| ქალი და მამაკაცი |

არაგადამდები და ძალიან საშიში
ქრონიკულ დაავადებათა სტატისტიკა საქართველოში
მედიცინაში არსებობს ასეთი ტერმინი – არაგადამდები დაავადებები. სახელწოდებიდან გამომდინარე, შეიძლება გვეგონოს, რომ ისინი ნაკლებად სახიფათო უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის, არადა მათ რიცხვში შედის ისეთი მძიმე სნეულებები, როგორიცაა გულ–სისხლძარღვთა, ქრონიკული რესპირატორული, ინსულტი, დიაბეტი, კიბო. მათი მიზეზით სიკვდილიანობა ძალზე მაღალია და, მსოფლიო მედიკოსთა გამოკვლევებით, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ამ თემაზე "სარკე" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა სამსახურის უფროსს ლელა სტურუას ესაუბრა.
ლელა სტურუა:
– არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის და ინვალიდობის რიცხვი მსოფლიოში იზრდება. შედეგად ყოველწლიურად 36,1 მილიონი ადამიანი იღუპება. გარდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლისა, არაგადამდები დაავადებები ინვალიდობის მიზეზიც ხდება. სამწუხაროდ, არც სამომავლო პროგნოზია სახარბიელო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უახლოეს 10 წელიწადში ქრონიკული დაავადებების მიზეზით 38,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება. შესაბამისად, არაგადამდებ დაავადებათა გამო სიკვდილის წილი კიდევ უფრო გაიზრდება და მსოფლიოში – 60%, ევროპაში კი 80% გახდება.
– ქალბატონო ლელა, რომელია ის ძირითადი არაგადამდები დაავადებები, რომლებიც სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი სიცოცხლისათვის და რასთან არის დაკავშირებული მათი გახშირება?
– ძირითადი არაგადამდები დაავადებებია გულის, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი. მათი განვითარების რისკფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, პასიური მოწევა, არაჯანსაღი საკვები, მარილის, შაქრისა და ჭარბი ცხიმების გამოყენება, ასევე ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოთხი ძირითადი რისკ–ფაქტორის ცოდნაც, რომლებიც, თავის მხრივ, არაგადამდები ქრონიკული დაავადებების ხელისშემწყობია – სიმსუქნე, სისხლის მაღალი წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მაღალი დონე. სამწუხაროდ, მაჩვენებლები სწრაფად იზრდება.
– რა მდგომარეოებაა ამ მხრივ საქართველოში, როგორია სტატისტიკური მონაცემები?
– 2011 წლის მონაცემების მიხედვით, სიკვდილიანობის 91% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, აქედან 71% მოდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებზე, კიბოზე – 12%, დიაბეტზე – 2%, ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებზე კი – 1%.
– საქართველოში გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული რომელია?
– საქართველოში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შორის ავადობისა და სიკვდილიანობის კუთხით ყველაზე დიდი წილი ჰიპერტენზიაზე მოდის – დაახლოებით 45–50%. 2002 წლის მონაცემებით, საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელთა მოსახლეობაში აღნიშნულია წნევის ყველაზე მაღალი ციფრები. სამწუხაროდ, არტერიულ ჰიპერტენზიას წამყვანი ადგილი უჭირავს სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის და დაახლოებით 48%–ს შეადგენს. ასეთი მაჩვენებელის მიზეზი ისაა, რომ მაღალი ჰიპერტონიის მქონე პაციენტები ჯანმრთელობას მუდმივად არ აკონტროლებენ.
2010 წელს გამოკითხვებით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 33% რეალურ ჰიპერტონიკად ითვლება; ჰიპეტრონიკების 61% არ იტარებს ანტიჰიპერტონულ მკურნალობას. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება, არასათანადო ყურადღება გახლავთ ამ დაავადებების გამწვავების და გართულების საფუძველი და, როგორც უკვე აღვნიშეთ, სიკვდილიანობის მიზეზიც.
