asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლეღვი ხველას შეგიჩერებთ
მისი ნაყოფი კოჟრებსაც შველის
ლეღვი ხველას შეგიჩერებთ

2011-11-25 21:02:33



თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში დაალბეთ, რამდენიმე წუთს გააჩერეთ და შემდეგ კარგად გაქენით. მიირთვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, თბილი. ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის დროს ორ ჭიქა რძეში წამოადუღეთ ლეღვის 6 ცალი ნაყოფი (ადუღეთ, ვიდრე რძეს მესამედი არ დააკლდება). მიღებული ნახარში შეათბეთ და შესვით ყლუპ-ყლუპად დღეში რამდენჯერმე მეოთხედი ჭიქის ოდენობით. შეკრულობის დროს რეკომენდებულია დილით, უზმოზე, ზეითუნის ზეთში დამბალი ლეღვის რამდენიმე ნაყოფის მიღება. კოჟრების დასარბილებლად და გასაქრობად ფეხები ცხელ აბაზანაში დაილბეთ და კარგად გაიმშრალეთ, დაიდეთ ზედ ლეღვის ორად გაჭრილი ნაყოფი, შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. ფურუნკულების გასახსნელად და ჩირქოვანი ჭრილობების გასაწმენდ-მოსაშუშებლად რეკომენდებულია დაზიანებულ უბანზე ორთქლში დამბალი და ფაფასავით გაქნილი ლეღვის ნაყოფის საფენების დაწყობა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online