asdas
ცნობილი ადამიანები
შინაური წამლები
შინაური წამლები
შინაური წამლები

2010-03-04 17:41:46



ქინძი დეპრესიის წინააღმდეგ
დეპრესიის სამკურნალოდ. 1 სუფრის კოვზ ქინძის ნაყოფს (თესლი) დაასხით 100 მგ არაყი, დააყენეთ 15 დღე. ნაყენი სვით ერთ ჯერზე 15 წვეთი, დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
ნევრასთენიის სამკურნალოდ. 1 ჩაის კოვზი ქინძი წვრილად დანაყეთ, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 10 წუთი. ნაყენი დალიეთ 1/3 ჭიქა 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სამკურნალო ტუხტი სიმსივნეს არბილებს
სამკურნალო ტუხტი გამოიყენება ხველის, ყივანახველის (განსაკუთრებით პედიატრიაში) დროს, აგრეთვე კოლიტების, ეტეროკოლიტების, დიზენტერიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
გარეგან საშუალებად იხმარება ფესვის ნაყენი პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისა და კონიუქტივიტის დროს.
სამკურნალო ტუხტს დიდ შეფასებას აძლევდა ავიცენაც. იგი წერდა, რომ სამკურნალო ტუხტი არბილებს სიმსივნეებს და ხელს უშლის მთ წარმოშობას. იგი აყუჩებს ტკივილებს სახსრებში, განსაკუთრებით ბატის ქონთან ერთად, სასარგებლოა საჯდომი ნერვის ანთების, კიდურების ცახცახის, კუნთების დაჭიმვის დროს. ტუხტის საფენები კარგ შედეგს იძლევა ყურის ჯირკვლებისა და მკერდის სიმსივნეების დროს. ტუხტის თესლი გუმფისთან ერთად გამოიყენება საშვილოსნოს გამკვრივებისა და შეკუმშვის დროს. თესლის ნახარში ასუფთავებს ორგანიზმს მშობიარობის შემდგომი გამონადენისაგან.
სამკურნალო ტუხტის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1–2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვი (იშვიათად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები), დაასხით 500 მლ ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი დასატკბობად. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ორი საათის შემდეგ.
ლუდი სურდოს წამალია
ლუდის მოყვარულებს კი სურდოს საწინააღმდეგო ასეთ რეცეპტს ვთავაზობთ: ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ვირისტერფას ფოთლები ჩაის მსგავსად მოადუღეთ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში, გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 3 სუფრის კოვზი ლუდი. თბილი ნაყენი სვით დღეში 3–ჯერ თითო სუფრის კოვზი.
შეგიძლიათ ლუდის კომპრესებიც გაიკეთოთ:
– 1 ჭიქა ლუდი 30 გრადუსამდე გააცხელეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ურიეთ, სანამ თაფლი მთლიანად არ გაიხსნება. დოლბანდი ამ ხსნარში დაასველეთ და ყელი შეიხვიეთ.
***
ძლიერი ხველა – უფროსებისათვის კარგია 24 საათის განმავლობაში 0,5 ლიტრ არაყზე დაყენებული აბზინდის ნაყენი. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3–ჯერ და ძილის წინ;
***
4 ჩაის კოვზ თაფლში და 4 ჩაის კოვზ სამკურნალო გლიცერინში ჩავწუროთ ერთი ცალი ლიმონი. მივიღოთ ყოველი 2–3 საათის შემდეგ;
***
ძლიერი ხველებისას უნდა დავლიოთ 400 გრამი შაქრის, 50 გრამი თაფლისა და 500 გრამი დანაყილი მწვანე ხახვის ნახარში. ნარევს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 3 საათი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გაციებული სითხე ბოთლში ჩაასხით და მჭიდროდ დაახურეთ საცობი.
***
ყურის ტკივილი – ბზა იხმარება პიტნასთან ერთად ყურის ტკივილის წინააღმდეგ. როდესაც ყურის ტკივილი "დაძველებული იყო", მაშინ ბზის ხეს ხმარობდნენ, ნაყავდნენ, თაფლში ურევდნენ და ყურში პატრუქის სახით უდებდნენ.
***
ყურის ტკივილის დროს ბოლოკის გამთბარ წვენს უწვეთებდნენ ყურში: "კაცსა რომე სიცივისა და სიგრილისაგან ყური სტკიოდეს და თბილთბილი ესე ბოლოკის წვენი ყურშიგა ჩაიშვას, მაშინვე ყურის ტკივილს უშველის და თუ კაცი ყრუ იყოს, სიყუეს ეშველოს".
