asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლითონი, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია
როგორ ვუშველოთ ანემიას
ლითონი, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

2011-11-26 21:22:16



ოქრო, ვერცხლი, პლატინა – ერთიმეორეზე ძვირფასი ლითონებია. "არაძვირფასი" რკინა კი არავის ახსოვს. სხვათა შორის, ადამიანისთვის ეს ელემენტი პრაქტიკულად სიცოცხლის სიმბოლოა.
საშიში დეფიციტი
ჰემოგლობინი თავის საგმირო საქმეს მხოლოდ რკინის მეშვეობით ასრულებს და ის მუდმივად ესაჭიროება, მაგრამ თუ ორგანიზმს რკინა აკლია? ჰემოგლობინს ეკონომია არ შეუძლია და სისხლიდან ყოველთვის ზუსტად იმდენ რკინას მოიხმარს, რამდენიც ესაჭიროება. თუ დოზები რაღაც მომენტში არ ყოფნის, მაშინ რკინის მარაგს ღვიძლიდან, ელენთიდან, სისხლიდან იღებს. როდესაც რკინის დეფიციტი სრულად მწვავდება, მაშინ თვითონ ჰემოგლობინის დონე ნორმის დაბლა ეშვება. ასე აღმოცენდება რკინადეფიციტური ანემია. ამ შემთხვევაში სხეულის თითოეული უჯრედი ჟანგბადის ნაკლებობის გამო "იხრჩობა". ანემია – დაავადება არ არის, არამედ მდგომარეობაა, რომელიც ზოგიერთ დაავადებას თან ახლავს.
მიზეზები
ადამიანთა 70% რკინის დეფიციტს მაშინ გრძნობს, როდესაც ის გამწვავებულია, საწყის სტადიაზე ვერ იგებს, თუმცა ანემიის სიმპტომები თითქმის შემთხვევათა 100%–ში შესამჩნევია: თმა უსიცოცხლო, ჩაფერფლილი ხდება და მეტი ცვივა; ჭაღარა ნაადრევად ჩნდება; კანი გამომშრალი და უფერულია, ტონუსი დაქვეითებულია; სახე მონაცრისფრო ხდება, ფრჩხილები – მტვრევადი, მკვრივი და ჩაზნექილია; თვალის სკლერა ცისფერია; ტუჩის კუთხეებში ნახეთქები ჩნდება ან ენაზე, ღრძილების ლორწოვან გარსზე წვის შეგრძნება აღინიშნება.
ვიზიტი გასტროენტეროლოგთან
დაფიქრდით, სისხლს რეგულარულად ხომ არ კარგავთ? ეს ცხადი ხდება მაშინ, თუ განავალში ფარულ სისხლს ამჩნევთ. კუჭ–ნაწლავიდან ნაკლებად სიმპტომური სისხლდენა ადამიანებს 50 წლის ზევით ხშირად აქვთ. განსაკუთრებით მათ, რომლებსაც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, წყლული) აწუხებთ. სისხლდენას ასევე იწვევს ჰემოროი (ბუასილი), მსხვილი ნაწლავის პოლიპი. თუ საჭმლის მონელებასთან, დეფეკაციასთან პრობლემები გაქვთ, გასტროენტეროლოგს მიმართეთ. აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა ჰელიკობაქტერიულ ინფექციაზე. მისი არსებობის დროს ნაწლავების ლორწოვანი გარსი სუსტდება, იფიტება და რკინა ცუდად შეითვისება.
ვიზიტი ენდოკრინოლოგთან
ანემიით იტანჯება ჰიპოთირეოზით (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) დაავადებულთა მეოთხედი. ანემიით და ჰიპოთირეოზით დაავადებულებს მსგავსი სიმპტომები აქვთ – მცივანობა, რუგულარული დაღლა, დღისით თვლემა, თმის ცვენა, მეხსიერების პრობლემები. კარგი იქნება, ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა შეამოწმოთ. თუ თირეოტროპული ჰორმონის რაოდენობა ნორმის ფარგლებს სცილდება, ენდოკრინოლოგს მიმართეთ. ერთდროულად ჰორმონული თერაპია და რკინის პრეპარატი (წამლებს შორის ინტერვალი 4–6 საათი უნდა იყოს) ჰემოგლობინსა და თვითშეგრძნებას სწრაფად აღგიდგენთ.
