asdas
ცნობილი ადამიანები
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2012-04-06 00:25:26



– ვარ 14 წლის, მენსტრუაცია მიცდება სამი თვით, მაქვს ასევე თეთრი გამონადენი. როგორ ვიმკურნალო?
– პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ თეთრი გამონადენი მენსტრუალური ციკლის დარღვევას არ გამოიწვევდა. გამონადენი გამოწვეულია ანთებითი პროცესით. უნდა ჩაიტაროთ ნაცხის გამოკვლევა, რადგან გამონადენის მიზეზი ხშირად სოკოა და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მენსტრუაციის არასტაბილურობას, მას ჰორმონალური დარღვევა იწვევს, მაგრამ თქვენი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება მკვეთრი ჩარევა არ იყოს საჭირო. აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ჰორმონალურ გამოკვლევას ჩაგიტარებთ. მკურნალობა უნდა დაინიშნოს ზუსტი, რათა შემდგომში გართულებები არ გქონდეთ.
– პულსი ხშირად მაქვს აჩქარებული. მაქვს ნერვული ტიკებიც. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
– აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს. მიზეზი, სავარაუდოდ, ვეგეტონევროზია.

– 7 წლის გოგონას იღლიაში უმნიშვნელო ღინღლი და არაბავშვური ოფლის სუნი აქვს. რითი შეიძლება იყოს გამოწვეული და ვის მივმართოთ?

– მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს. შეიძლება ჰორმონალური დისბალანსით იყოს გამოწვეული.

– მაქვს კისტა. შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში დაფეხმძიმება?

– აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. კისტა არსებობს სხვადასხვაგვარი. ეს დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, აგებულებაზე. არსებობს კისტა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწოვება. მაგრამ დერმოიდული კისტის შემთხვევაში ხშირად ოპერაციული ჩარევაა საჭირო. გამოკვლევის გარეშე არ გირჩევთ დაფეხმძიმებას.
– მყავს 3 წლის შვილი, ღამით კბილებს აკრაჭუნებს. მითხრეს, შეიძლება ჭია ჰყავსო, რა გავაკეთო სახლის პირობებში?
– ღამით კბილების კრაჭუნი უმეტესად ბავშვის ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობით არის გამოწვეული. გირჩევთ, მიმართოთ პედიატრს, რომ შესაბამისი პრეპარატი დაუნიშნოს.
– ვარ ორსული. 9 თვის განმავლობაში რამდენჯერ უნდა გადავიღო ექოსკოპია და მავნებელია თუ არა ბავშვისთვის?
– თანამედროვე ექოსკოპიური კვლევა არანაირ საფრთხეს არ უქმნის არც ნაყოფს და არც დედას. ექიმი რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის, ექოსკოპია იმდენჯერ გადაიღეთ.
– მთელს სხეულზე, განსაკუთრებით ხელებზე, მეტყობა ვენები ძალიან. რითი შეიძლება იყოს გამოწვეული?