***
გვირილის ბალახის წვენში გარეულ ძროხის ნაღველს ხმარობდნენ მტკივან ყურში ჩასაწვეთებლად.
***
მარილების დაგროვება – ნახევარი კილოგრამი გარეცხილი და გამშრალი სტაფილოს თესლი დაფქვით საფქვავში. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჩაის კოვზი გახსენით წყალში და დალიეთ დღეში 3–ჯერ. შემდეგ შეისვენეთ 6 თვე და კურსი კვლავ გაიმეორეთ;
***
ოთხი ცალი ლიმონის ქერქი და 100 გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით 2 ლიტრი გადადუღებული ცივი წყალი და გააჩერეთ 48 საათი თავდახურულ, მომინანქრებულ ქვაბში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 50 გრამი ყოველ დილით უზმოზე;
***
საღამოს 20 ცალ იასამნის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. დილით გადაწურეთ და სვით მთელი დღე (ნაყენი ერთი დღის ნორმაა). მიიღეთ ყოველთვის ახალგამზადებული ნაყენი 20 დღის განმავლობაში.
***
ჭურჭელში ჩაყარეთ საღამოს 3 სუფრის კოვზი ბრინჯი, გარეცხეთ, გადაღვარეთ წყალი და დაასხით ახალი. ბრინჯი უნდა დალბეს დილამდე. მოხარშეთ უმარილოდ; სასურველია, რომ ეს იყოს თხევადი ფაფა. როცა გაცივდება, ჭამეთ უზმოზე – საუზმემდე სამი საათით არე. ასე გააკეთეთ ორი–სამი კვირის განმავლობაში. ტკივილი სახსრებში გაქრება მეოთხე–მეხუთე დღეს.
***
მშრალი ხველების დროს – აადუღეთ 2 სუფრის კოვზი წიწაკის ძირები 2 ჭიქა თეთრი ყურძნის ღვინოსთან ერთად, გაწურეთ. უნდა სვათ ცხელი 3–ჯერ დღის განმავლობაში. ამასთან, დამატებით ყოველ დილით მიირთვით შემდეგი ნარევი: 1 თავი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ბატის ან ღორის გამდნარი ქონი.
ხახვი ბრონქიტის წინააღმდეგ
გაციება ხშირად ბრონქიტში გადადის. ამ შემთხვევაში ხახვი დაგეხმარებათ: 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, დააყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა წყალში მოხარშეთ. მიღებული მასა სვით 1 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ 7 დღის განმავლობაში.
1 თავი ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, 1 ჩაის ჭიქა რძეში ჩააგდეთ და ხარშეთ, სანამ არ დარბილდება, შემდეგ ამოიღეთ, დაჭერით და თბილი მიირთვით.
რა შველის შარდის ბუშტის ანთებას
ხალხურ მედიცინაში შარდის ბუშტის ერთ–ერთი სამკურნალო საშუალებაა კაკლის უღელი, რომელიც კაკლის ლებნებს ორ ნაწილად ყოფს. მის დასამზადებლად საჭიროა, ავიღოთ 1 მუჭა კაკლის უღელი, დავასხათ 1 ბოთლი წყალი და ვადუღოთ ისე, რომ სითხე ნახევარ ბოთლზე დავიყვანოთ.
მიღებულ ნაყენს გავწურავთ და ჭამის წინ დავლევთ ნახევარ ღვინის ჭიქას.
ხველების სამკურნალოდ
ავიღოთ კომშის 2 ფოთოლი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქაზე მეტი მდუღარე წყალი. გავაჩეროთ 20–30 წუთი, გავწუროთ და დავლიოთ სუფრის კოვზით ჭამის წინ. ნაყენი ერთდროულად აჩერებს ხველებას და აძლიერებს ჩვენს მხედველობასაც.
ხველებისთვის ასევე კარგია კომშის გულის ნახარში. ვიღებთ მთლიან ბუდეს კომშის მარცვლებთან ერთად, ვადუღებთ და ვსვამთ ღვინის ჭიქით დღეში 3–4–ჯერ.
ხველის საწინააღმდეგო და წნევის დამწევი საშუალება: კომშის ფოთლები ადუღეთ 1 ლიტრ წყალში 10 წუთი. ეს ნახარში დაბლა სწევს პროტრომბინს. კომშის ფოთლები ზაფხულში (ჯერ მწვანე) შეაგროვეთ და ჩრდილში გააშრეთ.
