| ქალი და მამაკაცი |

ნევრალგია
ნევრალგია არის ტკივილი ნერვის გაყოლებაზე. ზოგჯერ ნერვის ირგვლივ კანი ფერმკრთალდება ან წითლდება. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს თვით ნერვის დაავადება, ახლომდებარე ორგანოებისა და ქსოვილების ტრავმა, ინფექცია ან ძლიერი გაციება.
ეს რეცეპტები გამოიყენება ნებისმიერი ნერვის ანთების დროს:
- 1 სუფრის კოვზ დიდგულას ყვავილს 200 მილილიტრ მდუღარე წყალს, აჩერებენ თავდახურულს 20 წუთის განმავლობაში, გაწურავენ და გააგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე მიღებულ ნაყენს.
იყენებენ საფენების სახით ნევრალგიის დროს.
***
- 10 გრამ ფიჭვის ფისისგან გამოხდილ სკიპიდარს შეურიეთ 50 გრამი ღორის ქონი. გამოიყენება გარედან სახმარად ნევრალგიის დროს.
***
- ყოჩივარდას ფესურის წყალზე ნაყენს ცხელ მდგომარეობაში (1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა 2 ჭიქა წყალზე, 2 დღის დოზა) ან სპირტიან ნაყენს (1 გ ნედლეული 10 გრამი 70%-იან სპირტზე). 30-40 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
- ნევრალგიის დროს საკმაოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება შხამას ფესურის ფხვნილისგან მომზადებული მალამო. აგრეთვე სპირტზე ნაყენი და გამონახარში. ყველას ეს საშუალება გარედან სახმარად გამოიყენება საფენების სახით.
მალამო შემდეგნაირად მზადდება: - 1 წილ შხამას ფესურის ფხვნილს 5 წილ ღორის ქონს ურევენ. იდებენ საფენების სახით მტკივნეულ ადგილას.
ნახარში შემდეგნაირად მზადდება: - 60-70 გრამ წვრილად დაჭრილი შხამას ფესურა და ფესვები 1 ლიტრ წყალზე. ხარშვა ხდება 5-7 წუთის განმავლობაში ნელი დუღილით. გაგრილებულ ნახარშს საფუარს ურევენ მცირე დოზით თვალის ზომით. უკეთესია მომზადდეს შხამასა და სვიის ერთობლივი ნახარში, ან ცალ-ცალკე მოიხარშოს და შემდეგ შევურიოთ. სამკურნალო ეფექტი ვლინდება განუწყვეტელი მკურნალობით 1-2 კვირის განმავლობაში. მოცემული გამონაცემიც გარეგან სახმარად გამოიყენება.
ფესვებისა და ფესურის სპირტზე ნაყენი (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფესვები და ფესურა, 4 ნაწილი სპირტი) ანალოგიურად მოცემული ნაყენიც გარეგან სახმარად გამოიყენება.
გაფრთხილება: შხამას გამოყენებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ძლიერ შხამიან მცენარესთან და საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა. კატეგორიულად დაუშვებელია მისი თვითნებური გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
- 1 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ წნორის ქერქს 2 ჭიქა ცივ წყალს ასხამენ. დგამენ 8 საათს (დღე-ღამის დოზა), რეკომენდებულია აგრეთვე წნორის ქერქის ფხვნილის მიღება 1 გრამი დღეში ჭამის წინ.
- 1 ჩაის კოვზ ფხვნილადქცეულ ხებალახას 150 გრამ წყალში 10 წუთს ხარშავენ (10 დღის დოზა მიიღება 2 ჩაის კოვზი 1 დღის განმავლობაში).
იასამანი
იასამნის კვირტებს აგროვებენ ადრე გაზაფხულზე. ათავსებენ მინანქრის ქვაბში და ასხამენ იმდენ წყალს, რომ ფარავდეს (ძლიერ ნაჯერი ნახარში უნდა დამზადდეს). ხარშავენ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთი. წურავენ და ზელენ ღორის ქონში. ამ მალამოს იზელენ მტკივნეულ ადგილზე დილა-საღამოს.
კვერცხი
ნევრალგიური შეტევის დროს ხარშავენ კვერცხს, ნაჭუჭიანად ჭრიან შუაზე და ორივე ნახევარს (გაჭრილის მხრიდან) იდებენ იმ ადგილზე, სადაც ტკივილი ყველაზე ძლიერია. როდესაც კვერცხი გაცივდება, ტკივილიც გაქრება დიდი ხნით. ამ საშუალებას იყენებენ სამწვერა ნერვის ანთების დროსაც.
