხებათ, გეტყვით, რომ ინფარქტი ნამდვილად არ დაგემართებათ. შიშის მიზეზი უკვე ნაპოვნი გაქვთ, რადგან გაქვთ ნევროზი, რომლის დროსაც ჩნდება უფრო მძაფრი შიშები, რაც ხშირად უსაფუძვლოა. გირჩევთ, მიმართოთ ნევროპათოლოგს და მკურნალობა ამ მხრივ დაიწყოთ.
– ძილში კბილების კრაჭუნი კალციუმის ნაკლებობის მიზეზი თუ არის?
– კალციუმის ნაკლებობა ხშირად კბილების კრაჭუნით გამოიხატება, განსაკუთრებით – ბავშვებში.
– პირველი და მეორე აბორტი შეიძლება უშვილობის მიზეზი გახდეს და მკურნალობას თუ ექნება აზრი?
– გამოკვლევის ჩატარების გარეშე ვერავინ გეტყვით ჩატარებული აბორტები არის თუ არა უნაყოფობის მიზეზი. საჭიროა სრულფასოვანი გამოკვლევა. რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში სასურველი შედეგის მომცემია.
– ვარ 14 წლის, დილით, გაღვიძების შემდეგ, მაქვს სახის შეშუპება. რისი ბრალი შეიძლება იყოს და თუ შეიძლება მისი მკურნალობა?
– აუცილებლად ჩაიტარეთ შარდის საერთო ანალიზი და მიმართეთ უროლოგს, რადგან შესიების მიზეზი შეიძლება თირკმლებიდან მომდინარეობდეს. შეიძლება საჭირო იყოს ენდოკრინოლოგიური გამოკვლევაც.
– მაინტერესებს, საშიშია თუ არა ლაზერული ოპერაცია და რაიმე დაავადებას ხომ არ გამოიწვევს?
– ეპილაციისთვის განკუთვნილი ლაზერის სხივი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
– მყავს 12 წლის ბიჭი, რომელიც თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება. იღებს ვიტამინებს. რას მირჩევთ ხალხური მედიცინიდან?
– თუ ბავშვი სხვა მხრივ არ ჩამორჩება თანატოლებს, სიმაღლეში ზრდის შეფერხება შეიძლება დროებითია და წლების განმავლობაში იგი თავისით დარეგულირდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვის გენეტიკური ფაქტორი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მისი სიმაღლეში ზრდა მნიშვნელოვნად შეფერხებულია, აუცილებლად მიმართეთ პედიატრ–ენდოკრინოლოგს. ხალხური მედიცინის არცერთი საშუალება პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ.
– ერთი წლის წინ "დავიპლომბე" კბილი. გაუტკივარებისთვის გამიკეთეს ლიდოკაინი, რომელშიც შერეული იყო ადრენალინი, რამაც გული საშინლად ამიჩქარა. შეიძლება, რომ გულის აჩქარება ადრენალინს გამოეწვია და თუ შეიძლება მხოლოდ ლიდოკაინის გაკეთება?
– გულის აჩქარება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადრენალინმა, ასევე ლიდოკაინმაც. გირჩევთ, სანამ სტომატოლოგთან ვიზიტზე მიხვალთ, წინასწარ ჩაიტარეთ სინჯი ალერგიულობაზე. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ სტომატოლოგიისთვის განკუთვნილი გამაყუჩებლების მიმართ ალერგიული ბრძანდებით. სინჯის გარეშე არ გირჩევთ არც ერთი სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარებას.
– მაქვს ფსორიაზი. რითი ვიმკურნალო?
– ფსორიაზის მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.
– პირის ღრუში მაქვს წყლულები. რას მირჩევთ?
– პირის ღრუში გამოივლეთ სუსტი შაბიანი წყალი. ერთ ჩაის ჭიქა ონკანის წყალში ჩააგდეთ შაბის პატარა ნატეხი, გააჩერეთ ერთი ღამე და დილით პირის ღრუში გამოივლეთ.
– მაქვს შაქრიანი დიაბეტი. თუ შეიძლება ბანანის ჭამა და დღეში რამდენის?
– შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია მკაცრად ექიმის დანიშნული პროდუქტების მიღება. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა. თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, კვების ცხრილში მითითებული იქნება, შეიძლება თუ არა, რომ ბანანი მიირთვათ. თუ ცხრილში მოცემულია, შეგიძლიათ, დღეში ერთი ბანანი მიირთვათ.
– თვალების ირგვლივ ჩამუქებული მაქვს, ოფლიანობას არ ვუჩივი, მაგრამ იდაყვები და მკერდის კანი გამუქებული მაქვს, რას მირჩევთ?
– თვალების ირგვლივ ჩამუქება ზოგჯერ დაავადების მაჩვენებელი არ არის. რაც შეეხება იდაყვებისა და კანის სხვა უბნების ჩამუქებას, იგი ხშირად ენდოკრინოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული, ამიტომ მიმართეთ კანის ექიმს და თუ საჭიროდ ჩათვლის იგი, მიმართეთ ენდოკრინოლოგსაც.
– მაქვს ღრძილების მომატებული მგრძნობელობა. ექიმმა მირჩია, ვიტამინები მივიღო. რა ვიტამინები მივიღო?
– ვიტამინების კომპლექსი ისეთივე პრეპარატია, როგორც სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალება. ამიტომ მისი დანიშვნა მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 






















































































