asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა კავშირია უძილობასა და დაავადებებს შორის
რა კავშირია უძილობასა და დაავადებებს შორის
რა კავშირია უძილობასა და დაავადებებს შორის

2012-02-17 13:23:19



ძილობის მიზეზი მრავალია. ზოგჯერ ის – სხვადასხვა დაავადების გვერდითი ეფექტია, ზოგჯერ კი – სხვადასხვა დაავადების პროვოცირება–გაღრმავებას თავად ახდენს.

უძილობა შეიძლება სიმსუქნის მიზეზი იყოს – ეს ახალი ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო. ამას ასე ხსნიან: უძილობის დროს სომატოტროპული ჰორმონი, რომლის ფუნქცია ცხიმების გახლეჩაა, არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა. შედეგად, ადამიანი თანდათან სუქდება.

სიმსუქნე ღამის აპნოეს (ძილის დროს სუნთქვის შეკავება) ერთ–ერთი მიზეზია. თუ ცხიმი კისრის მიდამოში გროვდება, სასუნთქი სანათური ვიწროვდება. დღისით ეს შეუმჩნეველია. მაგრამ ღამით კუნთები დუნდება. ჩამოშვებული სასუნთქი გზებიდან ჰაერი ფილტვებში შეღწევას წყვეტს. ამის საპასუხოდ ორგანიზმი რამდენიმე წამით იღვიძებს, რათა კუნთები გაააქტიუროს და ჟანგბადი კვლავ მიიღოს. ღამის განმავლობაში მსუქან ადამიანებში სუნთქვის ასეთი შეჩერება შეიძლება ხუთასამდე იყოს. ამიტომ ისინი თავს მუდამ დამტვრეულად გრძნობენ და შეუძლიათ ყველაზე შეუსაბამო ადგილებში (მაგალითად, საჭესთან ან პაემანზე) ჩაიძინონ.

პრობლემიდან გამოსავალი. გახდით. წონაში 10%–ით დაკლება სუნთქვის შეჩერების რისკს 2–ჯერ ამცირებს.

სპეციალური ნიღბით დაიძინეთ. მას ძილის წინ ცხვირზე იკეთებენ, ხოლო საწოლთან, ტუმბოზე მოთავსებული მოწყობილობა ჰაერს აწვდის. ამის წყალობით, სასუნთქი გზები არ ჩამოეშვება და ადამიანი მთელი ღამე ნორმალურად სუნთქავს.

გულის დაავადებები დაძინებას ყოველთვის ხელს არ უშლის, მაგრამ ძილის დარღვევა კარდიოლოგიურ პრობლემებს აუცილებლად აღრმავებს. უძილობის გამო ადამიანი კიდევ უფრო ნერვიულობს, სისხლში სტრესის ჰორმონების: ადრენალინის, ნორადრენალინის, კორტიზოლის გადასროლა იმატებს. ამის გამო წნევა მაღლა იწევს და გულისცემა ხშირდება. თუ ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, დროთა განმავლობაში კლინიკურად გამოხატული ჰიპერტონია და ტაქიკარდია ვითარდება.

პრობლემიდან გამოსავალი. ისწავლეთ მოდუნება. ამაში თბილი (მაგრამ არა ცხელი) აბაზანა, დაწოლამდე გასეირნება, სასიამოვნო მუსიკა დაგეხმარებათ.

აითვისეთ სუნთქვის მეთოდიკა, რომელიც ზედმეტ დაძაბულობას ხსნის. დალიეთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები. ნერვულ სისტემაზე კარგად მოქმედებს მაგალითად, პიტნა, გვირილა, სალბი.

დაიცავით ძილის ჰიგიენა. საძინებელში უნდა ბნელოდეს, არ უნდა იყოს სიცხე და დახშული ჰაერი, საწოლში კითხვა ან ტელევიზორის ცქერა არ შეიძლება.

დაბოლოს, ყავის, ალკოჰოლის, სიგარეტის დიდი დოზები მინიმუმამდე შეამცირეთ, თორემ ყველაფერი ეს უძილობას აძლიერებს და ამავდროულად წნევას მაღლა სწევს. ნუ "ჩაიციკლებით" იმაზე, რომ დაძინება არ შეგიძლიათ. არ ღირს თავის გაწვალება და საწოლში წრიალი. წამოდექით და რაიმე მონოტონური საქმე, მაგალითად, ქსოვა ან ქარგვა დაიწყეთ. მალე თვლემა მოგერევათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: უძილობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online