ოთახის გერანი (სურნელოვანი)
გერანის რამდენიმე ახლადმოწყვეტილ ფოთოლს დებენ სელის ქსოვილში და იდებენ ავადმყოფ ადგილზე. ზემოდან თბილად იხვევენ. ფოთლებს ცვლიან დღეში 2-3-ჯერ. 2 საათის შემდეგ ტკივილი ქრება.
ეს რეცეპტები გამოიყენება სამწვერა ნერვის ანთების დროსაც.
იშიასი
მტკივნეულ ადგილზე იდებენ ბალიშს, რომელსაც ავსებენ გვირილას ან ანწლის ყვავილით. ამისთვის ამ ყვავილებს მსუბუქად რწყავენ მდუღარე წყლით და შემდეგ ათავსებენ ცხელ ქვაბში. იღებენ გახურებულ ყვავილებს და აკეთებენ ბალიშს, რომელსაც იდებენ მტკივნეულ ადგილზე და თბილად იხვევენ.
***
მტკივნეულ ადგილებს ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე იზელენ დათვის ქონით და თბილად იხვევენ. იშიასი მთლიანად ქრება.
***
პირშუშხას ფოთლებს იდებენ მტკივნეულ ადგილას, ზემოდან იხვევენ თბილი შალის ქსოვილით.
***
აგროვებენ არყის ხის კვირტებს ფოთლების გაშლამდე. ასხამენ 0,5 ლიტრ არაყს (არაყმა კვირტები უნდა დაფაროს). აჩერებენ 1 კვირა. იკეთებენ კომპრესებს.
***
- დაავადებულ ადგილზე წავისვათ აგავას წვენი. აგავა არ უნდა იყოს ძალიან ახალგაზრდა (სუსტად მოქმედებს) და არც ძალიან ბებერი (კანს წვევს). აგავას ფოთოლი უნდა გავრეცხოთ, გავჭრათ ღეროსთან ახლოს, მოვაცილოთ ეკლები, გავჭრათ შუაში და წავისვათ მისგან გამოსული წვენი მტკივნეულ ადგილებზე.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის სამკურნალოდ
- მოვწყვიტოთ ზეთის ნემსიწვერას რამდენიმე მწვანე ფოთოლი, დავდოთ სელის ნაჭერზე (ნაჭერი უნდა იყოს აუცილებლად სელისა, რადგან მასში შემავალი სელის ბოჭკოებია მთავარი მკურნალობაში) და შევიხვიოთ მტკივნეული ადგილი, ხოლო ზემოდან დავიდოთ თბილი ნაჭერი. 2-3-ჯერ გამოვცვალოთ ნემსიწვერას ფოთლები. 2 საათის შემდეგ ტკივილი ჩაცხრება.
***
- შიშველ სხეულზე მოუხსნელად უნდა ვატაროთ წითელი ფანელის ან მატყლისგან მოქსოვილი შარვალი.
***
- ავიღოთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ყოჩივარდას ფესვები. დავასხათ 2 ჭიქა ადუღებული წყალი. გავაჩეროთ 15-20 წუთი. მიღებული ნაყენი დავლიოთ 2 დღის განმავლობაში.
***
- 10 გრამ ყოჩივარდას წვრილად დაჭრილ ფესვებს დავასხათ 100 გრამი 70 გრადუსიანი სპირტი, მივიღოთ 30-40 წვეთი დღეში სამჯერ.
***
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი წნორის წვრილად დაჭრილი ქერქი, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. აღნიშნული რაოდენობა დღე-ღამის დოზაა.
***
- აიღეთ ხებალახას გამხმარი ყლორტები ფოთლებიანად. აქციეთ ფხვნილად და 1 ჩაის კოვზ (3 გრამ) ნედლეულს დაასხით 150 გრამი წყალი, ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი 10 დღის დოზაა, ყოველდღიურად მიიღება 2 ჩაის კოვზი დღე-ღამის განმავლობაში. უფრო დიდხანს და მეტი დოზებით მიღება სახიფათოა, რადგან ხებალახა შხამიანია და თვითნებურად მისი გამოყენება დაუშვებელია.
***
- მტკივან ადგილას შეიზილეთ ფიჭვის ფისისგან გამოხდილი სკიპიდარი.

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 






































































































