asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ინსულტის რისკი ადამიანის სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული
გამოკვლევა
ინსულტის რისკი ადამიანის სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული

2011-11-24 13:18:00



  მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები IV და ქალები III სისხლის ჯგუფით უფრო მეტად ექვემდებარებიან ინსულტის რისკს. ერთადერთი სისხლის ჯგუფი, რომელიც არ არის მიდრეკილი თრომბოზისადმი და შესაბამისად ინსულტისადმი, ეს I ჯგუფია. მაგრამ სხვა ჯგუფთან ცუდი შეთავსებადობის გამო, ამ ჯგუფის ადამიანები მიდრეკილნი არიან სისხლდენისადმი.

"მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და სისხლის ჯგუფის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს არის მიზეზი, არამედ ვამბობთ, რომ ეს არის რისკის ერთი ფაქტორი რომელმაც სხვა დამღუპველ ფაქტორებთან ერთად შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. როცა ადამიანმა იცის ამის შესახებ და აშფოთებს თავისი ჯანმრთელობა, შეუძლია თავიდან აიცილოს ინსულტი: უარი თქვას მოწევაზე, ალკოჰოლზე და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესზე"- განაცხადა კვლევების ერთ-ერთმა ავტორმა (კვლევები 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა), Brigham and Women's Hospital-ის პრევენციული მედიცინის განყოფილების უფროსმა ჯოან მენსონმა.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სისხლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online