asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბრაზილიური ყურძენი კიბოს წინააღმდეგ
ჯაბოტიკაბა
ბრაზილიური ყურძენი კიბოს წინააღმდეგ

2011-11-25 12:27:27



ჯაბოტიკაბაზე ხილი ზედ ტოტებზე იზრდება. მცენარე ასევე ცნობილია როგორც ბრაზილიური ყურძნის ხე. მცენარე იზრდება პორტუგალიაში არგენტინაში და ბრაზილიაში. ტკბილი, წვნიანი და გემრიელი ხილის მოკრეფა და ჭამა ზედ ხის ტოტებიდან შეგიძლიათ. ჯაბოტიკაბასგან ამზადებენ წვენებს კომპოტებს… ასევე მისგან ამზადებენ ღვინოს და ლიქიორებს. ხანდახან სხვა გზა არც არის, რადგან მისი მოკრეფიდან 3 დღის შემდეგ ხილი იწყებს ლპობას.

ხე 100 წელი ცოცხლობს და ახალ პირობებს ადვილად ეგუება. მცენარე წელიწადში ორჯერ ხარობს. ყვავილებს ცოტა უცნაური გარეგნობა აქვთ. თუ მცენარემ საკმარისი წყალი და მინერალები მიიღო, ის კარგ ნაყოფს იძლევა. ნაყოფის დიამეტრი მინიმუმ 4 სანტიმეტრია. ჯაბოტიკაბა ასევე გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მის გამხმარ კანს იყენებენ ასთმის საწინააღმდეგოდ. ასევე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებისგან შედგება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online