asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დავძლიოთ ზამთრის სიცივე ალერგიის გარეშე
სასარგებლო რჩევები
დავძლიოთ ზამთრის სიცივე ალერგიის გარეშე

2012-02-10 00:25:32



ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლების დროს ზოგიერთ ადამიანს ისეთი სიმპტომები აღენიშნება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სიცივის მიმართ ალერგიასთან. მაგალითად, უჭირს ცხვირით სუნთქვა, აღინიშნება კანზე, ტუჩებზე გამონაყარი, უძლიერდება ცრემლდენა... ამ შემთხვევაში ექიმები სვამენ დიაგნოზს – სიცივის მიმართ ალერგია.
რა იწვევს
სისხლში არის ცილა, კრიოგლობულინი, რომელიც ორგანიზმის ეხმარება, ტემპერატურის მნიშვნელოვან კლებას გაუმკლავდეს, მაგრამ ზოგი დაავადების დროს, ასევე იმუნური სისტემის დაავადებებისას, ამ ცილის რაოდენობა სისხლში მნიშვნელოვნად მატულობს. ის ქმნის ერთგვარ კომპლექტს, რომელიც იმუნურ სისტემას თრგუნავს და მიმდინარეობს ერთგვარი ბრძოლა "უცხოებსა" და ორგანიზმის თავდაცვის უნარს შორის. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ალერგიული რეაქციაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილი ტემპერატურის ზემოქმედების დროს კრიოგლობულინი ჩვეულ რაოდენობას უბრუნდება, ბრძოლაც მთავრდება და მოკლე დროში ქრება სიმპტომებიც.
როგორ გამოიხატება
ეს არის სიცივის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. უფრო ხშირად 25–30 წლის ქალებში იჩენს თავს. რამდენიმე წუთი ყინვაში სიარულის შემდეგ სხეულის იმ უბნებზე, რომლებიც დაცული არ არის, შეიძლება გაჩნდეს თეთრი ან მოვარდისფრო ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ ქავილს იწვევს. ცნობილია, რომ სითბოში სისხლძარღვები ფართოვდება, სიცივეში კი ვიწროვდება. შესაძლოა, სითბოში შესვლის შემდეგ ალერგიის სიმპტომები მალევე ალაგდეს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, ამას რამდენიმე დღეც დასჭირდეს.
ცივი დერმატიტი
ეს დაავადების კიდევ ერთი ფორმაა, რომლის პროვოცირებაც ძლიერ ყინვას შეუძლია. სახეზე, ყურის ნიჟარებზე, ხელის მტევნებზე ჩნდება წითელი ფერის ლაქები, რომლებიც ძლიერ ქავილს და სერიოზულ დისკომფორტს იწვევს.
მეტეოროლოგიური ხეილიტი
ამ დროს ზიანდება ტუჩები – შრება, იფარება აქერცლილი კანით და პირის უპეებში ჩნდება ნახეთქები.
ცივი რინიტი
სიცივეში გასვლის შემდეგ მომენტალურად ვითარდება ძლიერი რინიტი, რომელიც ცხვირით სუნთქვას მნიშვნელოვან აფერხებს.
ცივი კონიუნქტივიტი
ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემჩნევა რთული არ არის – ძლიერი ცრემლდენა, სიწითლე, ქავილი და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ენდეთ ექიმს
სიცივის ალერგიის ყველა ფორმის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მკურნალობის დროულად დაწყება და, რა თქმა უნდა, ექიმთან მისვლა. ამ დროს, პირველ რიგში, ალერგოლოგს უნდა მიმართოთ. როგორც წესი, მკურნალობა ანტიჰისტამინური პრეპარატებით ხორციელდება. შესაძლოა საჭირო გახდეს თვალის სპეციალური წვეთების, მალამოების გამოყენება, ასევე იმ ჯგუფის პრეპარატების მიღება, რომლებიც აუმჯობესებენ პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას. სიცივის მიმართ ალერგიის დროს კარგია ვიტამინების მიღებაც – ა, ცე, ე, პპ. შედარებით რთული ფორმის შემთხვევებში შესაძლებელია, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს და ჰორმონებიც კი დაგინიშნოთ.
ეს გაითვალისწინეთ
ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ ამინდის შესაფერისად გეცვათ. ეს ეხებათ როგორც პატარებს, ისე უფროსებს. სიცივეში გასვლისას აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები, დაიფარეთ ქუდი, შემოიხვიეთ კაშნე... ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოსი თუ აქსესუარი ნატურალური ქსოვილისგან იყოს დამზადებული. გახსოვდეთ, შალი და სინთეტიკა ალერგიას ამწვავებს.
გამოიყენეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები. სიცივეში გასვლის წინ ეცადეთ, სახეზე, ხელებსა და ტუჩებზე, ანუ იმ ადგილებზე, რომელთა დაფარვასაც ვერ ახერხებთ, წაისვათ ცხიმიანი მკვებავი მალამო, ტუჩების დასაცავად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული სიცივისა და ყინვის საწინაამღდეგოდ.
რაციონი
ეცადეთ, რაციონში შეამციროთ ისეთი მაღალკალორიული პროდუქტები, როგორიცაა: ციტრუსები, შოკოლადი, ხიზილალა, კვერცხი, ყავა, ალკოჰოლი. არ შეიძინოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს. ცივ პერიოდში არ დალიოთ ცივი სასმელები, მით უფრო – ყინულიანი.
დაიწყეთ გაკაჟება
დილაობით რეგულარულად მიიღეთ კონტრასტული შხაპი, მაგრამ, გახსოვდეთ, სხეულის ტემპერატურა ნელ–ნელა უნდა დასწიოთ დაბლა და არავითარ შემთხვევაში – ერთბაშად.
მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online