asdas
ცნობილი ადამიანები
დაფნა სახსრებს უხდება
დაფნა სახსრებს უხდება
დაფნა სახსრებს უხდება

2011-11-16 15:45:18



ხალხური მედიცინა დღემდე დიდი პოპულარობით საგებლობს საზოგადოებაში. "გუმბათი" გთავაზობთ რამდენიმე მცენარის სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენების წესებს.



ფარმაკოლოგიური თვისებები. დაფნის პრეპარატებს გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

დაფნა კარგი საშუალებაა საერთო დამბლისა და სახის ნერვის დამბლის დროს, ღვიძლის და ელენთის სიმსივნის დროს, კოლიტის, სახსრების ტკივილის დროს. დაფნა და დაფნის ზეთი კურნავს თავისა და ყურის ტკივილს. დაფნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლის ტკივილისას.

არაოფიციალურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, ნიკრისის ქარის, სპასტიკური ტკივილისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

***

დაფნის ფოთლების ნაყენი: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ, დააყენეთ 1-2 საათის განმავლობაში, გაწურეთ.

ყურიდან გამონადენის დროს გამოირეცხეთ ყურები და ჩაიწვეთეთ დაფნის ფოთლის თბილი ნაყენი. ჩაწვეთების შემდეგ ყურში ბამბის ტამპონი მოათავსეთ. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ან ერთხელ, ძილის წინ ჩაიტარეთ.

დაფნის ფოთლების ნაყენი: 5 გრამ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე, დააყენეთ თერმოსში 3 საათის განმავლობაში, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში და შაევსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ ტკივილების დროს ყლუპობით მთელი დოზა 12 საათის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 2 დღე.

დაფნის ფოთლების ნაყენი: 10 ცალ სუფთა ფოთოლს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში თერმოსში, გაწურეთ. მიიღეთ რეგულალურად 1/2 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში შაქრიანი დიაბეტის დროს.

დაფნის ფოთლების ნახარში: 5 გრამ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე 5 წუთის განმავლობაში, დააყენეთ თერმოსში 4-5 საათი, დაწურეთ. მიიღეთ ნახარში მცირე ყლუპობით 12 საათის განმავლობაში სახსრების გაწმენდის მიზნით. პროცედურა 3 დღის განმავლობაში გაიმეორეთ. ერთი კვირის შემდეგ - კიდევ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის დღეებში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა.

სახსრების გაწმენდა პირველ წელს ყოველ სამ თვეში ერთხელ გაიმეორეთ. შემდეგ წელიწადში ერთხელ, აუცილებლად კუწ-ნაჭლავის გამორეცხვის შემდეგ. თუ ამას არ გააკეთებთ, დაფნის ფოთოლმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

დაფნის ფოთლების სპირტზე ნაყენი: 1 ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი არაყი და დააყენეთ 14 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 0,5 საათით ადრე ყელის კიბოს განკურნების მიზნით.

ხალხურ მედიცინაში დაფნის ზეთს იყენებდნენ ქრონიკული ქოლეცისტიტის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.

დაფნის ზეთი შემდეგნაირად მზადდება: მოათავსეთ ჭურჭელში 30 გრამი წვრილად დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, დაასხით 200 მილილიტრი სელის ან მზესუმზირის ზეთი და დააყენეთ ბნელ ადგილას 7 დღის განმალობაში, შემდეგ გაწურეთ. დაფნის დაღეჭილი ფოთლები მიიდეთ ჭრილობაზე, შველის შხამიანი მწერებისა და გველის ნაკბენის დროს.

კუჭის მოუნელებლობის დროს მიიღეთ 4-5 წვეთი დაფნის წვენი, დააყოლეთ წყალი.

***

სამკურნალოდ იყენებენ ნაყოფს, ქერქს, ფოთლებს, ფესვებს. თხილს შემოდგომით კრეფენ მცხუნვარე მზეზე, ახმობენ 14-20 დღის განმავლობაში. თხილს სხვადასხვა ფორმა, გლუვი ყავისფერი ნაჭუჭი და გემრიელი თესლი (ბირთვი) აქვს. ფოთლებს ყვავილობის დროს აგროვებენ, ახმობენ ფარდულში ან სხვენზე. ქერქს ტოტებიდან ადრე გაზაფხულზე აცლიან და კარგი ვენტილაციის მქონე შენობაში ახმობენ.

თხილის შენახვის ვადა 1 წელია, ფოთლების - 1 წელი, ქერქის - 2 წელი.

თხილის პრეპარატებს გააჩნიათ სიცხის დამწევი, დეზინტერიის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ავიწროებენ სისხლძარღვებს, აძლიერებენ ლაქტაციას და ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს. თხილის ზეთს გააჩნია საფაღარათო და ნაღველმდენი მოქმედება.

გამოიყენება როგორც შინაგანი საშუალება გაცივებით გამოწვეული დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის ტროპიკული წყლულის, წვრილი კაპილარებიდან სისხლდენის დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის, კოლიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის სამკურნალოდ. წინამდებარე ჯირკვლის გადიდებისას თხილის კაკლების, ქერქისა და ფოთლებისაგან ნახარშს ამზადებენ და ღამით მიკროკლიზმის სახით იკეთებენ.

კაკლიდან გამოწურულ ზეთს კვერცხის ცილას ურევენ და დამწვრობებს არჩენენ, ასევე ისვამენ თავზე თმის გასაჯანსაღებლად. მცირე რაოდენობა წყალში გასრესილი მწიფე ნაყოფიდან ,,რძე" და ,,ნაღები" მიიღება, რომელთაც დიდი მკვებავი ღირებულება გააჩნიათ. ნაჭუჭის ნახარშს იყენებენ კოლიტის დროს, თხილს - შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, ხოლო თაფლთან ერთად - რევმატიზმის, სისხლნაკლებობის დროს.

თხილის ფოთლების ნაყენი: 20 გრამ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 50 მილილიტრი 4-ჯერ დღეში ჭამამდე 0,5 საათით ადრე კუჭ-ნაწლავის, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის მკურნალობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის წყლულის, კანქვეშა სისხლჩაქცევების დროს.

თხილის ფოთლების და ქერქის ნაყენი: 25 გრამ დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ქერქს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 50 მილილიტრი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის ტროპიკული წყლულის, თრომბოფლებიტის დროს.

თხილის ფოთლების ნახარში: 20 გრამი დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი. ამის შემდეგ დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი 2-3-ჯერ დღეში ჰიპერტონიული დაავადების, თირკმელების, ღვიძლის დაავადების, ფაღარათის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროპიის დროს.

თხილის გული საგულდაგულოდ გასრისეთ, შეურიეთ წყალს. მიიღეთ 50 მილილიტრი 3-ჯერ დღეში შარდკენჭოვანი დაავადებების, სისხლის ამოხველების, ციებ-ცხელების, კოლიტის დროს (200 გრამი თხილის გული 200 მილილიტრი წყალზე). თხილის გული შეურიეთ თაფლს. მიიღეთ 25 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ სისხლნაკლებობის დროს (200 გრამი თხილის გული 50 გრამ თაფლზე).

მიიღეთ 2 სუფრის კოვზი თხილის ზეთი 3-ჯერ დღეში ეპილეფსიის დროს, შეიზილეთ თავის კანში თმების ზრდის გასაძლიერებლად.

სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას, ასევე დაფნის ზეთს.

თეონა მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522616
1522816 online