– პათოლოგია ნამდვილად არ არის. ზოგ ადამიანს ვენები კანთან უფრო ახლოს აქვს, ამიტომ მკვეთრად შესამჩნევი ხდება. თუ გაწუხებთ, მიმართეთ ანგიოლოგს, სისხლძარღვების სპეციალისტს.
– ვარ 33 წლის. გაკეთებული მაქვს საკეისრო. მაქვს ტრიქომონა. შეიძლება თუ არა ეს იყოს უშვილობის მიზეზი?
– საკეისრო კვეთა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უნაყოფობის მიზეზი არ ხდება. რაც შეეხება ტრიქომონას, მისი სწორი და სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ დაფეხმძიმება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
– თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბს ვიყენებ, დავორსულდები? რა უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს?
– თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას მითითებული ინსტრუქციის მიხედვით არ გამოიყენებთ, შეიძლება დაფეხმძიმდეთ. თუ გამოიყენეთ და მაინც დაფეხმძიმდით, ორსულობაზე არანაირ უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
– ჩემს შვილს აღმოაჩნდა ს ჰეპატიტი. გთხოვთ მიპასუხოთ, იკურნება თუ არა ეს დაავადება და სახლის პირობებში როგორ ვუმკურნალო?
– ს ჰეპატიტი არის ვირუსული დაავადება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მხოლოდ კვალიფიციური ჰეპატოლოგის დანიშნულებით იმკურნალეთ. სახლის პირობებში კი დაიცავით ექიმის მითითებული დიეტა და არ მიიღოთ არც ერთი წვეთი ალკოჰოლი. სწორი მკურნალობით დაავადება თუ ბოლომდე არ განიკურნება, არც საგანგაშო იქნება. არც ერთ შემთხვევაში არ მიიღოთ ე.წ. შინაური წამლები. ღვიძლს ექსპერიმენტები არ სიამოვნებს.
ჩემს მეუღლეს გავუკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი. ყველაფერი რიგზე აქვს, მხოლოდ ეოზინოფილები აქვს მომატებული. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
– ეოზინოფილების მატების მიზეზი ხშირად ალერგიაა. გაზაფხულსა და ზაფხულში ალერგიული ფონიც იმატებს, რომელიც სხვადასხვა ორგანიზმში სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება. სისხლის საერთო ანალიზის მხოლოდ ერთი მაჩვენებლით დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ალერგია მაინც უნდა გამორიცხოთ, რომელიც შეიძლება ჯერ შემაწუხებელი არ არის თქვენი ქმრისთვის და ამიტომ ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს.
– ციკლის დროს მტკივა მარჯვენა საკვერცხე. საშიში ხომ არ არის და რა გავაკეთო?
– ციკლის დროს ტკივილი ბუნებრივია. ძლიერი ტკივილის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გადაიღეთ ექოსკოპია, თუ დაფიქსირდა ფუნქციური ცვლილება, გინეკოლოგს მიმართეთ.

– აწეული მაქვს ანტისპერმული ანტისხეულები. შეიძლება არდაფეხმძიმების მიზეზი ეს იყოს?

– ანტისპერმული ანტისხეულების მნიშვნელოვანი მატება დაფეხმძიმებას ხელს უშლის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მეუღლის სისხლში დაფიქსირდება მისი მომატება. ასევე უნდა შემოწმდეს პარტნიორიც, მასაც ხომ არ აქვს სისხლსა და სპერმაში ანტისპერმული ანტისხეულები მომატებული.
– ერთი წლის წინ მქონდა ტკივილი გულის არეში. ახლა არ მაწუხებს გული, მაგრამ მტკივა მარცხენა ფეხი. შეიძლება, ფეხის ტკივილი გულით იყოს გამოწვეული? რამდენად საშიშია და ვის მივმართო?
– აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს.
– გთხოვთ მირჩიოთ, შინაურ პირობებში როგორ ვუმკურნალო ფრჩხილებს, მეყოფა და მემტვრევა.
– დღეს ფრჩხილების მკურნალობა დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. პარფიუმერიის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ხელის საცხი, რომელიც ფრჩხილების კარგი მკვებავიც არის და მას მინერალებით და საჭირო ვიტამინებით ამდიდრებს. საუკეთესო საშუალებაა სახლის პირობებში თბილი, მარილიანი ზეთის აბაზანები. ზეთი შეათბეთ, ჩააწვეთეთ შიგ რამდენიმე წვეთი იოდი და ცოტა მარილი ჩაყარეთ. მოურიეთ კარგად და თითები ჩაყავით, გააჩერეთ 5–10 წუთი, შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით კარგად შეიმშრალეთ. პროცედურა 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ გაიკეთეთ.

– ფეხებზე მაქვს კოჟრები, ცერა თითების დასაწყისში. "მარილები" არ არის. ოპერაციით თუ შეიძლება მოშორება?

– ასეთი კოჟრები ძირითადად ორგანიზმში შარდოვანას დაგროვებით არის გამოწვეული, რომელიც შემდეგ პოდაგრას იწვევს. ოპერაციულ ჩარევას გართულების შემთხვევაში მიმართავენ. მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება სახლის პირობებშიც. პატარა ზომის კარტოფილი გათალეთ, ამოცალეთ გული ისე, რომ კოჟრი ჩაეტიოს. შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ერთთვიანი პროცედურის შემდეგ შედეგს მიაღწევთ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალერგია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522544
1522744 online