asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მწვანე აფთიაქი
მწვანე აფთიაქი

2012-02-13 00:11:52



ქრისტესბეჭედა
ქრისტესბეჭედა ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი მრავალწლიანი, ტიპიური ტყის მცენარეა და მხოლოდ ტყეებსა და ტყისპირებში ხარობს, აქვს 30-80 სმ სიმაღლის სწორმდგომი ღერო, ღეროს ძირში შეჯგუფული სამ-ხუთად გაყოფილი ფოთლების ფორმა მომრგვალო გარემოხაზულობისაა და ნაპირებდაკბილულია. ღეროზე განლაგებული ფოთლები დაკნინებულია, ზოგჯერ კი სრულებით უფოთლოა. ყვავის მაის-ივნისში. მრავალრიცხოვანი კაუჭებით დაფარული ნაყოფები ტანსაცმელს და საქონლის ბეწვს ადვილად ედება და ამ გზით შორ მანძილზე ვრცელდება.
ქრისტესბეჭედას ფოთლებს მალამოსა და მონახარშის სველი საფენების სახით ხალხი დუდკოს სამკურნალოდ იყენებს. გამხმარი ფოთლების ფხვნილი კი ჭრილობებზე დასაყრელ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ქრისტესბეჭედას ნორჩ ყლორტებს ყვავილიანად გაზაფხულ-ზაფხულზე აგროვებენ. ჭრიან წვრილად და ახმობენ ჩრდილში. ხმელი მცენარისაგან ადვილად მზადდება ფხვნილი. ხალხში იგი პოპულარულია ფილტვებიდან სისხლღებინების დროს. გარდა ამისა, ფოთლები შვეიცარული ჩაის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მოცვი
მოცვი ტყის ბინადარი, დაბალი 15-40 სმ სიმაღლის ბუჩქია. მას რაჭაში მოდგინარს ეძახიან, სამეგრელოში - მელიშიას, თუშეთში - ჟოლოს, აჭარაში კი მიწამოცვს.
ყვავილობს მაისის მეორე ნახევრიდან ივნისის ჩათვლით. აქვს წვრილი ვარდისფერი ყვავილი. ნაყოფი, რომელიც ივლის-აგვისტოში მწიფდება, მრგვალი, შავი ფერის კენკრაა. უხვად მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მსხმოიარობს. მცირემსხმოიარობა კი თითქმის ყოველ წელიწადს აღენიშნება.
გვხვდება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, ძირითადად სუბალპებში, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვხვდებით ალპურ სარტყელშიც, ზღვის დონიდან 3.600 მ სიმაღლემდე. მოცვის ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავას, შაქარს, ვიტამინ A-ს, ვიტამინ ჩ-ს. ფოთოლში ნაპოვნია მთრიმლავი ნივთიერებები, აგრეთვე გლიკოზიდები, რომელთაც ინსულინის მსგავსი მოქმედების თვისება გააჩნიათ.
კენკრას, კარგ გემოსთან ერთად, სამკურნალო-დიეტური მნიშვნელობაც აქვს. იგი კარგია კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, დადებითად მოქმედებს გასტრიტის შემთხვევაში. მოცვი კარგი შემკვრელი საშუალებაა. ახალი კენკრა, საერთოდ, კუჭ-ნაწლავის ჩინებული რეგულატორია. მოცვის ექსტრაქტი აუმჯობესებს მხედველობას.
ხალხურ მედიცინაში მოცვს ძველთაგან იყენებენ თირკმელებში კენჭების, ნეკრისის ქარის, რევმატიზმის დროს. სქლად მოხარშულ კენკრას კომპრესად და საფენად იყენებენ ეგზემის და კანის ზოგიერთი დაავადებისას.
მოცვის ფოთლებიდან საოჯახო პირობებში ამზადებენ ჩაის, რომელსაც სვამენ საშარდე ბუშტის ანთების, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის და სხვა შემთხვევაში.
ნაყოფს იყენებენ კისელის, სიროფის, მურაბის, ლიქიორის დასამზადებლად.
კოწახური
კოწახური კოწახურისებრთა ოჯახის წევრია. იგი 3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, ძლიერი ფესვითა და გამერქნებული ფესვურებით.
რაჭაში მას კვაწახურს, სამეგრელოში - კორწოხულს, სვანეთში - გვაწრიხს, ხევსურეთში - ესკალძმარას ეძახიან. იზრდება ჭალებში, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარ-ჯაგნარებში. ის მაის-ივნისში ყვავილობს, ყვავილები ყვითელია და სურნელოვანი. აქვს სამად გაყოფილი ეკლები. ნაყოფი წითელი წაგრძელებული კენკრაა, რომელიც აგვისტო-სექტემბერში მწიფდება და მტევნებად ჰკიდია ბუჩქებზე. ნაყოფს ინახავენ ტოტებით დაკიდულს, ან დაკრეფილს. იგი კარგად ინახება მეორე მოსავლამდე.
კოწახური ძველთაგანვე ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე. მას ინდოეთსა და ეგვიპტეში "სისხლის გასაწმენდად" ხმარობდნენ. ნაყოფი 5 პროცენტამდე შაქარსა და 6-7 პროცენტამდე ვაშლის მჟავას შეიცავს, ფოთლები - ასკორბინის მჟავას, ვიტამინ E-ს. გარდა ამისა, ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას.
ხალხურ მედიცინაში მას იყენებდნენ როგორც შარდმდენ, კუჭის გასამაგრებელ და მადის აღმძვრელ საშუალებას.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online