ვიზიტი დიეტოლოგთან
ყურადღება მიაქციეთ, როგორ იკვებებით. ვეგეტერიანელი ხართ, დიეტები გიყვართ? ვაშლის, ბროწეულის, ჭარხლის, წიწიბურას ჭამა სასარგებლოა, მაგრამ რკინის დეფიციტისგან ვერ გიხსნით – მცენარეული საკვებიდან ლითონი ცუდად შეითვისება. გესაჭიროებათ ხორცი (უმჯობესია საქონლის), ღვიძლი. რაც შეეხება ძეხვეულს, მათგან სარგებლობა ნულის ტოლია – რკინა მათში არ არის.
ყველაფერს ვაკონტროლებთ
თავი ანემიამდე რომ არ მიიყვანოთ, პრობლემა რკინის დეფიციტის სტადიაზე უნდა აღმოფხვრათ. ამისთვის საჭიროა წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთოთ. ჰემოგლობინი მამაკაცებში – 173 გ/ლ–ზე და ქალებში 122 გ/ლ–ზე ქვევით ნიშნავს, რომ ანემია გემუქრებათ.
მხოლოდ ჰემოგლობინის შემოწმება საკმარისი არ არის. უნდა დარწმუნდეთ, ხომ არ არის ანემიის წინამორბედი – ფარული რკინადეფიციტი, რომლის დროსაც სისხლსა და ქსოვილებში რკინის მარაგი უკვე გამოლეულია, მაგრამ ჰემოგლობინის რაოდენობა ჯერჯერობით ნორმალურია. გაიკეთეთ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ცილებზე, რომლებიც რკინის ცვლაში მონაწილეობენ.
რკინის დეფიციტი 10–ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე თვითონ ანემია და მკურნალობის გარეშე, ადრე თუ გვიან ანემიად გარდაიქმნება. გახსოვდეთ, ანემია უფრო დიდხანს მკურნალობას საჭიროებს, ვიდრე რკინადეფიციტი.
ხალხური მედიცინა
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ჰემოგლობინის ასამაღლებლად.
ჭინჭრის და არყის დაქუცმაცებული ფოთლები თანაბარი რაოდენობით აიღეთ. ამ ნაკრების 2 სუფრის კოვზს 2 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით და 1 საათი გააჩერეთ. გაწურეთ. ნაყენში ახალგამოწურული ჭარხლის წვენი დაუმატეთ. 0,5 ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ძილის წინ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 8 კვირა.
ახალგამოწურულ ბროწეულის 2 სუფრის კოვზ წვენს 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ჩაის კოვზი თაფლი (უმჯობესია წიწიბურას) და 2 სუფრის კოვზი წყალი დაუმატეთ. 1/4 ჭიქა დღეში 2–ჯერ ჭამის შემდეგ დალიეთ. ღამით 5–6 ცალი ნიგოზი ჭამეთ. კურსი 1 თვე.
მატიტელას ბალახისა და ფესვებისგან ნაყენი მოამზადეთ. 2–3 სუფრის კოვზ ნედლეულს 1 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით, 2 საათი გააჩერეთ, გაწურეთ. გემოვნებით თაფლი დაუმატეთ და დღეში 3–4–ჯერ, ჭამამდე 1–2 ჭიქა დალიეთ.
პ.ს. ბევრი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნიშნავს, ვარჯიშს, სწორად კვებას, გაკაჟებას და ვიტამინების მიღებას. ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ არის კიდევ ერთი პირობა. ჯანმრთელი რომ იყოთ და თავს კარგად გრძნობდეთ, წელიწადში ერთხელ გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ. შეგახსენებთ, რომ 25–28 წლებში ჩვენი ფიზიოლოგიური განვითარებისა და თვითშეგრძნების პიკს ვაღწევთ, შემდეგ ყველაფერი კლებას იწყებს. თუ გამოკვლევა ნორმიდან მცირე გადახრას გამოავლენს, შესაძლებლობა გექნებათ პროფილაქტიკას დროულად შეუდგეთ და დაავადებების განვითარება თავიდან აიცილოთ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლითონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online