– რაც შეეხება ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, ამ შემთხვევაში რა ჩივილები აწუხებს პაციენტს, რომელი რისკ–ფაქტორები განაპირობებენ და უწყობენ ხელს მის განვითარებას?
– მოსახლეობის მოკითხვიანობიდან 3 ძირითად მიზეზს შორის ერთ–ერთი გახლავთ ხველა, მაღალ არტერიულ წნევასთან და სტენოკარდიასთან ერთად. ჯანდაცვის პირველად სამედიცინო დაწესებულებაში ყველაზე ხშირად დასმულ დიაგნოზებს შორის ფიგურირებს ბრონქიტი, არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადებები. ჯანმო–ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) მონაცემებით, მსოფლიოში 80 მილიონ ადამიანს აქვს ზომიერი და მძიმე ფორმის ფილტვის ქრონიკული–ობსტრუქციული დაავადება. რაც შეეხება ამ დაავადების ძირითად გამომწვევ მიზეზებს და რისკებს, ესენია: 90% თამბაქოს ბოლი, როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველების შემთხვევაში, ასევე შენობაში ჰაერის დაბინძურება, მყარი საწვავის გამოყენება, მაგალითად, საკვების მომზადებისა და გათბობის მიზნით, ასევე ქიმიური ნივთიერებები და ხშირი ავადობა, განსაკუთრებით – ქვედა სასუნთქი გზების დაავადებებით.
– თამბაქოს გარდა, კიდევ რა ითვლება მთავარ მიზეზად როგორც ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, ისე ფილტვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში და რა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაა ამ შემთხვევაში საჭირო?
– საქართველოში ჰაერის დაბინძურების სამი ძირითადი გზა არსებობს: ტრანსპორტი, სამრეწველო და ენერგეტიკული ფაქტორები. ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს როგორც გულ–სისხლძარღვთა, ისე რესპირატორულ დაავადებათა და ფილტვის კიბოს რისკსაც.
– ისეთ რთულ დაავადებაზე, როგორიცაა შაქრიანი დაიბეტი, თუ არსებობს სტატისტიკური მონაცემები და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა საქართველოში?
– 2010 წლის სტატისტიკური მონაცემებით, შაქრიანი დიაბეტით მსოფლიოში 285 მილიონი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 2030 წლისთვის ეს რიცხვი 438 მილიონს მიაღწევს. დაავადებულ პაციენტთა ძირითადი ასაკი მოდის 45–64 წლებზე. ჩვენი მონაცემების მიხედვით, 2010 წლისათვის საქართველოში შაქრიანი დაიაბეტის 200 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. 2030 წლისთვის ნავარაუდევია 223 ათასამდე ზრდა.
– დაბოლოს, ქალბატონო ლელა, რას ურჩევთ ქრონიკული სნეულებებით დაავადებულ პაციენტებს?
– ჩვენ მიერ აღნიშნული დაავადებებისთვის დამახასიათებელია ოთხი ძირითადი რისკ–ფაქტორი, რომლებზე ზემოქმედებაც თავიდან აგვაცილებს ამ დაავადებების განვითარებას, ხოლო უკვე არსებულის შემთხვევებში მისი გართულებების განვითარებას. ესენია: თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და არაჯანსაღი კვება. გარდა ამისა, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ბიოლოგიური, ე.წ. შუალედური რისკ–ფაქტორები, როგორიცაა: სისხლის მაღალი წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერონის მაღალი დონე და ჭარბი წონა. აუცილებელია ამ ბიოლოგიური რისკ–ფაქტორების რეგულარული კონტროლი. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც ექიმის, ისე პაციენტის მხრიდან მკურნალობაზე დამყოლობას, ექიმის მიერ შერჩეული მედიკამენტის დოზების მუდმივ კონტროლს. და უმთავრესი, დაუშვებელია თვითმკურნალობა!
მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა

კავშირი ტეგთან: საქართველო

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 