asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეროტიკის ყურება ტვინს ავარჯიშებს
რეკომენდაცია
ეროტიკის ყურება ტვინს ავარჯიშებს

2011-11-25 12:31:54



ეროტიკული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ყურება ტვინს ანვითარებს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინელი მეცნიერები, რომლებიც ადამიანს სწორედ "სიშიშვლის" ამსახველი მასალის თვალიერების პროცესში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ "ეროტიკული" სცენების ყურება თავის ტვინის გარკვეულ უბნებს ააქტიურებს და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს სტიმულს აძლევს. ტვინი შიშველი ადამიანის სხეულს 0,2 წამის განმავლობაში აღიქვამს, როცა ჩაცმული ადამიანის აღსაქმელად ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ექსპერიმენტის მონაწილეებს როგორც ჩაცმული, ასევე გახდილი ქალებისა და მამაკაცების ფოტოები დაურიგეს. შედეგებში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - მამაკაცები შიშველი ქალების სხეულებზე ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებდნენ, ვიდრე გახდილ მამაკაცებზე. ქალების ტვინისთვის კი სულ ერთი აღმოჩნდა, რომელი სქესის წარმომომადგენელია მის წინაშე - გახდილ ქალზეც და მამაკაცზეც ქალის ტვინის უჯრედები ერთნაირად მძაფრად რეაგირებენ. თუ ფინელი მეცნიერების დასკვნები სხვა ექსპერიმენტებითაც დადასტურდება, გამორიცხული არ არის მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საქმიანობის წინ ეროტიკული ჟურნალის თვალიერებას რეკომენდაცია გაუწიონ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტვინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online