asdas
ცნობილი ადამიანები
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2012-08-19 14:06:59



– მუხლის სახსარი მეკეტება, სიარული მიჭირს. რისი ბრალია?
– მუხლის სახსრის ტკივილი შეიძლება ანთებითი პროცესით იყოს გამოწვეული. თუ ორივე სახსარი გაწუხებთ, საჭიროა სხვა დაავადებების გამორიცხვაც და სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარება. პირველ რიგში, თბილად, შალის ქსოვილით შეიხვიეთ სახსარი და მდგომარეობა ოდნავ შეგიმსუბუქდებათ. ზეპირად, ყოველგვარი სხვა ჩვენების გათვალისწინების გარეშე რომელიმე პრეპარატის რჩევა წარმოუდგენელია.
– ვარ 36 წლის. მყავს 2 შვილი. მეორე ბავშვს შევუწყვიტე ძუძუთი კვება. დღემდე ძუძუს თავზე ხელის მოჭერით რძე გამომდიოდა. შევამჩნიე, რომ რძესთან ერთად ერთ–ერთი სადინარიდან სისხლიც გამოდის. არის თუ არა ეს საშიში და ვის მივმართო?
– დაუყოვნებლივ მიმართეთ მამოლოგს. სადინარიდან სისხლის, თუნდაც მცირე რაოდენობით წამოსვლა, ზოგჯერ პაპილომა ვირუსის არსებობაზე მიუთითებს.
– 4 წლის გათხოვილი ვარ, ფეხმძიმედ არ ვარ. შეიძლება, რომ ციკლის გადაცდენამდე მქონდეს მიზეზობა? მაგალითად, გული მიჩქარდება.
– უმჯობესია, ციკლის გადაცდენას დაელოდოთ და გააკეთოთ ორსულობის ტესტი, მხოლოდ გულის აჩქარება ორსულობის ტოქსიკოზზე არ მიუთითებს.
– თუ შეიძლება, მიომა გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ. რა იწვევს მას და ყველა შემთხვევაში საჭიროა მისი ამოკვეთა?
– მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომლის ავთვისებიანად გადაგვარების მაგალითები იშვიათად მოიპოვება, იგი ძირითადად რეპროდუქციის ასაკში ვლინდება და მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა, ძირითადად პროგესტერონის ნაკლებობა. თუ მიომა ჰორმონოთერაპიის ფონზე მოცულობაში არ იმატებს, შეიძლება ის მკურნალობას დაექვემდებაროს და ოპერაციული ჩარევა საჭირო არ გახდეს.
– რა არის კბილის ქვები, როგორ ჩნდება და რა პრობლემას უქმნის იგი მოზარდს?
– ადამიანთა 80%–ს აქვთ კბილის ნადები – კბილის ქვა. ყველაზე ხშირად კბილის ქვა ვითარდება იმ კბილებზე, რომლებიც ნაკლებად მონაწილეობენ ღეჭვით პროცესში, რის გამოც ბუნებრივი თვითწმენდა გართულებულია. კბილის ქვის წარმოშობის მიზეზებია: პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა, მხოლოდ რბილი საკვების მიღება, ერთ მხარეს ღეჭვა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ხელს უწყობს ასევე ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვების წარმოქმნას. ასევე კბილების ქვების წარმოშობის ფაქტორებია არასწორი თანკბილვა და უხარისხო პასტებისა და ჯაგრისების გამოყენება. კბილის ქვები იწვევენ ზეწოლას ღრძილებზე და სისხლდენას ღრძილებიდან. ასევე აღინიშნება უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. თუ დროულად არ იქნება მოცილებული კბილის ქვა, მას შეუძლია ღრძილების ისეთი მძიმე დაავადება გამოიწვიოს, როგორიცაა პაროდონტიტი.
– სისხლის საერთო ანალიზში მაქვს ცოტა დაბალი ჰემოგლობინი – 67, ერითროციტები 3,6. მომატებული მაქვს ეოზინოფილები – 5. რამდენად საშიშია?
– სისხლის საერთო ანალიზზე რომ ზუსტი წარმოდგენა შეიქმნას, საჭიროა მისი ყველა მაჩვენებლის მოწოდება, რადგან თქვენი მაჩვენებლების მიხედვით საყურადღებოა, რამდენია ედს და ლეიკოციტების მაჩვენებელი. შეიძლება ნორმის ფარგლებში გაქვთ, მაგრამ ერთი მაჩვენებლის მეორესთან შედარება აუცილებელია. თქვენი მონაცემების მიხედვით, ჰემოგლობინი საგანგაშოდ დაბალი არ გაქვთ. ასევე არ არის საგანგაშოდ მომატებული ეოზინოფილების მაჩვენებელიც. ეოზინოფილების მომატება შეიძლება ალერგიის დროსაც იყოს გამოხატული, რაც შეეხება ერითროციტებს, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, ხომ არ იღებდით რომელიმე პრეპარატს, რომელიც სისხლის სურათს ცვლის. საგანგაშოდ არც ის არის დაწეული, მაგრამ საყურადღებოა. გირჩევთ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიიღოთ არანაირი პრეპარატი და ერთი კვირის შემდეგ ისევ ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი.
– მაქვს ვარიკოზული ვენები. ექიმი ძვირადღირებულ წამალს მიწერს, მისი ყიდვის საშუალება არ მაქვს. გთხოვთ მასწავლოთ, რა მივიღო ან წავისვა.
– დისტანციურად, მდგომარეობის შესწავლის გარეშე წამლის დანიშვნა დაუშვებელია. შეიძლება თქვენი მდგომარეობისათვის ნებისმიერი, ადვილად ხელმისაწვდომი, გავრცელებული აბები და მალამოები პირიქით, უკუშედეგის მომცემი აღმოჩნდეს. ამიტომ გირჩევთ, აქ დასმული პრობლემით ექიმს მიმართოთ, რადგან მან უკეთ იცის თქვენი მდგომარეობა.

– მაქვს ნევროზი, მაწუხებს აკვიატებული აზრები. ადამიანს, რომელსაც მუდმივად დაბალი წნევა აქვს 100/70, შეიძლება, რომ ინფარქტი დაემართოს? ვარ 36 წლის.

– პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფარქტის დროს ყოველთვის არ ფიქსირდება მაღალი არტერიული წნევა. თუ ეს თქვენ გეხებათ, გეტყვით, რომ ინფარქტი ნამდვილად არ დაგემართებათ, რადგან შიშის მიზეზი უკვე იპოვეთ. გაქვთ ნევროზი, რომლის დროსაც ჩნდება უფრო მძაფრი შიშები, რაც ხშირად უსაფუძვლოა. გირჩევთ, მიმართოთ ნევროპათოლოგს და მკურნალობა ამ მხრივ დაიწყოთ.
– ძილში კბილების კრაჭუნი კალციუმის ნაკლებობის მიზეზი თუ არის?
– კალციუმის ნაკლებობა ხშირად კბილების კრაჭუნით გამოიხატება, განსაკუთრებით ბავშვებში.
– თუ შეიძლება, პირველი აბორტი უშვილობის მიზეზი გახდეს და მკურნალობას თუ ექნება აზრი?
– გამოკვლევის გარეშე ვერავინ გეტყვით, ჩატარებული აბორტები არის თუ არა უნაყოფობის მიზეზი. საჭიროა სრულფასოვანი გამოკვლევა. რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში სასურველი შედეგის მომცემია.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522240
1522440 online