ცხენისწაბლა ტრავმებს აშუშებს
ცხენისწაბლა ცხენისწაბლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხეა. ყვავილობს აპრილ–ივნისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ–ოქტომბერში. საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება, მაგრამ ხდება მისი კულტივირება ბაღებსა და პარკებში.
ამზადებენ ცხენისწაბლას ნაყოფს მისი დამწიფებისა და ჩამოცვენის შემდეგ. ფოთლებს ამზადებენ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. ფოთლებს წყვეტენ ხელით, ყუნწებიანად. აშრობენ ჩრდილში, გაფენილს 19 სმ–ის სისქეზე. პირველი 2–3 დღის განმავლობაში 1–2–ჯერ აბრუნებენ. ფოთოლი მშრალია თუ ყუნწი გადაღუნვისას ტყდება.
ქერქს ამზადებენ ადრე გაზაფხულზე. ყვავილებს – ყვავილობის დასაწყისში.
მედიცინაში ცხენისწაბლას პრეპარატები გამოიყენება ოპერაციის შემდგომი თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპების პროფილაქტიკისათვის. მისგან დამზადებული პრეპარატები სისხლის შედედების უნარს აქვეითებენ, ამაგრებენ ვენებსა და კაპილარების კედლებს, ხელს უწყობენ წარმოქმნილი თრომბების გაწოვას. ამასთან, მათში არსებული საპონინები სისხლის წნევას დაბლა სწევენ.
ცხენისწაბლას ნაყენით ან მისი ექსტრაქტით თრომბოფლებიტის მკურნალობის დროს ავადმყოფებს უმცირდებათ ტკივილები და შეშუპება, დაავადებულ ადგილებში ანთებითი პროცესი მცირდება. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება ბუასილის მკურნალობის დროს, ასევე კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზული ვენების გაგანიერების შედეგად წარმოქმნილი ტროპიკული წყლულების მკურნალობის დროს. აფთიაქებში მისი ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტია ესკუზანი.
ხალხურ მედიცინაში ვენების გაგანიერების და ბუასილის სამკურნალოდ, გარდა ნაყოფისგან დამზადებული ნაყენისა, იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენს (25 წვეთი 2–3–ჯერ დღეში). ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთების დროს ითვლება სისხლისაღმდეგ საუკეთესო საშუალებად. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლდენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისგან დამზადებულ ფხვნილებს.
ნაყენის მოსამზადებლად 50 გრამ ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ 0,5 ლიტრ 50 გრადუსიან არაყს. იღებენ 30–40 წვეთს 3–4–ჯერ დღეში ჭამის წინ, 3–4 კვირის განმავლობაში.
სახსრებისა და წელის ტკივილისათვის
– ღვიის წყალი იხმარება წელის ტკივილის დროს: "ვინცა ესე ჯორის ძუა დაჭეჩკოს და ღვიის წყლითა მოადუღოს, გაწუროს და თბილ–თბილით წყლითა ოყნა ქნას, თეძოს და წელის ტკივილსა და ძველს ქარსა გაუგდებს";
– ანწლის ფოთლის ნახარშს სვამენ რევმატიზმის დროს, ამავე დროს ფოთოლს ადებენ მტკივნეულ ადგილზე.
აქვე უნდა ითქვას, რომ მიდამოს, სადაც ანწლი იზრდება, თვლიდნენ საცხოვრებლად უვარგის ადგილად;
– "ვინცა გრიკის ხის ხილი დანაყოს და თვალშიგა ამოზ–ილოს და ჭამოს, წელის ტკივილი უშველოს, და ვინც თაფლითა ჭამოს, კაცსა რომე წელშიგა მცხო ესხას, ისიც უშველოს";
– "ვინცა ესე იელის ფოთოლი დაჭეჭკოს და მოხარშოს და წელსზედა დაიდვას, წელის ტკივილს უშველოს";
– მაყვლის ფოთოლს ხმარობენ სახსრების ტკივილის დასაყუჩებლად. "ვინცა მაყუილის ფოთოლი დანაყოს, წყალი გამოჰხადოს, გაათბოს და მტკივანსა ალაგსა თბილ–თბილი შესცხოს, ასოსა და სახსრის ტკივილს უშველოს";
– ალოეს სხვაგვარად საბრსაც უწოდებენ: "ისრე საბრი ჭამოს... ქარს გაუგდებს და სახსრისა და სულის ტკივილს უშველის, მაგრამ შავსა საბრსა ყუითელი საბრი სჯობს";
– ტარხუნის ფესვს ხმარობენ სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522432
1522632 online