| ქალი და მამაკაცი |

ის შემოგეპარათ, თქვენ კი არაფერი იცით
კისრის ოსტეოქონდროზის ნიშნები
სამუშაო დღე კომპიუტერთან, საღამო ტელევიზორთან და კიდევ რამდენ დროს ვატარებთ ტრანსპორტში მჯდომი ან მაგიდასთან. აქედან წარმოდგება სხვადასხვა დაავადებები, რომელთა შორის ლიდერობს კისრის ოსტეოქონდროზი (ძვლებისა და ხრტილების ანთება).
კისრის ოსტეოქონდროზი გრიპი არ არის, რომელიც უცებ დაგაცხრება თავს. კისრის მალებში პათოლოგიური ცვლილებები ნელა ვითარდება. როგორც წესი, პირველ სიგნალებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ვინაიდან მათ შესახებ არაფერი ვიცით. სპეციალისტები ამბობენ, თუ უცებ იგრძენით, რომ მაღალ ბალიშზე დაძინება მოუხერხებელი გახდა, ან არაფრის გამო, დროდადრო ხელების დაბუჟება ან შემცივნება დაგეწყოთ, დროა, ექიმთან მიხვიდეთ.
ყველანი განსხვავებულები ვართ. ამიტომ ყველას დაავადების გამოვლენის ჩვენი "სპეციფიკა" გვაქვს, მაგრამ თუ პროცესი "წავიდა", დაწყებულ პრობლემებზე ყველაზე ხშირად მიგვანიშნებს ასეთი სიმპტომები: შეტევის მსგავსი მტანჯველი თავის ტკივილი, რომელიც კეფიდან იწყება და შემდეგ თხემისა და საფეთქლებისკენ ვრცელდება; ტკივილი მხრებში (წინა მხარში), ხელის თითებში; დაბუჟება, წვა, ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში; თავბრუ; თავის მკვეთრად მიბრუნებისას გულის წასვლაც კი; ყურებში ხმაური; ზოგჯერ მოჭერითი ტკივილი გულის მიდამოში, რომელიც ბეჭს გადაეცემა. სტენოკარდიისაგან განსხვავებით, ოსტეოქონდროზის დროს ტკივილი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს და გაძლიერდეს.
ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებასთან საჭიროა მეგობრულად ცხოვრება და არც კისრის ოსტეოქონდროზია გამონაკლისი. შედარებით სიმშვიდის პერიოდს ენაცვლება გამწვავება, რომელთა პროვოცირებას ხშირად თავად ვახდენთ. ამიტომ:
1. არ წაიკითხოთ და არ უყუროთ ტელევიზორს საწოლში მწოლიარემ, კისრის მალები რომ არ გადაიტვირთოს. 2. ფრთხილად იყავით საოჯახო საქმეებთან, რომლებიც თავის მაღლა დაჭერას ან პირიქით, თავდახრას ითხოვენ. 3. კომპიუტერთან მუშაობისას ყოველ ნახევარ საათში შეისვენეთ. 4. ყოველთვის და ყველგან მკვეთრ და მძაფრ თავისა და კისრის მოძრაობებს მოერიდეთ.
5 სავარჯიშო დაგეხმარებათ
კისრის ოსტეოქონდროზისგან სამუდამოდ გათავისუფლება შეუძლებელია, მაგრამ უსიამოვნო სტუმრის "ვიზიტების" მინიმუმამდე დაყვანა სრულიად რეალურია.
შეტევების და გამწვავების თავიდან ასაცილებლად დღეში 2–ჯერ სპეციალური ვარჯიშები გააკეთეთ. სავარჯიშოები სკამზე მჯდომმა შეასრულეთ.
1. ხერხემალში გაიმართეთ. თავი ოდნავ წინ დახარეთ, ხელისგულები შუბლზე დაიდეთ. თავით ხელებს დააწექით. ასეთ მდგომარეობაში 10 წამი დაჰყავით. გაიმეორეთ იგივე, ახლა თითებით საფეთქლებს დააწექით, შემდეგ კეფას.
2. ხელები სხეულის გასწვრივ დაუშვით, თავი უკან გადასწიეთ და მარცხნივ ნელა შეაბრუნეთ. ასეთ პოზაში 10 წამი დაჰყავით. სავარჯიშო გაიმეორეთ, ახლა თავი მარჯვნივ მიაბრუნეთ.
3. მხრები ზევით ასწიეთ, ეცადეთ, ყურებს მისწვდეთ. ასეთ პოზაში 10 წამი დაჰყავით. მხრები ჩამოუშვით, ღრმად ჩაისუნთქეთ, 10–15 წამი მოდუნდით. გაიმეორეთ იგივე, ამჟამად ერთი მხარი ასწიეთ და მეორე დაუშვით.
4. თავი დახარეთ, ეცადეთ, ნიკაპით მკერდს შეეხოთ. 5–ჯერ გაიმეორეთ.
5. თავი ნელა მიაბრუნეთ უკან, წინ, მარჯვნივ, მარცხნივ. მოძრაობა ყოველ მხარეს 3–ჯერ გაიმეორეთ.
მასაჟი
კისრის კუნთების გააქტიურებას, მათ სისხლით მომარაგებასა და გაცვლით პროცესებს თვითმასაჟი ეხმარება. ეს მარტივია და სულ 15 წუთს წაგართმევთ, მთავარი – მასაჟი ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.
სკამზე მოხერხებულ პოზაში დაჯექით, მოდუნდით. ხელისგულით და ოთხი თითით კისრის უკანა ზედაპირს დააწექით. ზევიდან ქვევით გადაუსვით ხელი. 3–4–ჯერ გაიმეორეთ.
გააკეთეთ იგივე, მაგრამ უფრო ენერგიულად, ორივე ხელის მხოლოდ ცერით კისერზე მასაჟი გაიკეთეთ.
კისრის კუნთები მოადუნეთ, მარცხენა ხელისგულით და თითებით კისრის მარჯვენა მხარეს კუნთს დააწექით და თითებით მასაჟი გაიკეთეთ. იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს და მარჯვენა ხელით იმუშავეთ.
მასაჟი ასე დაამთავრეთ: ზევიდან ქვევით კისერს ხელი რამდენჯერმე მსუბუქად გადაუსვით.
მხოლოდ პროფილაქტიკა
არასაკმარისია
პროფილაქტიკა – ძალიან კარგია, მაგრამ ოსტეოქონდროზის დროს ექიმის ყურადღება საჭიროა, მით უფრო, თუ 40 წელს გადააბიჯეთ. დრო გვცვლის არამხოლოდ გარეგნულად, ასევე შინაგანად. პათოლოგიური ცვლილებები ხერხემლის კისრის განყოფილებაში ჩქარდება.
ხერხემლის კისრის განყოფილების გავლით გადის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. სისხლძარღვების შევიწროებით გამოწვეული სისხლით მომარაგების დარღვევა უსიამოვნო გართულებებს იწვევს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაკავშირებულია ჰიპოთალამუსში (თავის განსაკუთრებული განყოფილება, რომელიც პასუხიმგებელია ემოციურ მდგომარეობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, არტერიულ წნევაზე, გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა მრავალის მოქმედებაზე) ცვლილებებთან. აქედან აღმოცენდება უძილობა, გაღიზიანებულობა, მეხსიერების დაქვეითება, შაკიკი, წნევის ხტუნვა.
დავადებას ნუ წაუყრუებთ. თუ გსურთ, თავს დაეხმაროთ და უსიამოვნო ცვლილებები თავიდან აიცილოთ, გამოკვლევა ჩაიტარეთ.

კავშირი ტეგთან: ოსტეოქონდროზი
|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 